კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
22:26 / 16-05-2016
ერთ ღამეში ამოხოცილი 17ადამიანი - ელაშვილების ოჯახის საშინელი ტრაგედია
სიღნაღის რაიონის სოფელ ჯუგაანში დღესაც დგას სახლი, რომლის კედლებიც დიდი ტრაგედიის მომსწრეა. იქ ახლა აღარავინ ცხოვრობს და მხოლოდ ჭირნახულის შესანახად იყენებენ. წინათ სახლი გაცილებით დიდი ყოფილა, მაგრამ რამდენიმე ძმას წილი გაუტანია, თავისი კუთვნილი ოთახები მოუშლია და სხვაგან დასახლებულა... ვერ აღვწერ, როგორი შეგრძნება იყო, როცა იმ ოთახში ვიდექი, სადაც სისხლის ღვრა მოაწყვეს რუსული, მე-11 არმიის ჯარისკაცებმა... იქ დატრიალებული ტრაგედიის ყველა სურათი თვალწინ დამიდგა... ერთ ოჯახში, ერთ ღამეს ამოხოცილი 17 ადამიანის კვნესაც კი ჩამესმა თითქოს, რომლებიც შველას ითხოვდნენ... ფეხმძიმე ქალებისა და ბავშვების ხმები... მერწმუნეთ, იმ კედლებს დღესაც ახსოვთ ის სახეები... ბუხარი, რომელმაც ოჯახის ერთი პატარა წევრი გადაარჩინა, ამოშენებულია... დედაბოძი კი ისევ მყარად დგას და ცოდვით დამძიმებულ კედლებს ჩამოქცევის საშუალებას არ აძლევს.

სახლი ელაშვილების გვარის კუთვნილებაა... მის ეზოში ახლა 2 კაპიტალური შენობა დგას და 2 ოჯახი ცხოვრობს... გვარის წარმომადგენელთა სურვილია, სახლს ძველებური იერი დაუბრუნონ და მომავალ თაობას მუზეუმად შემოუნახონ...
ჩემი რესპონდენტი 75 წლის ჯერენერი ელაშვილი გახლავთ. ის იმ ღამით შემთხვევით გადარჩენილი ბესო ელაშვილის ვაჟია. ბესო მაშინ 10 წლის იყო და სხვა სოფელში, მამიდას სტუმრობდა. ცოცხალიც ამიტომ გადარჩა.
ყველაფერი კი ასე დაიწყო:

ტიტიკო (ტიტა) ელაშვილი ობლობაში იყო გაზრდილი. მამა ადრე დაეღუპა და დედამ გერად მიიყვანა მეორე ქმართან. როცა ტიტია წამოიზარდა, ვინმე გულბაათ ქართველიშვილს მიაბარეს შეგირდად, რომელსაც მისთვის ცხვრის ტყავების გამოქნა, დამუშავება და ტყაპუჭების შეკერვა უსწავლებია. ტიტა ნიჭიერი შეგირდი აღმოჩნდა და ხელობას ისე მალე დაეუფლა, რომ ცოტა ხანში მთელ ქიზიყში გაითქვა კარგი მეტყავის სახელი. ხელობის გამო მას მეტყავე ტიტა შეარქვეს, ოჯახს კი - მეტყავიანთ ოჯახი.



ტიტა მართაზე დაქორწინდა და 8 შვილი შეეძინათ - 6 ვაჟი და 2 გოგონა. მათი ოჯახი ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი გახლდათ... ქალიშვილები გაათხოვა, ერთი ვაჟი მოუკვდა. ტიტა 5 ვაჟთან და მათ ოჯახებთან (28 სული) საკმაოდ დიდი სახლში ცხოვრობდა. შეკრული ოჯახი ჰქონდათ. საქმე განაწილებული იყო. ყველამ იცოდა, რა უნდა ეკეთებინა. თან ერთი დაუწერელი კანონი ჰქონდათ - ოჯახის ყველა შრომისუნარიან წევრს უნდა ეშრომა. მამის სურვილი იყო, რომ შვილები არ დაქსაქსულიყვნენ და ერთად ყოფილიყვნენ. ამიტომ ცხოვრობდნენ ერთად. გაყოფილი არაფერი ჰქონდათ - საერთო დოვლათს ქმნიდნენ. ამიტომაც იყო, რომ საკმაოდ წელგამართულად ცხოვრობდნენ და ელაშვილების ოჯახი ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი იყო.

1921 წლის თებერვალში საქართველოში რუსული მე-11 არმია შემოვიდა და ქვეყნის გასაბჭოება მოახდინა. რუსი სამხედროები თავნებობდნენ, მოსახლეობას ავიწროებდნენ. სწორედ იმის გამო, რომ არავის შეეწუხებინა, ერთ-ერთი რუსი ოფიცერი, ვინმე პეჩინსკი მეტყავიანთ ოჯახმა ნათლიად მოიკიდა.

ერთხელ ახლობლებმა მეტყავიანთ ოჯახს გოჭი აჩუქა. ამათ "აბარტყეს" და ერთი გოჭი დიდ კოლტად აქციეს.
ერთ კვირადღეს ბოდბისხევის ბაზარში 300 ღორი გაყიდეს. აღებული ფულით ტომარა გაავსეს, ურემზე შეაგდეს და შინისაკენ გასწიეს. ვინმე მჭედლიშვილს დაუნახავს, ტომარა ფულით რომ გაავსეს.
- სად მიდიხართ და რა მიგაქვთო? - უკითხავს.

ამათაც ალალად უპასუხიათ, - ღორები გავყიდეთ და ფული მიგვაქვსო.
You must have Flash Player installed in order to see this player.
შემდეგ ეს კაცი შინ დაპატიჟეს და აქეიფეს კიდეც.
დიდძალი ფულის ხელში ჩაგდების სურვილმა შეიპყრო მჭედლიშვილი. წითელწყაროში, ნაწილში მივიდა და ელაშვილების ოჯახის ნათლიის ძმას მოახსენა, - დიდძალი ფულის შოვნა შემიძლია, მაგრამ ხალხი მჭირდება, რადგან ოჯახში ბევრნი არიან და შესაძლოა, წინააღმდეგობა გაგვიწიონო. ელაშვილების სახლი უზარმაზარი ვენახის შუაში მდგარა. ახლოს მეზობელი არ ჰყოლია. 3 ძმა და ერთ-ერთის ვაჟიშვილი მინდორში ცხვარ-ძროხასა და ღორებს მწყემსავდნენ. დანარჩენები შინ იყვნენ.

20 დეკემბრის ცივი და ქარიანი ამინდი იდგა, რაც თავდასხმისთვის ხელსაყრელი პირობა გახლდათ, რადგან ადამიანები სახლებში იყვნენ შეყუჟული და ხმაურს ვერავინ გაიგონებდა. თავდამსხმელები მეტყავიანთ სახლის ახლოს, დიდი კაკლის ძირში შეჩერდნენ და მხნეობისთვის რამდენიმე ჭიქა არაყი გადაკრეს. კარგა ხნის დაბნელებული იყო და მათი ყველა ქმედება გარეშე თვალისთვის შეუმჩნეველი რჩებოდა. ამ დროს ორღობეში ჯუგაანელი ილა დოლაშვილი გამოჩნდა, რომელიც შინისაკენ მიიჩქაროდა. ყაჩაღებმა ილა გააჩერეს და უთხრეს:

- მეტყავიანთას მიდი და გააფრთხილე, რომ თუ რამე იარაღი აქვთ, გადამალონ, თორემ "ბოლშევიკები" მიდიან შემოწმებაზე და თუ იარაღს აღმოუჩენენ, გააციმბირებენო.

ეს იმისთვის დასჭირდათ, რომ წინააღმდეგობა ვერ გაეწიათ ელაშვილებს. ილა დოლაშვილი მეტყავიანთას მივიდა და დანაბარები სოსიასა და ნიკოს გადასცა. იმათაც მოაგროვეს, თუ რამ იარაღი ჰქონდათ და ამბარში ჩაყრილ ხორბალში გადამალეს.

იხილეთ გაგრძელება
12:22 / 17-05-2016
საშინელებაა, მაგრა... ეს ისტორია უკვე მერამდენედ იწერება, ახალი რამე შესთავაზეთ მკითხველს....
Tina
11:32 / 17-05-2016
აქ რომ კიდევ ვინმეს ენა უბრუნდება და რუსებზე კარგს ამბობს და ქართველებს აძაგებს, ჩვენ უარესებს ვაკეთებთო. არ გიფიქრიათ რომ ეს სისასტიკე და ბოროტება სწორედაც რომ "უფროსი" ძმისაგან გაქვთ ნასწავლი და შესისლხორცებული?
გერა
მსგავსი სიახლეები
+VIDEO| რა გადაწყვეტილებას მიიღებს ბანკი 44 წლის გარდაცვლილი მამაკაცის ოჯახთან დაკავშირებით
"შემზარავი რამ მოხდა - დედამ შვილი მოკლა, საწყალმა მოხუცმა, რომელიც დიდ გაჭირვებას უძლებდა"
"ნინო საკუთარი ბინის აივნიდან გადახტა და მანაც იმ ადგილას დაასრულა სიცოცხლე, სადაც მისმა პატარამ"
+VIDEO| "დღემდე, გამომძიებელს ვურეკავ და ერთი და იგივე ისმის - ახალი და ხელჩასაჭიდი არაფერია"
"წავიდა ბორჯომში ექსკურსიაზე და ოჯახის წევრებს შეატყობინეს, ბავშვი დაიღუპაო"
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
22:54 / 25-03-2017  Image დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის წერილი "რუსთავი 2"-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე
"რუსთავი 2"-ის საქმეში დაინტერესებულ მხარედ აშკარად იკვეთება დღევანდელი მთავრობა"
19:42 / 28-04-2016  Image თუ მოინდომებ შეძლებ - სამეფო პასკას რეცეპტი gemrielia.ge-ს მკითხველისგან
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწულისთვის განსაკუთრებული მზადება უკვე
12:31 / 26-03-2017  Image ქუთაისის აეროპორტში უვიზო მიმოსვლისთვის ემზადებიან
ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის ეროპორტში სამზადისი უკვე დაიწყო.
19:29 / 25-03-2017  Image "საბედისწერო ქალს რომ შეხვდა, მაშინ მხოლოდ ოცის იყო" - მოტყუებული კაცის ამბავი...
ლევანი ახლა 32 წლისაა.
22:05 / 25-03-2017  Image "ნებულა:სუპერნოვა" - პროექტი, რომელიც ათასობით აბიტურიენტს მოამზადებაში უფასოდ დაეხმარება
პროექტი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით ხორციელდება
ფოტოგალერეა
კვირის ყველაზე კითხვადი
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49