მაკა ასათიანი - გაჩეჩილაძე ჩემი ოჯახის წევრია

მაკა ასათიანი - გაჩეჩილაძე ჩემი ოჯახის წევრია

გაჩეჩილაძე ჩემი ოჯახის წევრია, - ამის შესახებ ტელეკომპანია "მაესტროს" ერთ-ერთმა მეწილემ მაკა ასათიანმა ჟურნალისტებს აეროპორტში განუცხადა. ასათიანი თბილისში წუხელ ჩამოფრინდა.

მას მედიასთან კონკრეტულად არ უსაუბრია. მისი თქმით, განცხადებას ადვოკატთან კონსულტაციის შემდეგ გააკეთებს.

როგორც მაკა ასათიანმა აღნიშნა, ის დღეს დილიდან "მაესტროს" თანამშრომლებთან შეხვედრებს გამართავს.

ნახეთ ვიდეო| მაკა ასათიანი ჩამოფრინდა - აეროპორტში გაკეთებული პირველი კომენტარი "მაესტროზე"

"ამ წუთას, ალბათ, შეფასებას ვერ გავაკეთებ. ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა, ალბათ, ის არის, რომ შეცდომებს უშვებს ყველა - ადამიანებიც, პოლიტიკოსებიც, მთავრობაც. მთავარია, რომ ეს შეცდომა დავინახოთ, ვაღიაროთ და გამოვასწოროთ", - განაცხადა ასათიანმა.

კითხვაზე, შეხვდება თუ არა გაჩეჩილაძეს, მაკა ასათიანმა აღნიშნა, რომ გაჩაჩილაძე მისი ოჯახის წევრია.

"როგორ არ ვაპირებ შეხვედრას. ის არის ჩემი ოჯახის წევრი", - განაცხადა ასათიანმა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია