როგორ ვიკვებებით? - "საქართველოს მოსახლეობა 10 აუცილებელი კატეგორიიდან მხოლოდ 5-ს იღებს"

როგორ ვიკვებებით? - "საქართველოს მოსახლეობა 10 აუცილებელი კატეგორიიდან მხოლოდ 5-ს იღებს"

"მეტი ადგილობრივი პროდუქცია - მეტი მხარდაჭერა მცირე მეურნეებს", - ეს ფრაზა ბოლო დროს ხშირად გაისმის.  კარგი იქნება, თუ ეს ყველაფრი მხოლოდ ფრაზად არ დარჩება.

ალბათ, საინტერესოა, განიცდის თუ არა მოსახლეობა ჯანსაღი სურსათის მიღების დეფიციტს.

როგორც შევიტყვეთ, რაც უახლოესმა ეროვნულმა კვლევებმა აჩვენა, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის 70% სურსათის უკმარისობას განიცდის და არსებობს შიში, რომ ეს მდგომარეობა შესაძლოა გაუარესდეს. სიტუაციას ისიც ამძიმებს, რომ საქართველოს მოსახლეობა შემოსავლების საშუალოდ 50%-ს სურსათზე ხარჯავს და მცირე შემოსავლების გამო, დიდ ნაწილს, ხელი არ მიუწვდება ადგილობრივ, მრავალფეროვან და საღ პროდუქტზე, შედეგად, ჩვენს ქვეყანაში, განსაკუთრებით კი მის მცირეშემოსავლიან ფენებში, შეინიშნება - ბავშვთა ზრდის შეფერხება, იოდისა და რკინის დეფიციტი.

არასრულფასოვანი კვება აფერხებს ადამიანის ჰარმონიულ განვითარებას, ამცირებს მის შრომისუნარიანობას, რასაც უარყოფით სოციალური და ეკონომიკური შედეგები მოჰყვება ხოლმე.

ოქსფამის საქართველოს წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ სასურსათო უსაფრთხოების გამოწვევების დაძლევის ერთ-ერთი მექანიზმი მცირე მეურნეობის განვითარება და მათი ადგილობრივ ბაზარზე ხელმისაწვდომობის მხარდაჭერაა, რაც თავისთავად, გაზრდის ადგილობრივი დივერსიფიცირებული პროდუქციის წარმოებას.

ისინი 2013 წლიდან ევროკავშირის დაფინანსებით, ახორცილეებენ 4-წლიან პროექტს, - "ეროვნული სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგიის სრულყოფა და მცირე ფერმერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში".

ლევან დადიანი, ოქსფამის წარმომადგენელი:

- საბაზისო ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად ადამიანს 10 ძირითადი კატეგორიის სურსათი სჭირდება, - ეს არის ცხოველური საკვები (ხორცეული, თევზეული), A ვიტამინის შემცველი საკვები (ხილეული) პარკოსნები (მარცვლეული) და ა.შ.

მოსახლეობა სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში გამოიკითხა (კვლევაში ჩართულები იყვნენ კვალიფიცირებული სპეციალისტები), რომელმაც აჩვენა, რომ ადამიანების უმრავლესობა ჯანსაღად არ იკვებება, 10 აუცილებელი კატეგორიიდან მოვიცავთ მხოლოდ 5-ს.

ქალბატონებთან მიმართებაში მდგომარეობა, განსაკუთრებით რეგიონებში, კიდევ უფრო მწვავედაა. იქიდან გამომდინარე, რომ სოფლად შეჭირვებულ ოჯახებში ქალი განაგებს საკვების მოპოვებას, მომზადებასა და განაწილებას, შეზღუდული შესაძლებლობის პირობებში, რომელთაც ხელი არ მიუწვდებათ სრულფასოვან საკვებზე, ქალი ნებაყოფლობით იკლებს თავის ულუფას აძლევს ბავშვს, ან მამაკაცს.

გამოვლინდა ისიც, რომ იმ 5 კატეგორიის აუცილებელი პროდუქტიდან, რომელიც ისედაც საგანგაშოა, 4-ს მოიხმარენ.

- ეს იმის ბრალია, რომ იმპორტირებული პროდუქტებით ვიკვებებით?

- ესეც და ისიც, რომ მოსახლეობის შემოსავალი ძალიან დაბალია. დეფიციტურ კატეგორიებზე თუ ვისაუბრებთ, რომელი კატეგორია უფრო დეფიციტურია ჩვენი მოსახლეობისთვის, ეს არის რკინის შემცველი - ხორცი, თევზი და ა ვიტამინის შემცველი ხილი. ამ ორ კატეგორიასთან მიმართებაში ძალიან მწვავე მდგომარეობაა და ზუსტად ეს 2 კატეგორიის არმიღება იწვევს მოზარდებში ზრდის შეჩერებას, გარდა ამისა, იწვევს ისეთ არაგადამდებ დაავადებებს, როგორიცაა გულსისხლძარღვთა დაავადებები, ონკოლოგიური დაავადებები და ა.შ.

- ამ შემთხვევაში თქვენი კონკრეტული რეკომენდაციები რა არის?

- ადგილობრივი სურსათის წარმოება უნდა გაიზარდოს და მცირე მეურნეებს მაქსიმალურად მხარი უნდა დაუჭირონ. ქვეყანაში 650.000 მცირე გლეხური მეურნეობაა, რომელიც ბიზნესის რელსებზე ვერ დგას, მათ ძალიან შეზღუდული წვდომა აქვთ ეკონომიკურ აქტივებზე. საჭიროა, მოხდეს ამ მცირე მეურნეთა დახმარება არა ერთჯერადი ხასიათის სოციალური დახმარებების სახით, არამედ გააზრებული, გეგმაზომიერი ინვესტიციებით.

- რანაირად უნდა ჩაერთონ მცირე მეურნეები ადგილობრივ ბაზარზე?

- ქვეყანაში ჯარი, საჯარო დაწესებულებები, სკოლები, ბაღები, რომლებიც სახელმწიფოსგან მარაგდება, ამ ობიექტების მოთხოვნილების დაკმაყოფილება უნდა მოხდეს სწორედ ადგილობრივი მეწარმეებისა და მეურნეობისგან.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია