კოტე გოგელია გია გაჩეჩილაძეს რამდენიმე ათეულ მილიონს სთხოვს?! - ანუ არიან ცოლის ნათესავები ნათესავები?!

კოტე გოგელია გია გაჩეჩილაძეს რამდენიმე ათეულ მილიონს სთხოვს?! - ანუ არიან ცოლის ნათესავები ნათესავები?!

8 თებერვალს, გამთენიისას, საქართველოში დაბრუნდა ტელეკომპანია "მაესტროს" ერთ-ერთი მეწილე მაკა ასათიანი, რომელიც მოკლე კომენტარით შემოიფარგლა: "ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა, ალბათ, ის არის, რომ შეცდომებს უშვებს ყველა - ადამიანებიც, პოლიტიკოსებიც, მთავრობაც. მთავარია, რომ ეს შეცდომა დავინახოთ, ვაღიაროთ და გამოვასწოროთ", - განაცხადა ასათიანმა. კითხვას, შეხვდება თუ არა გაჩეჩილაძეს, მაკა ასათიანმა უპასუხა: "როგორ არ ვაპირებ შეხვედრას. ის ჩემი ოჯახის წევრია".

ლევან გაჩეჩილაძე, რომელიც "მაესტროს" გენერალურ დირექტორად დარეგისტრირებისთვის რეესტრს დღეს მიმართავს, მართლაც ასათიანის ახლობელია, მისი მეუღლე ნინო მიქელაძე და მაკა ასათიანი დეიდაშვილები არიან და კვლავაც აქტუალური რჩება ექსპრემიერ ღარიბაშვილის დანატოვარი კითხვა-ხუმრობა: - არიან კი ცოლის ნათესავები ნათესავები?!

ხუმრობა იქით იყოს და ტელეკომპანიის მდგომარეობა, რომელმაც წლების გამავლობაში ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნდობა მოიპოვა, საკმაოდ რთულია, ის გახლეჩვის საფრთხის წინაშეა... როგორც კომპანიის ექსგენდირექტორი ბაია გაბადაძე აცხადებს, ტელევიზიას 54 მილიონიანი ვალი აქვს. არადა, "მაესტროს" შემოსავლებმა მატება ბოლო საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, 2012 წლის აპრილში დაიწყო. 2013-2014 წლებში კომპანიის შემოსავლები სტაბილურად მატულობდა, 2015 წლის თებერვლიდან კი შემოსავლების კლება კატასტროფული გამოდგა და 2014 წელთან შედარებით თითქმის ორჯერ შემცირდა.

...საკმაოდ მძიმე სამაუწყებლო ისტორიის შემდეგ, ახლა ტელევიზია იმას არკვევს, ვის ეკუთვნის ლოგო და შენობა ტექნიკითურთ, სადაც "მაესტროა" განთავსებული.

კულუარებში აქტიურად ლაპარაკობენ, რომ კოტე გოგელია, რომელიც საკუთარ ინტერესებს "მაესტროში" არც არასდროს მალავდა, გია გაჩეჩილაძეს რამდენიმე ათეულ მილიონს სთხოვს, ანუ ახლა ტელევიზიაში დავა სწორედ თანხის გადანაწილებაზე მიმდინარეობს განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია