7 თებერვალს საქართველოს უმეტეს რაიონში ძლიერი ქარია მოსალოდნელი - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

7 თებერვალს საქართველოს უმეტეს რაიონში ძლიერი ქარია მოსალოდნელი - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

8 თებერვალს აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში თოვლია მოსალოდნელი. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, ხვალ დღის მეორე ნახევარიდან დასავლეთ საქართველოში ამინდი შეიცვლება და იწვიმებს. 7-8 თებერვალს კი საქართველოში დღის ტემპერატურა დაიკლებს და ნალექია მოსალოდნელი. კერძოდ, 7 თებერვალს დასავლეთ საქართველოში წვიმის სახით, ხოლო 8 თებერვალს აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში თოვაა მოსალოდნელი, მთასა და მაღალმთაში იქნება თოვლი.

6 თებერვალს, დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურა დღისით 13-18 გრადუსი იქნება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში დღისით - 15-20 გრადუსი.

თბილისში 6 თებერვალს, დღისით 17 გრადუსი იქნება, 7 თებერვალს – 7 გრადუსი, 8 თებერვალს - 5 გრადუსი დაფიქსირდება.

მომდევნო სამი დღის განმავლობაში ღამით ძლიერი ყინვები მოსალოდნელი არ არის.

7 თებერვალს საქართველოს უმეტეს რაიონში ძლიერი ქარი იქნება -10-15 მეტრი წამში და დროგამოშვებით – 20-25 მეტრი წამში. 7 თებერვალს საქართველოში დღისით საშუალო ტემპერატურა 3-8 გრადუსია მოსალოდნელი, 8 თებერვალს – 1-6 გრადუსი.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია