ბაია გადაბაძე - ირაკლი რუხაძე "მაესტროს" ხელში ჩასაგდებად კოტე გოგელიას ჯერ კიდევ 2015 წლის მაისში დაუკავშირდა

ბაია გადაბაძე - ირაკლი რუხაძე "მაესტროს" ხელში ჩასაგდებად კოტე გოგელიას ჯერ კიდევ 2015 წლის მაისში დაუკავშირდა

"იმედის" ფაქტობრივი მმართველი ირაკლი რუხაძე "მაესტროს" ხელში ჩასაგდებად კოტე გოგელიას ჯერ კიდევ 2015 წლის მაისში დაუკავშირდა, - ამის შესახებ "მაესტროს" დირექტორმა ბაია გადაბაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მან წარმოადგინა დოკუმენტაცია, კერძოდ, კოტე გოგელიასთან მიმოწერა, რომლის მიხედვითაც ბაია გადაბაძის თქმით, რუხაძეს 7 მილიონ ნახევარ დოლარად სურდა "მაესტროს" შინაარსის, მათ შორის ლიცენზიებისა და სიხშირეების მოპოვება.

"რუხაძემ კოტე გოგელიას 2015 წლის 29 მაისს მისწერა. რუხაძე სთავაზობდა მაკა ასათიანს გარიგებას და იხდიდა 7 მილიონნახევარ დოლარს. კერძოდ, მას აინტერესებდა არა კომპანიის წილები, არამედ ბრენდი "მაესტრო", ასევე ლიცენზიები და სიხშირეები. იგი ამ თანხას იხდიდა შინაარსში და არა მატერიალურ ღირებულებებში", - განაცხადა ბაია გადაბაძემ.

მისი თქმით, ეს გარიგება არ შედგა, თუმცა ამ ხნის განმავლობაში არაერთი შეთავაზება იყო. მაკა ასათიანმა კი ბაია გადაბაძის განმარტებით, გარიგებაში მონაწილეობა არ მიიღო, რადგან ითვალისწინებდა პარტნიორების ინტერესებს.

იხილეთ ვიდეო

"ეს გარიგება არ შედგა. თუკი მაკა ასათიანი გაასხვისებდა აქტივებს, ის "გადააგდებდა" დანარჩენ პარტნიორებს. ამ დროის განმავლობაში უცვლელად იყო შეთავაზება, თუმცა მაკა ასათიანმა რომ არ დათმო, ირაკლი რუხაძემ გამოიყენა გიორგი გაჩეჩილაძის 35%-იანი წილი", - განაცხადა ბაია გადაბაძემ.

მისი თქმით, 2016 წლის 15 იანვარს კი "მაესტროს" უკვე ყოფილმა პარტნიორებმა ლევან ჩიკვაიძემ და გიორგი ებრალიძემ წერილი გაუგზავნეს დანარჩენ პარტნიორებს, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ ისინი აპირებდნენ საკუთარი წილების მესამე პირზე გაყიდვას და პარტნიორებს სთავაზობდნენ, რომ მათი წილები ორნახევარ მილიონად სამ დღეში ეყიდათ, წინააღმდეგ შემთხვევაში , ისინი აპირებდნენ გასხვისებას მესამე პირზე. რეალურად კი როგორც ბაია გადაბაძე აღნიშნავს, მათი განზრახვა იყო, რომ წილები გაჩეჩილაძეს შეესყიდა, რომლის შედეგადაც რუხაძე იქნებოდა რეალურად თანხის გადამხდელი.

ბაია გადაბაძის განმარტებით, სწორედ აღნიშნული ჩარევების გამო დაეკარგა მაკა ასათიანს მოტივაცია და იგი გადავიდა ნაწილობრივ დაფინანსებაზე, რის შემდეგაც გადაბაძე აღნიშნავს, რომ იძულებული იყო სასამართლოსთვის გაკოტრების შესახებ მიემართა.

როგორც "მაესტროს" დირექტორი აცხადებს, შეთავაზება ებრალიძისა და ჩიკვაიძის მხრიდან გაკეთდა იმ დღეს, როდესაც "მაესტროსა" და "იმედს" შორის სარეკლამო დროზე გაფორმდა ხელშეკრულება.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია