"ნარკოტიკთან შეხება ბევრჯერ მქონია..." - გიორგი მეგრელიშვილი ცხოვრების სტილზე

"ნარკოტიკთან შეხება ბევრჯერ მქონია..." - გიორგი მეგრელიშვილი ცხოვრების სტილზე

რეჟისორი და მსახიობი, გიორგი მეგრელიშვილი ფიზიკურ დატვირთვას დღეში რამდენიმე საათს უთმობს და ცდილობს, კვების ჯანსაღი რეჟიმიც დაიცვას. ფიქრობს, რომ ვარჯიში არა მხოლოდ სხეულს, არამედ სულს, ფსიქიკას აჯანსაღებს, ეს კი ადამიანს საშუალებას აძლევს, არსებულ სოციალურ პრობლემებსა და ურთიერთობებს სხვაგვარად, უფრო დინჯად, მშვიდად და გონივრულად გაუმკლავდეს. რა ანიჭებს მოტივაციას, რომ დღეში ექვსი კილომეტრის გარბენა და დამატებით კიდევ ვარჯიში შეძლოს? - მსახიობი სიამოვნებით საუბრობს მისთვის საინტერესო და საყვარელ თემაზე.

- გიორგი, როდის დაიწყე რეგულარული ვარჯიში და თუ უკავშირდებოდა ეს რაიმე კონკრეტულ მოვლენას?

- ვარჯიშით ჩემი დაინტერესება სიგარეტისთვის თავის დანებებას უკავშირდება. იმდენს ვეწეოდი, სისხლძარღვების პრობლემა გამიჩნდა. თუმცა, ნებისყოფა მეყო და აგერ უკვე ცხრა წელია, აღარ მომიწევია. თავიდან ვარჯიში არასერიოზულად დავიწყე, თანდათან კი ეს ჩემი ყოველდღიურობის აუცილებელი ნაწილი გახდა. დღეს უკვე დღეში ექვს კილომეტრს გავრბივარ, ვვარჯიშობ.

- ვარჯიშს დღეში რამდენ საათს უთმობ?

- საერთოდ, დიდი ფუფუნებაა, თუკი ამისთვის დრო და საშუალება გაქვს. ისიცაა, რომ თუ მოტივაცია არსებობს, დროს ყოველთვის გამოძებნი. დღეში ორ საათს ვვარჯიშობ. საერთოდ, ფიზიკური დატვირთვა საღამოს ჯობს, მაგრამ მე ვერ ვახერხებ. ამიტომ, დილით მიხდება ამისთვის დროის გამოყოფა. სპეციალური პროგრამების მიხედვით ვიტვირთები, რომელთაც პერიოდულად ვცვლი ხოლმე. ბევრ ადამიანს ვიცნობ, ვინც ამ საკითხში კარგად ერკვევა. თუმცა, ახლა უკვე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ "თემას" მეც ამომწურავად ვფლობ.

- რა შეიცვალა შენს ყოველდღიურ ცხოვრებაში მას შემდეგ, რაც რეგულარული ვარჯიში დაიწყე?

- შეიძლება, დაუჯერებლადაც ჟღერს, მაგრამ ურთიერთობებში უფრო გახსნილი და გულღია გავხდი. მოვლენებს ბევრად უფრო ჯანსაღად აღვიქვამ და ვაფასებ. როგორც ჩანს, არსებობს კავშირი - როცა თავს ჯანსაღად გრძნობ, ეს აზროვნების გაჯანსაღებაზეც მოქმედებს... თავს ძალიან ცუდად ვგრძნობ, როცა ამა თუ იმ მიზეზით ვარჯიშს ვერ ვახერხებ. ვარჯიშები მობილურშიც მიწერია და თუ დარბაზში წასვლას ვერ ვახერხებ, ოთახში ვვარჯიშობ ხოლმე.

- ვარჯიშის ეფექტიანობისთვის კვების რეჟიმსაც აკონტროლებ? ცნობილია, რომ კუნთის ჩამოყალიბებას სპეციფიკური კვებითი ხელშეწყობა სჭირდება.

- ვარჯიში და ჯანსაღი ცხოვრების წესი სწორედ ამიტომაა "ძვირი სიამოვნება". იმის მიხედვით, თუ რა დატვირთვით ვვარჯიშობ, სპეციალური დღის რაციონი მაქვს. ძალიან რთულია, რადგან ეს არ ხდება ერთი და ორი დღით, არამედ - მუდმივად.

- ალბათ, სწრაფი კვების პროდუქტებს თავს არიდებ, არა?

- მაქსიმალურად. შესაძლოა, რამდენიმე თვეში ერთხელ მომიხდეს ასეთი პროდუქტის გასინჯვა.

- ჯანსაღი ცხოვრების წესს შვილსაც უკონტროლებ? ... განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია