კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
08:33 / 10-02-2017
როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ავიაკომპანია ფრენას აუქმებს ან აყოვნებს და როდის ეკრძალებათ ორსულებს თვითმფრინავით ფრენა
საავიაციო ტრანსპორტით სარგებლობისას ხშირად ხდება, რომ სხვადასხვა მიზეზებით გადადებული ან გაუქმებული ავიარეისები, დაკარგულ ბარგზე გაცილებით ბევრ უსიამოვნებას და პრობლემას იწვევს.

როგორი გასაკვირი არ უნდა იყოს, რეისის გადადება მსოფლიო ავიაკომპანიებში მიღებული პრაქტიკაა. შეფერხების მიზეზი როგორც თავად ავიაკომპანიები, ისე გარე ფაქტორებია. ამ დროს ყველაზე ცუდ მდგომარეობაში მგზავრია, რომელმაც არ იცის, როგორ იმოქმედოს.

ავიაკომპანიის ვალდებულება

იმ შემთხვევაში, თუ რეისის გადადების ან საერთოდ გაუქმების მიზეზი თავად ავიაკომპანიაა, ის ვალდებულია მგზავრს ბილეთი საკუთარი ხარჯებით შეუცვალოს ან თვითმფრინავის გარეშე დარჩენილი ადამიანი დანიშნულების წერტილში სხვა რეისით გაამგზავროს. ამ შემთხვევაში ბილეთების ღირებულებათა შორის სხვაობის ანაზღაურება ავიაკომპანიას საკუთარი ჯიბიდან მოუწევს.

ტრანზიტული (ტრანსფერული) ავიარეისებისას, მაქსიმალურად შეეცადეთ ისარგებლოთ ერთი ავიაკომპანიით. ამ დროს რეისის გადადების ან შეყოვნების შემთხვევაში გასავლელი პროცედურები მარტივდება. ტრანზიტულ ავიარეისებს შორის გარკვეული ინტერვალია დაცული, რომ მგზავრმა ერთი თვითმფრინავიდან მეორეში გადასვლა და შესაბამისი ფორმალობების გავლა მოასწროს. როგოც წესი, ეს დრო 40 წთ-ით განისაზღვრება. იმ შემთხვევაში, თუ რეისის დაგვიანების გამო მგზავრმა ვერ მოასწრო ტრანსფერის გავლა და სხვა თვითმფრინავში გადაჯდომა, ავიაკომპანია ვალდებულია დანიშნულების წერტილში ის განრიგით გათვალისწინებული შემდეგი თვითმფრინავით გაამგზავროს. ასეთ დროს თქვენ კომპენსაციას არავინ მოგცემთ. მიყენებული უსიამოვებისთვის კი ავიაკომპანია ბოდიშით შემოიფარგლება.


რა შეგიძლიათ მოსთხოვოთ ავიაკომპანიას


თუ ავიარეისი 2 ან 2-ზე მეტი საათით გადაიდო, თქვენ გაქვთ სრული უფლება ავიაკომპანიის წარმომადგენელს მოთხოვოთ უფასო საკვები და არაალკოჰოლური სასმელები. ფულადი კომპენსაციის შემთხვევაში საქმე უფრო რთულდება. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თუ გამგზავრების, ტრანზიტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან ჩაფრენის პუნქტი ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაშია, თქვენ სრული უფლება გაქვთ მოითხოვოთ ფულადი კომპენსაცია.

250 ევრო ავიარეისებისთვის მანძილით 1500 კმ-მდე, 400 ევრო ავიარეისებისთვის მანძილით 3500 კმ-მდე და 600 ევრო ავიარეისებისთვის, რომელთა მანძილიც 3500 კმ-ს აღემატება. ყველა ეს რეგულაცია იმ შემთხვევაში მოქმედებს, თუ თქვენი რეისის 2 ან 2-ზე მეტი საათით გადადების მიზეზი თავად ავიაკომპანიაა.

თუ აეროპორტში ყურყუტი გაბობოქრებულმა დედაბუნებამ ან სხვა ფორსმაჟორულმა ფაქტორებმა განაპირობა, ფულად კომპენსაციებზე ფიქრიც კი ზედმეტია.

იმ შემთხვევებიც კი, როცა კომპენსაციის გაცემას ავიაგადამყვანს კანონი პირდაპირ ავალდებულებს, ავიაკომპანია ცდილობს ამ გარემოებას თავი აარიდოს და ხშირად ამ სფეროში მგზავრების არაკომპეტენტურობით სარგებლობს. ამიტომაც ბილეთის დაჯავშნის ან შეძენის წინ ყურადღებით გაეცანით თქვენს მიერ არჩეული ავიაგადამყვანის წესებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, შეძლოთ თქვენი უფლებების დაცვა. ეს წესები ავიაკომპანიას საკუთარ ვებ-გვერდზე უნდა ქონდეს გამოქვეყნებული.


ორსულები ბორტზე


თვითმფრინავით ხშირად ფეხმძიმე ქალებიც სარგებლობენ. არიან ისეთებიც, ვინც ავიატრანსპორტით მგზავრობაზე უარს არც ორსულობის ბოლო კვირებშიც ამბობს. მოქმედი კანონმდებლობა ბორტზე ასეთი მგზავრების მიღებას არ კრძალავს. მაგრამ თავად ავიაკომპანიები ყველანაირად ცდილობენ ჰაერში შემთხვევითი უსიამოვნებებისგან თავი დაიზღვიონ.

