ეს ის საქართველოა, სადაც...

ეს ის საქართველოა, სადაც...

შევდივარ "ფეისბუქზე": და მრჩება შთაბეჭდილება, რომ "სხვაგან მოვხვდი". ქვეყანაც ორ, არათანაბარ ნაწილად არის გაყოფილი: საქართველო და suckართველო. ნელნელა სქროლავ პოსტებს და გეღიმება, მერე საკუთარი ღიმილიც გაშინებს… მერე, ხვდები, რომ რამდენიც არ უნდა იჭიკჭიკო, გაზაფხულს მაინც ვერ მოიყვან. ყეფა არც გამოსავალია, რადგან ქარავანს მაინც ვერ შეაჩერებ და არც პრესტიჟული, რაკი უკვე ძირითადად კატები ყეფენ… თუმცა მაინც არ ელოდები დროს, გზის დანახვას ურმის გადაბრუნებამდე ცდილობ, შვილებს დედ-მამის გამონახვამდე ატყობ კოჭებში, ვისი გორის არიან და რაც მთავარია ხვდები…

ხვდები, რომ ეს ის საქართველოა...:

1. სადაც მავანნი ოპერაში ცხოველის ქურქით შემოსილ ქალბატონებს განიხილავენ და გვერდითვე ტყავის საფულე, ჩანთა, ტყავისვე ფეხსაცმელი ულაგიათ, ცოტა ხნის წინ კბილებში ჩარჩენილი ხორციც ნეკა თითზე გაზრდილი ფრჩხილით გამოიჩიჩქნეს და მაინც: გმობენ ბეჭებზე შემოგდებულ "მკვდარ ცხოველებს". ის, რომ ოპერა გაიხსნა, რა მოხდა, რა იყო და როგორ - ფეხებზე გვკიდია. აქვე შეგახსენებთ, ოპერა ბრაუზერიც არის, სადაც შეიძლება ხალათით და ფეხშიშველი შესვლაც, თუმცა მარტივად, დაგუგლეთ, როგორი ჩაცმულობით სტუმრობენ ოპერას სხვა ქვეყნებში, მგონი ორი "ოპერა" აგვერია ერთმანეთში.

2. სადაც გადაშლილი ბიბლიით ხელში, მორალს მოქმედი და ყოფილი მეძავები გიკითხავენ, ათი მცნებიდან პუნქტებსაც არგუმენტად იშველიებენ, იმ პუნქტებს, წინა საღამოს თავად რომ დაარღვიეს, ან ვერ დაარღვიეს მხოლოდ იმიტომ, რომ ფორმაში აღარ არიან და პარტნიორიც ასე მარტივად აღარ იშოვება.

3. სადაც ერის მთავარ პრობლემას გეების ქორწინების დაკანონება წარმოადგენს, სხვა არაფერი გვაწუხებს… "ფეისბუკ-ომისთვის" ყველას გვცალია, ქუჩაში ლოზუნგებით დასადგომადაც მზად ვართ, ხელსაც დავარტყამთ თუ საჭიროა, უფრო სწორად ხელს არა, ბიბლიის ყდას ვურტყამთ თავში! იმ ბიბლიის, რომელიც ალბათ არასდროს გადაგვიშლია, ან უბრალოდ გადაგვიშლია…

4. სადაც სასულიერო პირი რიგშიც პირველია, საცობშიც და მეტიც, გინებით ან სიგნალით აგიკლებს, თუ არ გაატარებ განაგრძეთ კითხვა

გურამ შეროზიას ბლოგი

"სამწუხაროდ, პირველი აცრის შემდეგ გვყავს გარდაცვლილები… მხედველობაში მაქვს კოვიდით გარდაცვალება” - ამირან გამყრელიძე

"დაუყოვნებლივ საყურადღებოა ფასის უფრო მკაცრი რეგულირება..." - რა წერია ჯანმოს ანგარიშში, რომელიც საქართველოში ჯანდაცვის მომსახურებას ეხება?

"საქართველო არ არის ამერიკა, რომ სუპერ კომპიუტერული სისტემები ჰქონდეს, როგორიც ნასა-ს ან პენტაგონს აქვს - გუშინ იყო 500 000 მცდელობა" - ცერცვაძე