უიმედოდ დარჩენილი "ოცნების ქალაქის" მოსახლეობა

უიმედოდ დარჩენილი "ოცნების ქალაქის" მოსახლეობა

ბათუმის მიმდებარედ თვითნებური დასახლება "ოცნების ქალაქი" 2 400-მდე უკანონო ნაგებობას ითვლის. სახელმწიფოს ბალანსზე არსებულ ტერიტორიაზე ხის ფიცრულები და ძველი ვაგონები 2012 წლის ოქტომბრიდან გაჩნდა. აქ მცხოვრებლები ამბობენ, რომ მთავრობის შეცვლით "დრო იხელთეს" და მიწები სამომავლოდ დაკანონების იმედით დაიკავეს:

"შამპანურებს ხსნიდნენ და თანამდებობებს ინაწილებდნენ. ჩვენთვის არავის ეცალა, გვიჭირდა თუ გვილხინდა, სახელმწიფო მიწებს დავეპატრონეთ თუ ჩვენი იყო ეს ტერიტორია, თვეების განმავლობაში არავინ დაინტერესებულა. შევარდნაძის დროს "ჭაობის" დასახლებაში შეჭრილებს მიწები სააკაშვილმა არჩევნებზე მხარდაჭერის სანაცვლოდ დაურეგისტრირა. წელს საარჩევნო წელია და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხმების მოსაპოვებლად ეს მთავრობაც რამეს მოიფიქრებს", - აცხადებს "ოცნების ქალაქში" მცხოვრები ნარგიზ ბერიძე.

როგორ გაჩნდა და როგორია "ოცნების ქალაქი"?

უკანონო დასახლების სახელი "ოცნების ქალაქი" მმართველი პოლიტიკური ძალის "ქართული ოცნების" სახელწოდებიდან მოდის. "ოცნების მთავრობა" გვყავს და ჩვენც "ოცნების ქალაქი" უნდა ავაშენოთო, - ამბობდა ამ "ქალაქის" მოსახლეობა სამი წლის წინ მიწების დანაწილების დროს.

თვითნებური დასახლება, ხელვაჩაურის ტერიტორიაზე არსებული ყოფილი რუსული სამხედრო ბაზების 53-ე და 25-ე ბატალიონების და "ოპიზრების" მიწებზე გაჩნდა. თავდაპირველად, 100-მდე ოჯახი ერთ გუნდად შეიკრა და ამ ტერიტორიაზე დასახლდა. მათ წაქეზებაში ზოგი "ნაციონალურ მოძრაობას" ადანაშაულებს, ზოგი კი ბათუმის მაჟორიტარ მურმან დუმბაძეს. თვითნებურად დასახლებულებმა ქოხების მშენებლობა წამოიწყეს, ზოგმა კი ძველი ვაგონები ჩადგა. მალე ფიცრულების რაოდენობა 300-მდე გაიზარდა. ღამე აშენებდნენ, დილაობით კი ქოხები როგორც "ნაწვიმარზე ამოსული სოკოები" ისე ჩნდებოდა.

იხილეთ გალერეა

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია