"მაესტროს" დირექტორი გადადგა - ბაია გადაბაძის საგანგებო განცხადება

 "მაესტროს" დირექტორი გადადგა - ბაია გადაბაძის საგანგებო განცხადება

"მაესტროს" დირექტორი გადადგა. ბაია გადაბაძემ გადადგომის შესახებ განცხადება ტელეკომპანიის პირდაპირ ეთერში გააკეთა:

"მეწილეების ნაწილი, რომლებიც იყვნენ ჩვენი საინფორმაციო დამოუკიდებლობის გარანტი, აღმოჩნდნენ უმცირესობაში. ეს გამოიწვია წილების გასხვისებამ, რომლის რეალური მყიდველი გახდა ტელეკომპანია "იმედის" არაოფიციალური მმართველი ირაკლი რუხაძე. რამდენიმე მილიონად გაიყიდა გაკოტრებული ტელეკომპანიის წილი, რომელიც ბუნებრივია, არანაირ ბიზნესლოგიკაში არ ჯდება. კომპანია, რომელსაც აქვს 50-მილიონიანი ვალი, არ შეიძლება იყოს მიმზიდველი. ერთადერთი მიმზიდველობა რაც "მაესტროს" აქვს, პოლიტიკური მიმზიდველობაა.

განვითარებული პროცესების ლოგიკური შედეგი შეიძლება იყოს, არხის სარედაქციო დამოუკიდებლობის დაკარგვა, რის გამოც მე არ ვაპირებ ტელეკომპანია "მაესტროში" მუშაობას ამ პარტნიორების ახალი კონფიგურაციის პირობებში. ველოდები პარტნიორების საბოლოო გადაწყვეტილებას და იქამდე ვასრულებ ჩემს უფლება-მოვალეობას”, - განაცხადა ბაია გადაბაძემ საგანგებო მიმართვაში.

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია