თუ ამ სტატიაში წააწყდით თქვენს პაროლს, დაუყოვნებლივ გამოცვალეთ! - ყველაზე გავრცელებული პაროლები საქართველოში

თუ ამ სტატიაში წააწყდით თქვენს პაროლს, დაუყოვნებლივ გამოცვალეთ! - ყველაზე გავრცელებული პაროლები საქართველოში

ახალი წლის დადგომასთან ერთად, უცხოური გამოცემები ტრადიციულად გვთავაზობენ წინა წლის განმავლობაში გაჟონილი პაროლების ანალიზს და ყველაზე გავრცელებული პაროლების ათეულს. მორიგი ათეულის გაცნობისას, გაგვიჩნდა კითხვები: როგორ და რის მიხედვით ქმნიან პაროლებს ქართველი მომხმარებლები? რომელ პაროლებს იყენებენ ყველაზე ხშირად? რომელი სიტყვა ფიგურირებს ყველაზე ხშირად პაროლებში? რამდენია ქართული პაროლების საშუალო სიგრძე?

აქვე ავღნიშნავთ, რომ თუ ამ სტატიაში წააწყდით თქვენს პაროლს, დაუყოვნებლივ გამოცვალეთ.

მონაცემები

"ქართული" პაროლების ანალიზისთვის გამოვიყენეთ ბოლო 3 წლის განმავლობაში სხვადასხვა ფორუმზე გამოქვეყნებული მონაცემები - ჩვენს მიერ მოგროვილი პაროლების საერთო რაოდენობა 200,000-ს აღემატება.

პირველ რიგში, ქართველი მომხმარებლების მიერ ყველაზე ხშირად გამოყენებულ 10 პაროლს გთავაზობთ:

აღნიშნული 10 პაროლის ჯამური რაოდენობა მთლიანი პაროლების 1.08%-ს შეადგენს, რაც თეორიულად ნიშნავს იმას, რომ ჰაკერს ყოველი 100 პაროლიდან ერთის გამოცნობა მარტო ამ ათი პაროლის გამოყენებით შეუძლია.

პაროლების სიგრძე

ქართველი მომხმარებლების პაროლების საშუალო სიგრძე 9 სიმბოლოა. აღსანიშნავია რომ მდედრობითი და მამრობითი სქესის წარმომადგენლებში პაროლების სიგრძე თითქმის თანაბარია და უმეტესად 6-დან 11 სიმბოლომდე შუალედში მერყეობს. 14 სიმბოლოზე მეტი სიგრძის პაროლები ძალიან იშვიათად გვხვდება.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია