კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
09:31 / 04-02-2016
დასაგირავებელ ბინებზე ფასები თითქმის განახევრდა
თბილისის თითქმის ყველა უბანში უძრავი ქონების დაგირავება გაიაფდა. ფასები ზოგ შემთხვევაში, ფაქტობრივად, განახევრებულია. უძრავი ქონების სააგენტოებში აცხადებენ, რომ ფასების დაკლების გადაწყვეტილებას მეპატრონეები თავად იღებენ და ამის მიზეზი კლიენტთა გადახდისუნარიანობის და მათი რაოდენობის მკვეთი შემცირებაა.

განცხადებების საიტის saqme.ge-ს რედაქტორის ლელა არაბულის თქმით, გასულ წელს ცენტრალურ უბნებში ბინის დაგირავება 25 ათას დოლარზე ნაკლებად თითქმის შეუძლებელი იყო, დღევანდელი მონაცემებით კი ფასები ათი ათასიდან იწყება. "თუ დოლარში არსებულ ფასებს გადავხედავთ, რეალურად კლება თვალშისაცემია. მაგალითად, ამჟამად საბურთალოზე 13-15 ათას დოლარადაც შეგხვდებათ დასაგირავებელი ფართი, მაშინ როცა
ერთი წლის წინ ფასი თითქმის ორმაგი იყო. თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ მათთვის ვისაც შემოსავალი ლარში აქვს, ახლანდელ და წინა წლის ფასებს შორის დიდი განსხვავება არ არის".

არაბულის თქმით, ფასები გარეუბნებშიც დაწეულია. როგორც "საქმე.გე"-ს რედაქტორი აღნიშნავს, დაგირავების დროს, ადგილმდებარეობა ფასების რადიკალურ ცვლილებას როგორც წესი, ნაკლებად იწვევს.

უძრავი ქონების სააგენტოს დამფუძნებელი და დირექტორი სპარტაკ თიკანაშვილი AMBEBI.GE-სთან საუბარში ამბობს, რომ უძრავი ქონების ბიზნესში სერიოზული ჩავარდნაა: "ზოგადი ტენდენციაა, რომ ფასები ბინის დაქირავებისა და დაგირავების შემთხვევაშიც დაკლებულია. დაგირავება საერთოდ რთული მოსაძებნია და მეტნაკლებად ყოველთვის ინარჩუნებს აქტუალურობას, მაგრამ ხალხში ფულის მასა არაა, ყველას ძალიან უჭირს და შესაბამისად მოთხოვნაც შემცირებულია", - აღნიშნავს თიკანაშვილი. მისი თქმით, გადახდისუნარიანობის შემცირების გამო, იძულებულები არიან ფასები დაწიონ, რადგან სხვა შემთხვევაში კლიენტის მოძიება ძალიან გართულებულია. თიკანაშვილის განცხადებით, გირავნობის ფასები 7-8 ათასი დოლარიდან იწყება და უბნების მიხედვით იცვლება.

ნანული ჩიქაბავა წლებია კერძო მაკლერად მუშაობს, მისი თქმით, ბოლო თვეებში მოთხოვნა უძრავ ქონებაზე ძალიან შემცირებულია და დოლარში არსებული დასაგირავებელი ბინის ფასებიც დაკლებულია: "საქმე გაჭირდა, ძნელია კლიენტის პოვნა, რომელიც სასურველ ფასს გადაიხდის. გირაოში მაღალი თანხის ჩადებას ყიდვას ამჯობინებენ. მოგეხსენებათ, ფასები ყიდვის შემთხვევაშიც საგრძნობლად შემცირებულია. შესაბამისად, დაგირავება მაღალ ფასში ყველას უჭირს და გაგირავების მსურველებიც შედარებით დაბალ თანხაზე თანხმდებიან" - ამბობს ნანული ჩიქაბავა.

ქრისტინე გამთენაძე
AMBEBI.GE
15:07 / 04-02-2016
nika
0
სამაგიეროდ ქირა გარბის არანორმალურად მაღლა. იმისთნა ფასები აქვს ბარემ ნიუ იორკში იქირავე ადამიანმა რაღა თბილისში ჩაკვდე.
14:40 / 04-02-2016
emigranti
0
დღე დაღამე საიტებში დავბორიალობ რომ იქნებ სადმე წავაწყდე ფასდაკლებულ ბინას ან დასაგირავებელს ან გასაყიდს. მაგრამ ვერ ვიპოვნე, რატომ იტყუებით, იპოტეკით დატვირთულ ბინას ვინ გაეკარება. რისთვის არსებობს საჯარო რეესტრი, ბრმა და ყრუ არავინ არ არის რომ თავის ნაშრომი ვინმეს ჩაუყაროს ხელში. ან კიდევ კომუნისტების დროს რომ ბინები მიიღეს ისე როგორც საჩუქარი რატომ უნდა ღირდეს ასე ძვირი. თან კომუნისტებს რომ ლანძღავენ ასეთი ხალხი დაშენებების ფასებიცც ძალიან ძვირია,.ესენი მგონი უკანონო დაშენებებია, ერთ დღესაც წამოუვლის ჩვენს არანორმალურ მთავრობებს და ქუჩაში გამოგაგდებს.წადი მერე და უჩივლე რამდენიც გინდა.გგონია სამართალს იპოვნი?? მეპატრონეებო ვარ რეალური მყიდველი. გამოაქვეყნეთ ახალ-ახალი ინფორმაციები. მინდა 2 ოთახიანის ყიდვა რელურ ფასად რომელიმე მეტროსთან. ბინა უდა იყოს ახალი დარეგისტრირებული საჯარო რეესტრში.
მსგავსი სიახლეები
ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება გაძვირდა 5.2%-ით...
ლარი ბოლო დღეების განმავალობაში უკვე 4,5 პროცენტით გაუფასურდა
"მეორად ბინებზე მოთხოვნის შემცირებამ ფასები გაიაფა"
"უკვე ისმის, რომ უნდა შეიზღუდოს პარალელური იმპორტი, რაც მსხვილი ფარმაკომპანიების ინტერესებშია"
"ლოპოტას" საახალწლო პროგრამა 3 ღამეს მოიცავს და ტური ორ ადამიანზე 980 დოლარი ღირს
ბენზინზე აქციზის ღირებულება 1 ტონაზე 250-დან 500 ლარამდე გაიზრდება, 1 ტონა დიზელზე - 150-დან 400 ლარამდე
+VIDEO| ხშირად კაფეებში მომსახურების ხარისხი ფასების არაადეკვატურია
სახელმწიფოს მხრიდან ლობირებაზე ექსპერტები ხშირად აპელირებენ
ასოციაციაში პრობლემის მოგვარების მიზნით სპეციალური რეკომენდაციებიც შეიმუშავეს
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
17:11 / 19-11-2017  Image კახა კალაძე - მომავალში მშენებლობებზე ნებართვების გაცემა განსხვავებული იქნება
"სამწუხაროდ, რაც აშენდა, იმას ვერაფერს ვუზამთ"
12:19 / 19-11-2017  Image რუსეთში შექმნილ iPhone X-ზე შავი ხიზილალა, ქვეყნის გერბი და ჰიმნია გამოსახული
კომპანიამ კიდევ ერთი ექსკლუზიური მოდელი შექმნა, რომელიც მოსკოვში ბინის ფასი ღირს
16:07 / 18-11-2017  Image რომელი ქალაქები დაიტბორება ყინულის დნობის შედეგად - NASA-ს პროგნოზი
მეცნიერებმა პროგრამა შექმნეს, რომელსაც მყინვარების დნობის შედეგად დატბორვის სავარაუდო არეალების დადგენა შეუძლია
16:33 / 13-01-2017  Image 10 წესი, როგორ მოიზიდოთ ფული - ძველი ჩინური სიბრძნე
ფენ შუი უძველესი ჩინური სიბრძნეა, რომლის მიხედვითაც სამყარო ერთი დიდი ორგანიზმია და
16:15 / 18-11-2017  Image სექსრობოტ სამანტაზე მოთხოვნა იმდენად დიდია, მწარმოებლებს საჭირო რაოდენობის დამზადება უჭირთ
სილიკონის სამანტას მუქი ყავისფერი თმა აქვს, მწვანე თვალები და რეალურის მსგავსი სასქესო ორგანოები
პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49