ინტერნეტკონფერენცია
ვერ მოიძებნა
კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
16:47 / 07-02-2016
როგორ ვიკვებებით? - "საქართველოს მოსახლეობა 10 აუცილებელი კატეგორიიდან მხოლოდ 5-ს იღებს"
"მეტი ადგილობრივი პროდუქცია - მეტი მხარდაჭერა მცირე მეურნეებს", - ეს ფრაზა ბოლო დროს ხშირად გაისმის.  კარგი იქნება, თუ ეს ყველაფრი მხოლოდ ფრაზად არ დარჩება.

ალბათ, საინტერესოა, განიცდის თუ არა მოსახლეობა ჯანსაღი სურსათის მიღების დეფიციტს.

როგორც შევიტყვეთ, რაც უახლოესმა ეროვნულმა კვლევებმა აჩვენა, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის 70% სურსათის უკმარისობას განიცდის და არსებობს შიში, რომ ეს მდგომარეობა შესაძლოა გაუარესდეს. სიტუაციას ისიც ამძიმებს, რომ საქართველოს მოსახლეობა შემოსავლების საშუალოდ 50%-ს სურსათზე ხარჯავს და მცირე შემოსავლების გამო, დიდ ნაწილს, ხელი არ მიუწვდება ადგილობრივ, მრავალფეროვან და საღ პროდუქტზე, შედეგად, ჩვენს ქვეყანაში, განსაკუთრებით კი მის მცირეშემოსავლიან ფენებში, შეინიშნება - ბავშვთა ზრდის შეფერხება, იოდისა და რკინის დეფიციტი.

არასრულფასოვანი კვება აფერხებს ადამიანის ჰარმონიულ განვითარებას, ამცირებს მის შრომისუნარიანობას, რასაც უარყოფით სოციალური და ეკონომიკური შედეგები მოჰყვება ხოლმე.

ოქსფამის საქართველოს წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ სასურსათო უსაფრთხოების გამოწვევების დაძლევის ერთ-ერთი მექანიზმი მცირე მეურნეობის განვითარება და მათი ადგილობრივ ბაზარზე ხელმისაწვდომობის მხარდაჭერაა, რაც თავისთავად, გაზრდის ადგილობრივი დივერსიფიცირებული პროდუქციის წარმოებას.

ისინი 2013 წლიდან ევროკავშირის დაფინანსებით, ახორცილეებენ 4-წლიან პროექტს, - "ეროვნული სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგიის სრულყოფა და მცირე ფერმერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში".

ლევან დადიანი, ოქსფამის წარმომადგენელი:
- საბაზისო ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად ადამიანს 10 ძირითადი კატეგორიის სურსათი სჭირდება, - ეს არის ცხოველური საკვები (ხორცეული, თევზეული), A ვიტამინის შემცველი საკვები (ხილეული) პარკოსნები (მარცვლეული) და ა.შ.

მოსახლეობა სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში გამოიკითხა (კვლევაში ჩართულები იყვნენ კვალიფიცირებული სპეციალისტები), რომელმაც აჩვენა, რომ ადამიანების უმრავლესობა ჯანსაღად არ იკვებება, 10 აუცილებელი კატეგორიიდან მოვიცავთ მხოლოდ 5-ს.

ქალბატონებთან მიმართებაში მდგომარეობა, განსაკუთრებით რეგიონებში, კიდევ უფრო მწვავედაა. იქიდან გამომდინარე, რომ სოფლად შეჭირვებულ ოჯახებში ქალი განაგებს საკვების მოპოვებას, მომზადებასა და განაწილებას, შეზღუდული შესაძლებლობის პირობებში, რომელთაც ხელი არ მიუწვდებათ სრულფასოვან საკვებზე, ქალი ნებაყოფლობით
You must have Flash Player installed in order to see this player.
იკლებს თავის ულუფას აძლევს ბავშვს, ან მამაკაცს.

გამოვლინდა ისიც, რომ იმ 5 კატეგორიის აუცილებელი პროდუქტიდან, რომელიც ისედაც საგანგაშოა, 4-ს მოიხმარენ.

- ეს იმის ბრალია, რომ იმპორტირებული პროდუქტებით ვიკვებებით?
- ესეც და ისიც, რომ მოსახლეობის შემოსავალი ძალიან დაბალია. დეფიციტურ კატეგორიებზე თუ ვისაუბრებთ, რომელი კატეგორია უფრო დეფიციტურია ჩვენი მოსახლეობისთვის, ეს არის რკინის შემცველი - ხორცი, თევზი და ა ვიტამინის შემცველი ხილი. ამ ორ კატეგორიასთან მიმართებაში ძალიან მწვავე მდგომარეობაა და ზუსტად ეს 2 კატეგორიის არმიღება იწვევს მოზარდებში ზრდის შეჩერებას, გარდა ამისა, იწვევს ისეთ არაგადამდებ დაავადებებს, როგორიცაა გულსისხლძარღვთა დაავადებები, ონკოლოგიური დაავადებები და ა.შ.

- ამ შემთხვევაში თქვენი კონკრეტული რეკომენდაციები რა არის?
- ადგილობრივი სურსათის წარმოება უნდა გაიზარდოს და მცირე მეურნეებს მაქსიმალურად მხარი უნდა დაუჭირონ. ქვეყანაში 650.000 მცირე გლეხური მეურნეობაა, რომელიც ბიზნესის რელსებზე ვერ დგას, მათ ძალიან შეზღუდული წვდომა აქვთ ეკონომიკურ აქტივებზე. საჭიროა, მოხდეს ამ მცირე მეურნეთა დახმარება არა ერთჯერადი ხასიათის სოციალური დახმარებების სახით, არამედ გააზრებული, გეგმაზომიერი ინვესტიციებით.

- რანაირად უნდა ჩაერთონ მცირე მეურნეები ადგილობრივ ბაზარზე?
- ქვეყანაში ჯარი, საჯარო დაწესებულებები, სკოლები, ბაღები, რომლებიც სახელმწიფოსგან მარაგდება, ამ ობიექტების მოთხოვნილების დაკმაყოფილება უნდა მოხდეს სწორედ ადგილობრივი მეწარმეებისა და მეურნეობისგან.

ლალი ფაცია
AMBEBI.GE
ტეგები:
14:01 / 08-02-2016
abc-s , თბილისში ვცხოვრობ, სოფლად მიწა ვიყიდე სესხით და ვამუშავებთ მე და მამაჩემი, თუმცა ამაოდ. კიდევ სხვა ბიოგრაფიული ცნობები გაინტერესებს? :) საქართველო არა მარტო თბილისად გადაუქცა, თბილსისი იქით ხალხი თუ ცხოვრობს, არც აინტერესებს ხელისუფლებას.
ABC
13:52 / 08-02-2016
ვერ გავიგე თუ შენი ნიკით ერთი და იგივე ადამიანი წერს, ერთგან გიწერია ვაშლს ვერ ვყიდულობო 2 ლარი ღირსო და მეორეგან ასფალტზე არ გავზრდილვარ მიწას ვამუშავებო :))) ერიჰაა, დროა თბილისში ბინაზე ჩაწერის ინსტიტუტი დაბრუნდეს, თუ არა საქართველო კი არა, თბილისად გადაიქცა ქვეყანა. თურქეთიდან ბოსტნეული, დუბაიდან ხილი, ჩვენი გლეხი ტაქსისტად და შენ დაუკარ :D
abc-s
მსგავსი სიახლეები
"თუ ვინმეს რამე დახმარება შეუძლია, ჩვენთვის ყველაფერი მნიშვნელოვანია"
ვინ უნდა დაგვიცვას შხამიანი საკვებისგან?
წვანე ჩაი მეტაბოლიზმის 4 პროცენტით დაჩქარებას უწყობს ხელს
დიეტოლოგებმა დაასახელეს რამდენიმე პროდუქტი, რომლის ძილის წინ მიღება თქვენს ტანადობას ზიანს არ მიაყენებს
ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Lancet-ი წერს
ყაბაყის ახალგამოწურული წვენი გაცხიმოვნებას ამუხრუჭებს
წარმოგიდგენთ რამდენიმე სასტიკ დიქტატორს და მათ ექსცენტრიულ კულინარიულ გემოვნებას
5 პროდუქტი, რომელიც ცხიმის დაწვაში დაგეხმარებათ
გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმი (გმო) უკვე ათწლეულებია არსებობს
შედეგად ექსპერტებმა შეძლეს გამოევლინათ ყველაზე მავნე პროდუქტები, რომლებიც ბავშვებს არ უნდა აჭამოთ
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
17:44 / 30-08-2016  Image დაწყებითი კლასის 3024 მასწავლებლიდან და მასწავლებლობის მსურველიდან გამოცდაზე ზღვარი 31-მა გადალახა
საგნის გამოცდაზე დაწყებითი კლასის 3941 მასწავლებელი და მასწავლებლობის მსურველი იყო დარეგისტრირებული
13:51 / 30-08-2016  Image მეცნიერებმა ქალებში კიბოს წარმოქმნის მიზეზი აღმოაჩინეს
ყოველი ახალი დასკვნა ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიო მოსახლეობისთვის
13:11 / 30-08-2016  Image დაუსვი კითხვა ტარიელ ხეჩიკაშვილს - სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი "პალიტრანიუსის" ეთერში მოქალაქეებს უპასუხებს
დაუსვი კითხვა ტარიელ ხეჩიკაშვილს - სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი "პალიტრანიუსის" ეთერში მოქალაქეებს უპასუხებს
16:23 / 30-08-2016  Image ერეკლე კოდუას იდილია საყვარელ ქალთან და შვილთან ერთად
აგვისტო კოდუამ ამსტერდამში გაატარა
16:56 / 30-08-2016  Image ქართველი ინტერნეტმომხმარებლების მწვავე კომენტარები და ბოიკოტი Yandex Taxi-ის
ნუ გამოიძახებ, ნუ გაბანძდები!
გამოკითხვა
კვირის ყველაზე კითხვადი
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49