საქართველოს უმეტეს რაიონებში თოვს - როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

საქართველოს უმეტეს რაიონებში თოვს - როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

საქართველოს უმეტეს რაიონში თოვს. როგორც AMBEBI.GE-ს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზირების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, თოვლის სახით გამოხატული ნალექი აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან, მათ შორის თბილისში დღის მეორე ნახევარში შეწყდება.

მისივე განმარტებით, დასავლეთ საქართველოში ხვალიდან გამოიდარებს, აღმოსავლეთ საქართველოში კი ცივი ამინდი შენარჩუნდება:

"დასავლეთ საქართველოში ხვალიდან უნალექო ამინდი იქნება - 9, 10 და 11 თებერვალს ტემპერატურა უკვე მოიმატებს. ხვალ 13 გრადუსამდე, 10 და 11 თებერვალს კი - 15 ,16 გრადუსამდე. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, შენარჩუნებული იქნება ცივი ამინდი - ხვალ და ზეგ დღის ტემპერატურა +1, +6-ის ფარგლებშია მოსალოდნელი. ზოგგან ნავარაუდევია თოვაც", - აღნიშნა სვეტლანა ნიორაძე.

სინოპტიკოსების პროგნოზით, შემდეგი დღეების განმავლობაში ღამით ყინვებია მოსალოდნელი, მათ შორის დედაქალაქში ამაღამ 0-დან -1 გრადუსამდე ყინვა იქნება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია