თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღის რეისები შეჩერდება

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღის რეისები შეჩერდება

1 მარტიდან 27 მარტამდე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღის რეისები არ განხორციელდება.

როგორც "ბიზნესპრესნიუსს" TAV Georgia-ს აეროპორტის საინფორმაციოში განუცხადეს, დღის რეისების შეჩერების მიზეზი აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სარემონტო სამუშაოებია, რის გამოც დღის რეისები ღამით შესრულდება. სარემონტო სამუშაოები რამდენიმე ფაზად ჩატარდება. შესაბამისად, აეროპორტში დღის რეისები აპრილსა და მაისშიც შეჩერდება გარკვეული პერიოდი. თუმცა, ამ ეტაპზე აეროპორტში არ აკონკრეტებენ ახალ განრიგს.

ამასთან ერთად, უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ აღნიშნულ პერიოდში ავიაკომპანიები, რომლებიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენებს ახორციელებენ. არსებული ინფორმაციით, ავიაკომპანიებმა, რომლებიც ინფორმირებული არიან სარემონტო სამუშაოების ჩატარების თაობაზე, თავად უნდა გადაწყვიტონ გადაიტანენ ღამის რეისზე ფრენებს თუ გააუქმებენ.

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია