რა ბიზნესის წამოწყებას აპირებდა ბიძინა კუჭავა, რისთვისაც 780 000 დოლარი სჭირდებოდა - დავით პოპოვი საქმის უცნობ დეტალზე

რა ბიზნესის წამოწყებას აპირებდა ბიძინა კუჭავა, რისთვისაც 780 000 დოლარი სჭირდებოდა - დავით პოპოვი საქმის უცნობ დეტალზე

ბიზნესმენ ბიძინა კუჭავას ოჯახი თვითმკვლელობის მუხლით აღძრული სისხლის სამართლის საქმის განზრახ მკვლელობით გადაკვალიფიცირებას ითხოვს. ოჯახი დარწმუნებულია, რომ ის თავს არ მოიკლავდა და არც პროკურორ ვახტანგ ქირიას მოკლავდა. კუჭავას ოჯახი ირწმუნება, რომ ბევრი კითხვა აქვთ დავით პოპოვთან, რომლის მანქანაშიც ეს ტრაგედია მოხდა. კუჭავას მეუღლე მარინა ნიკოლოზაშვილი პოპოვის დაკავებას ითხოვს.

თავის მხრივ, დავით პოპოვი კუჭავას ნათესავებს მისი ოჯახის შეურაცხყოფაში ადანაშაულებს და საჯაროდ ბოდიშის მოხდას მოითხოვს. "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში დავით პოპოვი მისი და კუჭავას ნაცნობობის პერიოდს იხსენებს და იმ ბიზნესპროექტის შესახებ ყვება, რომლის იდეაც კუჭავას მან პირველი შეხვედრის დროს გაუზიარა:

- პირველად ბიძინა კუჭავას 2015 წლის 30 დეკემბერს შევხვდი. საქართველოში ორი დღის ჩამოსული ვიყავი. მოსკოვში მყავს მეგობარი, გოჩა კუჭავა. მან მთხოვა ბიძინასთან შეხვედრა - რაღაცას გთავაზობს და ტელეფონით საუბარს ჯობია, შეხვდე და გაარკვიო, რა ბიზნესპროექტი აქვსო. 30 დეკემბერს ერთმანეთს გლდანში შევხვდით. მითხრა, რომ ბიზნესის დაწყება უნდოდა. პოექტიც ჰქონდა, მაგრამ საჭირო იყო დიდი თანხა. ამხელა თანხას მე და ჩემი მეგობარი ვერ ვიშოვიდით, ამიტომ არარეალურად ჩავთვალე ეს წინადადება და უარი ვუთხარი. ამბობდა, თვის პირველ რიცხვებში აფრიკაში უნდა გავფრინდეო.

- რა თანხაზე იყო საუბარი?

- 780 000 დოლარზე. ამ ფულით ამერიკაში უნდა გვეყიდა ბრილიანტის მომპოვებელი მანქანა, უნდა წაგვეღო აფრიკაში და იქ მოგვეპოვებინა ბრილიანტი და ოქრო... ერთ რამეში დავრწმუნდი - ბიძინას მხოლოდ ფული უნდოდა. მერეღა გავიგე, რომ ბიძინა გამუდმებით რეკავდა რუსეთში და ფულს სთხოვდა ჩემს მეგობარს. ისიც მითხრეს, ბიძინა კუჭავას ცოლიც რეკავა და სურდა, ტელეფონის ნომრები გაეგო, რომ მერე მის ქმარს ვიღაცებისთვის ფული ეთხოვაო.

რაც შეეხება ბიძინა კუჭავს ქვრივს, მარინა ნიკოლოზაშვილი "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ამბობს, რომ: "ჩემი მეუღლე აფრიკაში აპირებდა წასვლას. შეხვედრებიც დანიშნული ჰქონდა­. შესაძლოა, გოჩასაც შესთავაზა ბიზნესში ჩართვა, მაგრამ გამორიცხულია, ბიძინას პოპოვთან ბიზნესზე ელაპარაკა".

თეა ხურცილავა

გაზეთი "კვირის პალიტრა"

აიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 1 თებერვლის ნომერში

ან გახდით გაზეთის ონლაინ-ვერსიის ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია