ივე­რი­ის ღვთის­მ­შობ­ლი, ოპი­ზის ოთხ­თა­ვი, თორნიკე ერისთავის აბჯარი - უნიკალური კადრები ათონის მთიდან

ივე­რი­ის ღვთის­მ­შობ­ლი, ოპი­ზის ოთხ­თა­ვი, თორნიკე ერისთავის აბჯარი - უნიკალური კადრები ათონის მთიდან

ჟურ­ნა­ლის­ტი დავით ახვლედიანი ძა­ლი­ან ბევრს მოგ­ზა­უ­რობს და ყვე­ლა­ფერს ფო­ტო­ვი­დე­ო­ო­ბი­ექ­ტი­ვით აფიქ­სი­რებს. მი­სი მოგ­ზა­უ­რო­ბის ტრა­ექ­ტო­რი­ი­დან ქარ­თ­ვე­ლე­ბის­თ­ვის სა­ნუკ­ვარ-სა­ოც­ნე­ბო ად­გი­ლი შე­ვარ­ჩიე - ათო­ნის მთა და ათო­ნის ივერ­თა მო­ნას­ტე­რი. რო­გორ გა­იც­ნო და­ვით­მა მსოფ­ლიო პატ­რი­არ­ქის პრეს­მ­დი­ვა­ნი, რო­გორ მოხ­ვ­და ივე­რონ­ში და რო­გორ მო­ა­ხერ­ხა უნი­კა­ლუ­რი კად­რე­ბის გა­და­ღე­ბა, მი­სი მო­ნათხ­რო­ბით შე­ვიტყობთ:

დავით ახვლედიანი ათონის მთის წვერზე

- მსოფ­ლიო პატ­რი­არ­ქის პრეს­მ­დი­ვა­ნი კუ­რი­ო­ზუ­ლად გა­ვი­ცა­ნი: მე­უღ­ლეს­თან ერ­თად სტამ­ბოლ­ში, ძველ კონ­ს­ტან­ტი­ნო­პოლ­ში სე­ირ­ნო­ბი­სას კონ­ს­ტან­ტი­ნო­პო­ლის სა­პატ­რი­არ­ქოს მი­ვა­დე­ქი. თან პა­ტა­რა სა­მოყ­ვა­რუ­ლო კა­მე­რა მქონ­და და მარ­თა­ლია, ელე­მენ­ტი თით­ქ­მის ჯდე­ბო­და, გა­დავ­წყ­ვი­ტე, ვინ­მე ჩა­მე­წე­რა (იმ­ხა­ნად აფხა­ზე­თის ეპარ­ქი­ის სა­კითხი მწვა­ვედ იდ­გა და ამ საქ­მე­ში მსოფ­ლიო სა­პატ­რი­არ­ქოც ჩარ­თუ­ლი იყო). მირ­ჩი­ეს, მსოფ­ლი­ოს პატ­რი­არ­ქის პრეს­სამ­სა­ხუ­რის ხელ­მ­ძღ­ვა­ნელს, პრო­ტოპ­რეს­ვი­ტერ დო­სი­თე­ოსს დავ­კავ­ში­რე­ბო­დი. ჰო­ლი­დან­ვე და­ვუ­რე­კე და, მარ­თა­ლია, თა­ვად ოთხ ენა­ზე ლა­პა­რა­კობ­და, სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ენებ­ში ვერ "და­ვემ­თხ­ვი­ეთ" - მე ის ენე­ბი არ ვი­ცო­დი, მან - რუ­სუ­ლი და ინ­გ­ლი­სუ­რი ანუ რაც მე ვი­ცო­დი. აქ კი ჩე­მი მე­უღ­ლის "გერ­მა­ნის­ტო­ბა" გა­მო­მად­გა, რო­მელ­მაც თარ­ჯიმ­ნო­ბა გა­მი­წია. ორი სა­ა­თის შემ­დეგ დაგ­ვი­ბა­რა, ჩა­მოგ­ვა­კითხა და რომ მე­გო­ნა, ეზო­ში­ვე ჩავ­წერ­დი, მი­სი ყოვ­ლა­დუწ­მინ­დე­სო­ბის, მსოფ­ლიო პატ­რი­არ­ქის, ბარ­თ­ლო­მე I-ის კა­პი­ნეტ­ში შეგ­ვიძღ­ვა. ის ინ­ტერ­ვიუ შემ­დეგ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ერთ-ერ­თი ტე­ლე­ვი­ზი­ით გა­და­ი­ცა, მე და მა­მა დო­სი­თე­ო­სი კი დღემ­დე ვმე­გობ­რობთ. ათო­ნის მთი­დან სა­აღ­დ­გო­მო რე­პორ­ტა­ჟის მომ­ზა­დე­ბა რომ გა­დავ­წყ­ვი­ტე, და­სახ­მა­რებ­ლად მივ­მარ­თე და ივერ­თა მო­ნას­ტ­რის გა­და­სა­ღე­ბად შუ­ამ­დ­გომ­ლო­ბაც ვთხო­ვე. პა­რა­ლე­ლუ­რად, უწ­მინ­დე­სი­სა და უნე­ტა­რე­სის, ილია II-ის ლოც­ვა-კურ­თხე­ვით ჩვენ­მა სა­პატ­რი­არ­ქო­მაც გა­მა­ტა­ნა შუ­ამ­დ­გომ­ლო­ბის წე­რი­ლი.

....

მოკ­ლედ, ყვე­ლა­ნა­ი­რი ნე­ბარ­თ­ვა ავი­ღე და ოპე­რა­ტორ­თან ერ­თად 4 დღით ათო­ნის მთა­ზე გა­ვემ­გ­ზავ­რე.

ათო­ნის 20 მო­ნას­ტ­რი­დან იერარ­ქი­უ­ლად პირ­ვე­ლი - ათა­ნა­სე დი­დის მი­ერ და­არ­სე­ბუ­ლი დი­დი ლავ­რაა; მე­ო­რე - ვა­თო­პე­დის მო­ნას­ტე­რი, სა­დაც ამ­ჟა­მად 3 ქარ­თ­ვე­ლი ბე­რი მსა­ხუ­რობს; მე­სა­მე - ივერ­თა მო­ნას­ტე­რი; მე­ოთხე - სერ­ბუ­ლი და ა.შ.

გაგრძელება+ფოტოები

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია