რამდენი უნდა "ისესხონ" გაჩეჩილაძეებმა, რომ "მაესტროს" ვალი მთლიანად დაფარონ

რამდენი უნდა "ისესხონ" გაჩეჩილაძეებმა, რომ "მაესტროს" ვალი მთლიანად დაფარონ

"მაესტროს" 54 მილიონი აქვს დავალიანება და 50 მილიონი საკმარისი არ არის. ირაკლი რუხაძემ პროცენტით კიდევ 4 მილიონი უნდა ასესხოს გაჩეჩილაძეებს, - ამის შესახებ ბაია გადაბაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, "მაესტროს" ირგვლივ განვითარებული მოვლენებით იკვეთება ირაკლი რუხაძის ინტერესი ტელეკომპანიის ხელში ჩასაგდებად. "როცა ამას ფარულად აკეთებ, ეს არის გაუგებარი. მთავარია თქვა, რა პოზიციაზე ხარ და ოლიმპოდან არ გველაპარაკო, შორიდან ჩაწოდებულ "პასებს" ვერ მივიღებთ. ამას ვეტყვი გაჩეჩილაძეებსაც და ირაკლი რუხაძესაც", - განაცხადა ბაია გადაბაძემ. მისივე ინფორმაციით, ტელეკომპანია "მაესტროში" ერთ-ერთი მეწილე მაკა ასათიანი დღეს მივა.

ბაია გადაბაძე იმედს გამოთქვამს, რომ სასამართლო დღეს განიხილავს მის სარჩელს, რომელიც ლევან გაჩეჩილაძის დირექტორად არჩევის გადაწყვეტილების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით შევა. "თუკი სასამართლოს არ სურს სიტუაციის ესკალაციაში შესვლა, გაითვალისწინებს იმას, რასაც ვამბობ და დღესვე მიიღებს გადაწყვეტილებას, რადგან ხვალ შეიძლება გვიანი იყოს", - განაცხადა ბაია გადაბაძემ.

ბიზნესმენი ირაკლი რუხაძე საქართველოში წუხელ ჩამოვიდა. როგორც მან 20/30-ს განუცხადა, გია გაჩეჩილაძეს ფული პროცენტით ასესხა და დარწმუნებულია, რომ გაჩეჩილაძე ფულს დაუბრუნებს. კითხვაზე, რა თანხა ასესხა გაჩეჩილაძეს, რუხაძემ ჟურნალისტებს უპასუხა, რომ "ეს მათი საქმე არ არის და ჰკითხონ უცნობს".

არსებული ინფორმაციით, გია გაჩეჩილაძემ სწორედ რუხაძის მიერ მიცემული ფულით იყიდა "მაესტროს" 55%-იანი წილი.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია