ზიკას ვირუსით გამოწვეული დაავადება - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ

ზიკას ვირუსით გამოწვეული დაავადება - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ

ძირითადი ფაქტები

• დაავადების გამომწვევია ზიკას ვირუსი, რომლის გადამტანიც არის Aedes-ის გვარის კოღო.

• ზიკას ვირუსით დაავადებულ ადამიანებს აღენიშნებათ ცხელება, გამონაყარი (ეკზანთემა) და კონიუნქტივიტი. ეს სიმპტომები 2-7 დღე გრძელდება.

• დღეისათვის სპეციფიკური მკურნალობა და ვაქცინა არ არსებობს.

• პროფილაქტიკის ყველაზე ეფექტური გზაა კოღოების კბენისგან თავის დაცვა.

• ცნობილია, რომ ვირუსი ცირკულირებს აფრიკაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, აზიასა და წყნარი ოკეანის რეგიონში.

შესავალი

ზიკას ვირუსი საკმაოდ ადვილად გავრცელებადია, გადაიტანება კოღოების მიერ. პირველად აღმოჩენილი იქნა მაკაკების რეზუს სახეობაში უგანდაში, 1947 წელს, ტყის ფორმის ყვითელი ცხელების ერთ-ერთი მონიტორინგის დროს. შემდგომ კი - 1952 წელს ვირუსი გამოვლინდა ადამიანებშიც უგანდასა და ტანზანიაში. ზიკას ვირუსით გამოწვეული დაავადების აფეთქებები დაფიქსირდა აფრიკაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, აზიასა და წყნარი ოკეანის რეგიონში.

• გვარი: ფლავინოვირუსები

• გადამტანი: Aedes-ის გვარის კოღო (იკბინება ძირითადად დილით და საღამოს)

• რეზერვუარი: უცნობია

ნიშნები და სიმპტომები

ზიკათი გამოწვეული დაავადების ინკუბაციური პერიოდის (დრო ვირუსთან კონტაქტიდან სიმპტომების გამოვლენამდე) ხანგრძლივობა ზუსტად არ არის ცნობილი, მაგრამ სავარუდოდ - რამდენიმე დღეა. დაავადების სიმპტომები ჰგავს სხვა არბოვირუსებით გამოწვეული ინფექციების სიმპტომებს. ასეთი ინფექციაა, მაგალითად დენგეს ცხელება. მახასიათებელი სიმპტომები კი: მაღალი ტემპერატურა, გამონაყარი, კონიუნქტივიტი, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, საერთო სისუსტე, თავის ტკივილი. ეს სიმპტომები სუსტად არის გამოხატული და გრძელდება 2-7 დღე.

ძლიერი აფეთქებების დროს საფრანგეთში (2013 წელს) და ბრაზილიაში (2015 წელს) ჯანდაცვის ეროვნული ორგანიზაციები იტყობინებოდნენ ზიკას ვირუსით გამოწვეული დაავადების ნევროლოგიური და აუტოიმუნური გართულებების შესახებ. ცოტა ხნის წინ ბრაზილიის ჯანდაცვის ადგილობრივმა ორგანომ გაავრცელა ცნობა დაავადების შემთხვევათა მატების შესახებ ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, როგორც ზოგად პოპულაციაში, ისე ახალშობილებში. ზუსტად ამავე პერიოდში ამ რეგიონში გაიზარდა იმ ახალშობილთა რიცხვი, რომლებიც მიკროენცეფალიით დაიბადნენ. ამიტომ გამოითქვა ეჭვი, რომ ზიკას ვირუსით გამოწვეული დაავადება შესაძლოა კავშირში იყოს ახალშობილთა მიკროცეფალიასთან. ამის მიუხედავად, მიკროენცეფალიასა და ზიკას ვირუსით ინფიცირებას შორის კავშირის დასადგენად დამატებითი კვლევებია საჭირო. გარდა ამისა, შესწავლილი უნდა იქნას სხვა შესაძლო მიზეზებიც.

გარდა ამისა, ზიკას ვირუსით გამოწვეული დაავადების გავრცელების რეგიონებში - საფრანგეთის პოლინეზიასა და ბრაზილიაში, დაავადების აფეთქების შესაბამის პერიოდებში აღინიშნა გიიენ-ბარეს სინდრომის გამოვლენის შემთხვევები. ამ სინდრომის დროს ადამიანის იმუნური სისტემა ვირუსის ზემოქმედების გამო უტევს საკუთარ ნერვულ სისტემას. სინდრომის ძირითადი სიმპტომებია კუნთების სისუსტე და ხელ-ფეხში ჩხვლეტის შეგრძნება. თუ სასუნთქი კუნთებიც დაზიანდა, შესაძლოა მძიმე გართულებებიც განვითარდეს. გიიენ-ბარეს სინდრომი უხშირესად განკურნებით მთავრდება, თუმცა ზოგიერთ შემთხვევებში ადამიანს შეიძლება დარჩეს კუნთების სისუსტე.

რა არის მიკროცეფალია

მიკროცეფალია არის მეტად იშვიათი მდგომარეობა, როცა ახალშობილი პათოლოგიური პატარა თავით იბადება. ამას თან სდევს ტვინის განუვითარებლობაც. მიზეზი შეიძლება იყოს მთელი რიგი ეკოლოგიური და გენეტიკური ფაქტორები: დაუნის სინდრომი, ნარკოტიკების და სხვა ტოქსიკური ნივთიერებების ზემოქმედება, ინფექცია და სხვა.

დაავადების გავრცელება

ზიკას ვირუსი ადამიანს გადაედება, თუკი მას უკბენს Aedes-ის გვარის ვირუისთ დასნებოვნებული კოღო. ძირითადი გადამტანია Aedes aegypti, რომელიც ტროპიკულ რეგიონებშია გავრცელებული. ეს კოღოები არიან აგრეთვე დენგეს ცხელების, ჩიკუნგუნიისა და  ყვითელი ცხელების გადამტანები.

ზიკას ვირუსით გამოწვეული დაავადების აფეთქების შესახებ პირველი ცნობები გავრცელდა 2007 და 2013 წლებში წყნარი ოკეანის რეგიონში, აგრეთვე 2015 წელს ამერიკაში (ბრაზილია, კოლუმბია) და აფრიკაში (კაბო-ვერდე). გარდა ამისა ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის 13 ქვეყანაში დაფიქსირდა ვირუსით ინფიცირების ცალკეული შემთხვევები, რაც ვირუსის სწრაფ გავრცელებაზე მეტყველებს.

დიაგნოსტიკა

ზიკას ვირუსით გამოწვეული დაავადების დიაგნოსტიკა ხდება პჯრ-ს ანუ პსრ-ის (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის) მეთოდით და სისხლიდან ვირუსის გამოყოფის გზით.

პროფილაქტიკა

გადამტანი კოღოებისა და და მათი გამრავლების ადგილების არსებობა ზიკას ვირუსით ინფიცირების მაღალ რისკს ქმნის. დაავადების პროფილაქტიკა გულისხმობს კოღოების რაოდენობის შემცირებას მათი გამრავლების ადგილების მოსპობის გზით და აგრეთვე - ადამიანების კოღოებთან კონტაქტის ალბათობის შემცირებას.

გაითვალისწინეთ:

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია