ასეთი იქნება განახლებული აღმაშენებლის გამზირი - დედაქალაქში მასშტაბური პროექტი "ახალი ტფილისი" იწყება

ასეთი იქნება განახლებული აღმაშენებლის გამზირი - დედაქალაქში მასშტაბური პროექტი "ახალი ტფილისი" იწყება

"დღეს ახალი თბილისის ახალი ერა იწყება" - ამის შესახებ ქალაქის მერმა დავით ნარმანიამ "ახალი ტფილისის" პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა. პროექტის ფარგლებში 45 შენობა-ნაგებობა სრულად იქნება რესტავრირებული.

"ეს არის რეაბილიტაცია აღმაშენებლის გამზირის, მაჯანიშვილის მოედნიდან ზაარბრუკენის მოედნამდე. იქ სადაც გამაგრებაა საჭირო, გამაგრდება შენობები, მოწესრიგდება ფასადები, მიმდებარე ტერიტორიები გამწვანდება, კეთილმოეწყობა, თუმცა მხოლოდ შენობა-ნაგებობებს არ ეხება აღმაშენებლის გამზირზე დაგეგმილი სამუშაოები. ასევე მოხდება მიწისქვეშა კომუნიკაციების სრულად გამოცვლა, მოეწყობა ტროტუარები, დაიგება გზის საფარი და რაც ყველაზე მთავარია, ეს სივრცეები იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის", - აცხადებს თბილისის მერი.

იხილეთ ვიდეო

დაათვალიერეთ ფოტოგალერე

მისივე თქმით, პროექტი მხოლოდ აღმაშენებლის გამზირს არ მოიცავს, მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაც ამ პროექტის შემადგენელი ნაწილია.

"მოწესრიგდება დედაენის ბაღი, 9 მარტის ბაღი, ამ ბაღებს შორის კავშირი მოხდება სპეციალური გვირაბის და გალერიის მოწყობით. ასევე მოეწყობა დახლები იმ ადამიანებისთვის, რომლებიც იქ დგანან და სხვადასხვა სახის ნივთების რეალიზაციით არიან დაკავებულები. ხიდი და მიმდებარე შენობა ნაგებობი სრულად იქნება აღდგენილი. მართლაც მასშტაბურ და მნიშვნელოვან პროექტთან გვაქვს საქმე. ამ მოსამზადებელ სამუშაოების 200-მდე ადამიანი იყო ჩართული. სამუშაოების პროცესი 800-მდე ადამიანი დასაქმდება", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ამასთან, აღმაშენებლის გამზირის გარკვეული ნაწილი, კერძოდ, ფოსტის ყოფილი შენობიდან ზაარბრიუკენის მოედნამდე შესაძლოა მხოლოდ საფეხმავლო გახდეს. "ეს საბოლოოდ გადაწყდება მას შემდეგ, რაც მარშუტები გადალადგება ალტერნატიულ ქუჩებზე. მშენებლობის პერიოდში გარკვეული შეზღუდვები ტრანსპორტის გადაადგილებაზე იქნება და ესეც გვიჩვენებს თუ რამდენად გადალაგდება ტრანსპორტი სხვა პარალელურ ქუჩებზე. საფეხმავლო ნაწილზე განთავსდება ღია კაფეები", - აღნიშნა ქალაქის მერმა.

აღმაშენებლის რეაბილიტაციას ის სამშენებლო კომპანია განახორციელებს, რომელმაც გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები წინა წლებში განახორციელა. თბილისის მერიის ინფორმაციით, "თბილისის განვითარების ფონდის" მასშტაბურ პროექტზე "ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის" წევრი კომპანიები "ინ-სი" და "დაგი" იმუშავებენ. რეაბილიტაციის დასრულება 2011 წლის ბოლოს იგეგმება.

New Tpilisi – Renovation project launched to transform the capital of Georgia

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია