ვალუტის კურსის ცვლილებამ, ფულადი გზავნილების შემცირებამ და სხვა ფაქტორებმა, რომლებიც უძრავი ქონების ბაზართან უშუალო კავშირშია, აღნიშნული ბაზრის მოთამაშეები არასახარბიელო მდგომარეობაში ჩააყენა. ჩვენ დავინტერესდით, რა პრობლემებია დღეს, საქართველოში უძრავი ქონების ბაზარზე და როდის არის ხელსაყრელი უძრავ ქონებაში ფულის დაბანდება.
ეკონომისტ აკაკი ცომაიას თქმით, როდესაც ეკონომიკური ზრდის ტემპი ძალიან დაბალია და ეროვნული ვალუტის გაუფასურების მაჩვენებელი მაღალია, ეს პირველ რიგში უძრავ ქონებაზე აისახება.
"უძრავი ქონება ყოველთვის ძალიან მგრძნობიარეა ამ საკითხებთან დაკავშირებით, შესაბამისად, ასეთ დროს უძრავ ქონებაზე ფასები გაცილებით სწრაფად ეცემა, ვიდრე რაიმე სხვა საქონელსა და მომსახურებაზე, ამიტომ უძრავი ქონება ყოველთვის ე.წ. ტესტს წარმოადგენს ხოლმე, თუ რა ხდება ეკონომიკაში", - აღნიშნავს აკაკი ცომაია და ამ მიმართულებით ფულის დაბანდების მსურველებს რჩევას აძლევს:
"თუ ამის დიდი აუცილებლობა არ არის, დღეს ნამდვილად არ არის სასურველი უძრავ ქონებაში მოხდეს კაპიტალის დაბანდება" იხილეთ გაგრძელება