მაგალითად, გერმანული Lufthansa სიამოვნებით მიიღებს ქალბატონს, რომლის ორსულობის ხანგრძლივობაც 7 თვეს არ აღემატება. წინააღმდეგ შემთხვევაში მომავალ დედას ბავშვის გაჩენამდე მიწაზე მოუწევს ყოფნა. გამონაკლისი მხოლოდ 35 კვირამდე დაიშვება და ისიც იმ შემთხვევაში, თუ ექიმს შესაბამისი ცნობა ავიარეისამდე 72 სთ-ის განმავლობაში აქვს გაცემული.

ჰოლანდიური KLM-ის ბორტზე თქვენ ორსულობის 36 კვირაზეც შეგიძლიათ მოხვდეთ.
ოღონდ არ დაგავიწყდეთ თან თქვენი ექიმის სამედიცინო ცნობა იქონიოთ. ცნობის უქონლობის შემთხვევაში, აიაკომპანიას აქვს უფლება, დაგატოვებინოთ ბორტი. 

ზოგადად მსოფლიოს უმსხვილეს ავიაკომპანიებში სამედიცინო საბუთებს და შესაბამის ცნობებს ორსულობის 28-ე კვირიდან ითხოვენ. თუმცა, ამ შემთხვევაში ყველა ავიაკომპანიას თავისი, ინდივიდუალური წესები აქვს. ერთ-ერთი ყველაზე ხისტი წესების მატარებელი სკანდინავიური SAS-ია. ორსულობის პირველი 4 კვირის განმავლობაში ამ ავიაკომპანიით თქვენ უპრობლემოდ იფრენთ. 4 კვირის ზემოთ - სამედიცინო ცნობის წარმოდგენას მოგთხოვენ და ბორტზე იმ შემთხვევაში დაგიშვებენ თუ ფრენის ხანგრძლივობა 4 სთ-ს არ აღემატება.

თუ თქვენ ბავშვს ელოდებით და თვითმფრინავით მგზავრობას აპირებთ, წინასწარ გაესაუბრეთ თქვენს ექიმს და გაითვალისწინეთ, რომ წნევის ცვლილებამ, ჟანგბადის უკმარისობამ, დახურულმა სივრცემ, დიდი ხნის განმავლობაში ერთ ადგილზე ჯდომამ ფრენის დროს შეიძლება დიდი დისკომფორტი შეგიქმნათ.

ნუკრი მგელაძე
AMBEBI.GE
13:44 / 10-02-2017
herokrate
0
ოეეე ირაკლი გრუზინო აეროპორტის დირექცია რა შუაშია ავიაკომპანიასთან? საერთოდ გამგზავრებულხარ სადმე? ლოგიკა რომ არ გაქვს ეს გასაგებია, მაგრამ სანამ გინებაზე გადახვალ გირჩევ გაერკვიო საერთოდ ვის უნდა აგინო
11:34 / 10-02-2017
:))))))))))))))))))
0
ოთხი კვირის ორსულს როგორ მიხვდებიან? ხანდახან მაგ დროს თვითონ ორსულმც კი არ იცის, რომ ორსულადაა. ეხოს უღებენ ყველას?
მსგავსი სიახლეები
ახალგაზრდა ქალი, აშშ-ს მოქალაქეა და საქართველოდან გამგზავრებას ფეხმძიმობის გამო ვერ ახერხებს
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის შიდა ქართლის მონაკვეთზე
ექსპერტიზის შედეგები დაზარალებულის წარმომადგენლისთვის 30 აგვისტოს გახდა ცნობილი
ყოველწლიურად 20-25 ქალი კვდება ორსულობასთან დაკავშირებული პრობლემებით
"როგორ მოიმატე!", "რამდენი კილო აკრიფე?"
"მეუღლესთან დაშორების შემდეგ ხშირად ვისმენდი ნაცნობებისგან კითხვას..."
სტატისტიკურად, ყოველწლიურად ავიაკომპანიები მსოფლიოს მასშტაბით 22-24 მილიონ ერთეულ ბარგს კარგავენ
ყველაზე საინტერესო ორგანიზმის თავდაცვითი რეაქციაა, რომელმაც ჩვილის მუმიფიცირება მოახდინა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
21:37 / 20-08-2017  Image ბორჯომის რაიონში ხანძრის ჩაქრობას ვერტმფრენი დილის 06:00 საათიდან განაახლებს
ღამის ხედვის არ ქონის გამო, უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, ვერტმფრენმა სამუშაო შეაჩერა და
19:22 / 20-08-2017  Image ავღანეთში სამხედროთა რაოდენობის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია - რისთვის ემზადება ტრამპი
870-მდე ქართველი ჯარისკაცი ისლამურ რესპუბლიკაში 2018 წლის გაზაფხულის ჩათვლით დარჩება
15:12 / 20-08-2017  Image რა დაავადებები იწვევს უძილობას, როგორ დავძლიოთ ის და რატომ უნდა ვეროდოთ საძილე პრეპარატებს
"თუ ადამიანი რამდენიმე დღის განმავლობაში დაწოლიდან 15-20 წუთის შემდეგ ვერ იძინებს, ძილის დარღვევა აქვს"
14:07 / 20-08-2017  Image 5 ტურისტული მიმართულება, რომელიც სულ უფრო პოპულარული ხდება მოგზაურებს შორის
მსოფლიოს ტურისტულმა ორგანიზაციამ (WTO) გაერო-სთან ერთად 2017 წლის ყველაზე სწრაფად
13:26 / 23-04-2017  Image როგორ უნდა შეიძინოთ თვითმფრინავის ბილეთი იაფად - 6 რჩევა მოგზაურობის მოყვარულებს
თუ ფრენა კვირის ბოლოსთვისაა დაგეგმილი, ბილეთის ყიდვა ან პარასკევს საღამოს, ან შაბათს ღირს
პოპულარული კომენტარები
დღის ვიდეო
PALITRATV.GE
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49