6 თებერვალს "დიდი ჯახი" იქნება - საქართველოში რაგბი ბრუნდება!

6 თებერვალს "დიდი ჯახი" იქნება - საქართველოში რაგბი ბრუნდება!

6 თებერვალს საქართველოში დიდი რაგბი ბრუნდება, მართალია მეტოქე ძალიან სუსტია (გერმანიის ეროვნული ნაკრები), სამაგიეროდ "ბორჯღალოსნები" იქნებიან სტადიონზე, ჩვეული შემართებით აგვიდუღებენ სისხლს და გაგვახსნებენ მსოფლიო თასის იმ საოცარ წამებს, როცა ყველაზე ამაყები ვიყავით.

მსოფლიო თასის დროს სოციალურ ქსლებში ყველა ვადებულად მიიჩნევდა რომ რაღაც მაინც დაეწერა ჩვენს ბიჭებზე. ზოგი ამაღელვებელს წერდა, ზოგი უბრალოდ იწონებდა სხვის დაწერილს, მაგრამ მთავარია რომ ყველა რაგბით ვცოცხლობდით. ჰოდა აგერ 6 თებერვალს შანსი გვაქვს ეს ყველაფერი სტადიონზე გადავიტანოთ და ისე გულმხურვალედ დავუდქეთ გვერდში ჩვენს ბიჭებს და ვუგულშემატკივროთ, როგორც ტელეეკრანებთან ვგულშემატკივრობდით.

მართალია, რთულია, ახალი ზელანდიის მერე გერმანიასთან თამაშის ყურება, ძნელი რა, ნაკლებსასიამოვნო, მაგრამ გულშემატკივარი მაშინ არის ნაღდი, როცა საყვარელ გუნდს იმის მიხედვით არ უდგას გვერდში თუ ვის ხვდება ის.

6 თებერვალს საშუალება გვაქვს ჩვენ გმირებს ჩავეხუტოთ იმ ბიჭებს რომელთა თავდადებამ მსოფლიო აალაპარაკა და მოგვცა საშუალება გვემაყა.

ექვსში მაგარი ჯახი იქნება, პროპორცია ზუსტად ისეთივეა როგორც კარდიფში იყო 2 ოქტომბერს (მაშინ როცა ზელანდიელებს ბევრი რამე დავუმტკიცეთ), თუმცა შაბათს ყველაფერი ჩვენ სასარგებლოდაა. ორკესტრის ხელმძღვანელი ჩვენი გუნდი იქნება. წიკლაური ისევ ააწიოკებს მეტოქის დაცვას, რაშიც თოდუა აუცილებლად აუბავს მხარს. სუთიაშვილი ჩვეულად შემოუძახებს ბიჭებს, "მეკო" ყველა გასატანს გაიტანს, მსოფლიო თასის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე ვასკა ლობჟანიძე იუველური სიზუსტის პასებს დაარიგებს და 80 წუთის მანძილზე იქნება ის რაც ყველაზე მეტად გვიყვარს - ქართული სულის დომინირება და ბოლოს მაგარი გამარჯვება.

ჩვენმა ბიჭება ისე გაგვათამამეს, რომ მათი თამაშის წინ სხვა შედეგზე აღარც ვფიქრობთ. ეგ კი არა ლამის ზელანდიასთანაც მოგებას ვგეგმავდით, თუმცა მაშინ უბრალოდ თამაში წავაგეთ, თორემ ბრძოლაში არ დავმარცხებულვართ.

ბედნიერებაა ისეთ გუნდის თამაშის ყურება, რომელიც ყველა მეტოქესთან ბოლომდე იხარჯება. მერე რა რომ გერმანიის ნაკრების სუსტია და ჩვენი ბიჭები მათ ნახევარი ძალითაც მოუგებენ, შაბათს მაინც ბოლომდე თავდადებულ ნაკრებს ვნახავთ. იქნება ბევრი ახალბედაც, რომლებმაც უნდა გადაიბარონ ესტაფეტა და 2019 წელს უკვე მათ უნდა მიგვაჯაჭვონ ტელეკრანს და მათ დადებულ ლელოზე უნდა გავიხაროთ. მათთვის ყველაფერ შაბათს იწყება და დარწმნებული ვარ წლების მერე სიამაყით ვიტყვით რომ მათი პირველი ნაბიჯები გვინახავს.

მოკლედ, შაბათს დიდი რაგბია, სადაც დასწრება აუცილებელია. იქნება ქართული ჰაკაც, დიახ ჩვენი ბიჭები ისე ემოციურად ასრულებენ ჰიმნს, რომ ეს უკვე რიტუალია. ამიტომ ყველა ერთად მივიდეთ რაგბზე და ჩვენს "ბორჯღალოსნებს" ერთად ვუთხრათ #მევარმე16

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია