პროექტ "ახალი ტფილისის" ფარგლებში 45 შენობა-ნაგებობის რესტავრაცია მოხდება

პროექტ "ახალი ტფილისის" ფარგლებში 45 შენობა-ნაგებობის რესტავრაცია მოხდება

პროექტ "ახალი ტფილისის" ფარგლებში 45 შენობა-ნაგებობა სრულად იქნება რესტავრირებული, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, "ახალი ტფილისი" უნიკალური და მნიშვნელოვანია პროექტია იმ თვალსაზრისით, რომ მოხდება ისტორიული უბნის რესტავრაცია.

"მნიშვნელოვანია პროექტის განხორციელება, როგორც ეკონომიკური, ასევე სოციალური თვალსაზრისით. მნიშვნელოვან პროექტთან გვაქვს საქმე, ერთი მხრივ, ეს იმ ადამიანების კეთილდღეობას გააუმჯობესებს, რომლებიც აღნიშნულ უბანში ცხოვრობენ, მეორეც - უძრავი ქონება ფასეულობის შენარჩუნებით იქნება განახლებული. ეკონომიკური თვალსაზრისით საინტერესო და მიმზიდველი იქნება მათთვისაც, ვინც იქ მომავალში ბიზნესს განახორციელებენ. თითოეული თქვენგანისთვის ცნობილია, რომ აღნიშნული ტერიტორია, რომლის რესტავრაცია-რეაბილიტაციაც განხორციელდება ქალაქის ტურისტული მარშრუტის შემადგენელი ნაწილია", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

მისი თქმით, დღეს ახალი თბილისის ახალი ერა იწყება.

"ეს არის რეაბილიტაცია აღმაშენებლის გამზირის, მაჯანიშვილის მოედნიდან ზაალბრუკენის მოედნამდე. აღნიშნული მისამართზე 45 შენობა-ნაგებობა სრულად იქნება რესტავრირებული. იქ სადაც გამაგრებაა საჭირო, გამაგრდება შენობები, მოწესრიგდება ფასადები, მიმდებარე ტერიტორიები გამწვანდება, კეთილმოეწყობა, თუმცა მხოლოდ შენობა-ნაგებობებს არ ეხება აღმაშენებლის გამზირზე დაგეგმილი სამუშაოები. ასევე მოხდება მიწისქვეშა კომუნიკაციების სრულად გამოცვლა, მოეწყობა ტროტუარები, დაიგება გზის საფარი და რაც ყველაზე მთავარია, ეს სივრცეები იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის", - აცხადებს თბილისის მერი.

მისივე თქმით, პროექტი მხოლოდ აღმაშენებლის გამზირს არ მოიცავს, მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაც ამ პროექტის შემადგენელი ნაწილია.

"მოწესრიგდება დედაენის ბაღი, 9 მარტის ბაღი, ამ ბაღებს შორის კავშირი მოხდება სპეციალური გვირაბის და გალერიის მოწყობით. ასევე მოეწყობა დახლები იმ ადამიანებისთვის, რომლებიც იქ დგანან და სხვადასხვა სახის ნივთების რეალიზაციით არიან დაკავებულები. ხიდი და მიმდებარე შენობა ნაგებობი სრულად იქნება აღდგენილი. მართლაც მასშტაბურ და მნიშვნელოვან პროექტთან გვაქვს საქმე. ამ მოსამზადებელ სამუშაოების 200-მდე ადამიანი იყო ჩართული. სამუშაოების პროცესი 800-მდე ადამიანი დასაქმდება", - განაცხადა დავით ნარმანია.

თბილისის მერი მიიჩნევს, რომ პროექტი სრულად წლის ბოლომდე დასრულდება. "ახალი ტფილისი" ჩვენი ქვეყნისთვის გამორჩეული და მნიშვნელოვანი პროექტი იქნება", - აღნიშნა დავით ნარმანიამ.

იხილეთ ფოტოგალერეა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია