ავთანდილ ჭრიკიშვილი ძიუდოისტთა მსოფლიო რეიტინგში პირველ ადგილზეა

ავთანდილ ჭრიკიშვილი ძიუდოისტთა მსოფლიო რეიტინგში პირველ ადგილზეა

ქართველი ძიუდოისტი მსოფლიო რეიტინგში პირველ ადგილზეა. 81 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ავთანდილ ჭრიკიშვილმა პარიზის გრანდ სლემზე გამარჯვების შემდეგ საერთო რეიტინგში ტედი რინერს (+100 კგ) გადაასწრო.

იხილეთ ვიდეო

ავთანდილ ჭრიკიშვილს 3340 ქულა დაუგროვდა, ხოლო რინერს 3000 ქულა. თავის წონაში კი ჭრიკიშვილმა ლიდერობა კიდევ უფრო განიმტკიცა. ასევე საერთო რეიტინგში მე-6 ადგილზე იმყოფება ვარლამ ლიპარტელიანი. 31-ე ადგილს იკავებს ბექა ღვინიაშვილი, 34-ე ადგილზეა ამირან პაპინაშვილი, 41-ე ადგილზე ნუგზარ ტატალაშვილი და 44-ე ადგილზე ადამ ოქრუაშვილი. სხვა ქართველი ძიუდოისტები 50-ეულში არ არიან.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია