ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დღეს იწყება

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დღეს იწყება

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დღეს დაიწყება. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა განაცხადა, 2016 წელს რეგისტრაციის პროცედურაში მნიშვნელოვანი სიახლეა, კერძოდ, რეგისტრაცია წელს სამ ეტაპად ჩატარდება.

მისივე განმარტებით, რეგისტრაციის ძირითადი ეტაპი 9 თებერვალს, 10:00 საათზე დაიწყება და 15 მარტს, 18:00 საათამდე გაგრძელება, მის ფარგლებში კი აბიტურენტებს პირადი მონაცემების შეტანა, საგამოცდო ქალაქის არჩევა და ჩასაბარებელი საგნების მითითება შეეძლებათ.

"შემდგომ ეტაპზე აბიტურიენტი ვეღარ შეცვლის საგამოცდო ქალაქს, თუმცა 1-ელ ივნისამდე შეეძლება მითითებული არჩევითი საგნის შეცვლა. ამ პერიოდის განმავლობაში შესაძლებელი იქნება ენის შეცვლაც. ამ ეტაპის დასრულების შემდეგ, საგანთა ჩამომათვალში ცვლილება ვეღარ განხორციელდება", - განაცხადა მაია მიმინოშვილმა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, საგანმანათლებლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლებლების არჩევა, თუ შეცვლა აბიტურიენტებს სააპელაციო განაცხადების მიღების დასრულებამდე შეეძლებათ.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია