ბორჯომში ე.წ. სილამაზის ხიდი გაიხსნა

ბორჯომში ე.წ. სილამაზის ხიდი გაიხსნა

ბორჯომში ე.წ. სილამაზის ხიდზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია. როგორც "ინტერპრესნიუსს" ბორჯომის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ხიდი ავტოტრანსპორტისა და ქვეითად მოსიარულეთათვის დღეს გაიხსნა. ხიდზე მთლიანად შეიცვალა როგორც სამანქანო, ასევე საფეხმავლო ნაწილი, ჩატარდა სამღებრო სამუშაოები.

ჩატარებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე ანზორ სვანიძე, არქიტექტურისა და მშენებლობაზე ზედამხედველობის განყოფილების უფროსი ზურაბ ქიტიაშვილი და მუნიციპალიტეტის თანამშრომლები.

ანზორ სვანიძის განცხადებით, ხიდზე სამუშაოების დასრულება გაცილებით ადრე უნდა მომხდარიყო, თუმცა მუშაობის პროცესში გამოვლენილმა ხარვეზებმა და თანდართულმა უამინდობამ რეაბილიტაციის პროცესი გაახანგრძლივა.

მისივე განმარტებით, "სილამაზის ხიდზე" მეორე პროექტის განხორციელებაც იგეგმება, რომელიც განათებების მონტაჟს ითვალისწინებს. რეაბილიტაციისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 113 785 ლარი გამოიყო და ის შპს "პრემმა" შეასრულა.

"ე.წ. სილამაზის ხიდი ბორჯომის ერთ-ერთ ღირშესანიშნაობას წარმოადგენს.

მისი უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ ის დაკიდული ხიდების კატეგორიას ეკუთვნის. ყოველდღიურად ხიდის დინამიური რყევები აზიანებდა სავალ ნაწილს, რის გამოც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ მისი შეკეთება ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენდა. ხიდზე სამუშაოები ბოლო რამდენიმე წელია არ განხორციელებულა", - აცხადებენ მუნიციპალიტეტში.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია