9 ლელო დაბადების დღეზე - "ბორჯღალოსნების" იდეალური მოდელი

9 ლელო დაბადების დღეზე  - "ბორჯღალოსნების" იდეალური მოდელი

ვისაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნახავს ოვალური ბურთი, ისიც ეცოდინება რა არის რაგბი და ვინ არიან "ბორჯღალოსნები".

დღეს, 6 თებერვალს, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები გერმანიას დაუპირისპირდა. შეხვედრა ავჭალის სტადიონზე გაიმართა. (ვფიქრობ, არ ვიქნები სუბიექტური, თუ ავღნიშნავ, რომ საქართველოს ნაკრები ნამდვილად იმასახურებს, შეხვედრები ნორმალურ სტადიოზე გამართოს, რაც ამ სტადიონს ძალიან აკლდა.)

"ავჭალის" ტრიბუნები გუშემატკივრებით გაივსო. ბევრმა დასწრება ვერ მოახერხა.

რაგბის"კანონებში" ჩაუხედავ ადამიანსაც კი არ დარჩენია შეუმჩნეველი მატჩის პირველი, ყველაზე დაძაბული 15-20 წუთი. "ბორჯალოსნებმა" თითქოს ერთმანეთი დაკარგეს და დაიბნენ. შეცდომებიც დაუშვეს და სწორედ ეს მომენტი გახდა გერმანიის ერთადერთი საიმიჯო ლელოს მიზეზიც.

ტრიბუნაზე გულშემატკივრებს დაძაბულობაც დაეტყოთ, მაგრამ მასპინძლებმა შეცდომის გამოსწორება მალევე მოახერხეს.

პირველი შეტევა გუნდის თვკაცმა შალვა სუთიაშვილმა განახორციელა, მაგრამ თითქმის კარის წინ მისულს გვერდით არავინ ამოუდგა და მეტოქეებმა ბურთი დააგდებინეს. ამის შემდეგ შერკინებაში ქართველმა ლომებმა იმძლავრეს და ბურთის შეგდების უფლება მოიპოვეს. ასე დაიდო ქართველების პირველი ლელო თამაშში. რამდენიმე წუთში ქართველების უპერატესობა აშკარად იგრძნობოდა და ტრიბუნაზე გულშემატკივარიც დამშვიდდა.

დღევანდელი შეხვედრა იმითაც იყო გამორჩეული, რომ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი,  იუბილარი გახლდათ.

ალბათ დღეს, სწორედ იმ წუთებში არაფერი არ იყო იმაზე დიდი საჩუქარი ჰეიგისთვის, ვიდრე 9 ლელო, რომელიც მისმა გუნდმა მას და მთელს საქართველოს აჩუქა.

"ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდები გვყავს და ადრინდელ ნათქვამს კვლავ გავიმეორებ - ჩვენი რაგბის მომავალი საიმედო ხელშია!

ამის გარდა, გუნდის ლიდერებსაც გამოვარჩევ. ზოგადად, იდეალურია მოდელი, როდესაც გუნდში ახალი ტალანტები ასაკიან ლიდერებზე არიან მორგებულნი. ფაქტია, დღეს ამ მოდელმა გაამართლა. ჩვენი მიზანია, დინამიური თამაში პრაქტიკაში ვისწავლოთ." - ასე შეაფასა ნაკრების თამაში მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა.

გუნდის კაპიტანმა, შალვა სითიაშვილმა მატჩის შედეგები შეაფასა: "გერმანიის სისუსტეზე ლაპარაკი არ მსურს, თუმცა ზელანდიის შემდეგ გერმანიასთან მოტივირება ცოტა რთულია. ამიტომ მოხდა, რომ გონს ოდნავ გვიან მოვეგეთ. ვფიქრობ, რომ პორტუგალიასთან უკეთ ვითამაშებთ - დღევანდელი ხარვეზების გამოსწორებაზე აუცილებლად ვიმუშავებთ".

კიდევ ერთხელ გილოცავთ ქართული რაგბის ქომაგებს გამარჯვებას და გისურვებთ, როგორც ჯანდაცვის მინისტრი იტყოდა სიმპატიკური ნერვული სისტემის ჰიპერტონუსის შეტევა კიდევ მრავალი მატჩის დროს გვქონოდეს.

იხილეთ ვიდეო

ნანა ჩხაიძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია