კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
09:31 / 04-02-2016
დასაგირავებელ ბინებზე ფასები თითქმის განახევრდა
თბილისის თითქმის ყველა უბანში უძრავი ქონების დაგირავება გაიაფდა. ფასები ზოგ შემთხვევაში, ფაქტობრივად, განახევრებულია. უძრავი ქონების სააგენტოებში აცხადებენ, რომ ფასების დაკლების გადაწყვეტილებას მეპატრონეები თავად იღებენ და ამის მიზეზი კლიენტთა გადახდისუნარიანობის და მათი რაოდენობის მკვეთი შემცირებაა.

განცხადებების საიტის saqme.ge-ს რედაქტორის ლელა არაბულის თქმით, გასულ წელს ცენტრალურ უბნებში ბინის დაგირავება 25 ათას დოლარზე ნაკლებად თითქმის შეუძლებელი იყო, დღევანდელი მონაცემებით კი ფასები ათი ათასიდან იწყება. "თუ დოლარში არსებულ ფასებს გადავხედავთ, რეალურად კლება თვალშისაცემია. მაგალითად, ამჟამად საბურთალოზე 13-15 ათას დოლარადაც შეგხვდებათ დასაგირავებელი ფართი, მაშინ როცა ერთი წლის წინ ფასი თითქმის ორმაგი იყო. თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ მათთვის ვისაც შემოსავალი ლარში აქვს, ახლანდელ და წინა წლის ფასებს შორის დიდი განსხვავება არ არის".

არაბულის თქმით, ფასები გარეუბნებშიც დაწეულია. როგორც "საქმე.გე"-ს რედაქტორი აღნიშნავს, დაგირავების დროს, ადგილმდებარეობა ფასების რადიკალურ ცვლილებას როგორც წესი, ნაკლებად იწვევს.

უძრავი ქონების სააგენტოს დამფუძნებელი და დირექტორი სპარტაკ თიკანაშვილი AMBEBI.GE-სთან საუბარში ამბობს, რომ უძრავი ქონების ბიზნესში სერიოზული ჩავარდნაა: "ზოგადი ტენდენციაა, რომ ფასები ბინის დაქირავებისა და დაგირავების შემთხვევაშიც
You must have Flash Player installed in order to see this player.
დაკლებულია. დაგირავება საერთოდ რთული მოსაძებნია და მეტნაკლებად ყოველთვის ინარჩუნებს აქტუალურობას, მაგრამ ხალხში ფულის მასა არაა, ყველას ძალიან უჭირს და შესაბამისად მოთხოვნაც შემცირებულია", - აღნიშნავს თიკანაშვილი. მისი თქმით, გადახდისუნარიანობის შემცირების გამო, იძულებულები არიან ფასები დაწიონ, რადგან სხვა შემთხვევაში კლიენტის მოძიება ძალიან გართულებულია. თიკანაშვილის განცხადებით, გირავნობის ფასები 7-8 ათასი დოლარიდან იწყება და უბნების მიხედვით იცვლება.

ნანული ჩიქაბავა წლებია კერძო მაკლერად მუშაობს, მისი თქმით, ბოლო თვეებში მოთხოვნა უძრავ ქონებაზე ძალიან შემცირებულია და დოლარში არსებული დასაგირავებელი ბინის ფასებიც დაკლებულია: "საქმე გაჭირდა, ძნელია კლიენტის პოვნა, რომელიც სასურველ ფასს გადაიხდის. გირაოში მაღალი თანხის ჩადებას ყიდვას ამჯობინებენ. მოგეხსენებათ, ფასები ყიდვის შემთხვევაშიც საგრძნობლად შემცირებულია. შესაბამისად, დაგირავება მაღალ ფასში ყველას უჭირს და გაგირავების მსურველებიც შედარებით დაბალ თანხაზე თანხმდებიან" - ამბობს ნანული ჩიქაბავა.

ქრისტინე გამთენაძე
AMBEBI.GE
15:07 / 04-02-2016
სამაგიეროდ ქირა გარბის არანორმალურად მაღლა. იმისთნა ფასები აქვს ბარემ ნიუ იორკში იქირავე ადამიანმა რაღა თბილისში ჩაკვდე.
nika
14:40 / 04-02-2016
დღე დაღამე საიტებში დავბორიალობ რომ იქნებ სადმე წავაწყდე ფასდაკლებულ ბინას ან დასაგირავებელს ან გასაყიდს. მაგრამ ვერ ვიპოვნე, რატომ იტყუებით, იპოტეკით დატვირთულ ბინას ვინ გაეკარება. რისთვის არსებობს საჯარო რეესტრი, ბრმა და ყრუ არავინ არ არის რომ თავის ნაშრომი ვინმეს ჩაუყაროს ხელში. ან კიდევ კომუნისტების დროს რომ ბინები მიიღეს ისე როგორც საჩუქარი რატომ უნდა ღირდეს ასე ძვირი. თან კომუნისტებს რომ ლანძღავენ ასეთი ხალხი დაშენებების ფასებიცც ძალიან ძვირია,.ესენი მგონი უკანონო დაშენებებია, ერთ დღესაც წამოუვლის ჩვენს არანორმალურ მთავრობებს და ქუჩაში გამოგაგდებს.წადი მერე და უჩივლე რამდენიც გინდა.გგონია სამართალს იპოვნი?? მეპატრონეებო ვარ რეალური მყიდველი. გამოაქვეყნეთ ახალ-ახალი ინფორმაციები. მინდა 2 ოთახიანის ყიდვა რელურ ფასად რომელიმე მეტროსთან. ბინა უდა იყოს ახალი დარეგისტრირებული საჯარო რეესტრში.
emigranti
მსგავსი სიახლეები
ბენზინზე აქციზის ღირებულება 1 ტონაზე 250-დან 500 ლარამდე გაიზრდება, 1 ტონა დიზელზე - 150-დან 400 ლარამდე
+VIDEO| ხშირად კაფეებში მომსახურების ხარისხი ფასების არაადეკვატურია
სახელმწიფოს მხრიდან ლობირებაზე ექსპერტები ხშირად აპელირებენ
ასოციაციაში პრობლემის მოგვარების მიზნით სპეციალური რეკომენდაციებიც შეიმუშავეს
2014 წელთან შედარებით 2015-ში გაყიდვები თითქმის განახევრდა
ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასა და გაძლიერებაში უმნიშვნელოვანესი როლი საზოგადოებასაც აკისრია
გაუხმაურებელი საქმე| AMBEBI.GE-ს წყარომ თაღლითური სქემის შესახებ აცნობა
"მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა ჯანდაცვის სისტემაში"
აღმოჩნდა, რომ პროდუქტების ნაწილი საქართველოსთან შედარებით იაფია
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
20:25 / 07-12-2016  Image 535 ათასი ადამიანი საყოველთაო დაზღვევით ვეღარ ისარგებლებს - ვის შეეხება ცვლილება
"ჯერ საყოველთაომ აგინაზღაუროს და რაც დარჩება, აგინაზღაურებ მეო"
21:04 / 08-12-2016  Image რატომ დაშორდნენ თეკლა ჯავახაძე და გიორგი მარშანია - "მომწონს, რომ რაღაც ახალი იწყება"
"განსხვავებული ტრადიცია არ გვაქვს, მაგრამ ჩვენ სხვადასხვა ქალაქებში ვცხოვრობთ"
21:55 / 08-12-2016  Image როგორ დავზოგოთ ბენზინი - ეს ხერხები ბევრმა მძღოლმა არ იცის!
ავტოგასამართ სადგურზე თითოეული შესვლა მძღოლის საფულეზე საკმაოდ მწვავედ აისახება
14:32 / 08-12-2016  Image "ჯაშუში" ქართველები რუსეთის ციხეებში
ოქსანა სევასტიდი ერთადერთი არაა, ვინც "საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობის" ბრალდებით დააკავეს
11:55 / 08-12-2016  Image დაბრუნდებიან თუ არა ცოტნე და ბახვა "ჩემი ცოლის დაქალებში": "პირობას გაძლევთ, მაყურებელს თავს არ მოვანატრებთ..."
"პაუზა მგონი, კარგიც არის, მაყურებელი ჩვენს გამოჩენას მეტი ინტერესით დაელოდება..."
კვირის ყველაზე კითხვადი
დღის ვიდეო
PALITRATV.GE
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინტერნეტკონფერენცია
2016-05-31 08:36:57
ყველა მშობელს აინტერესებს, რა სიმაღლის...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49