კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
13:19 / 09-02-2016
უმდიდრესი ქართველი ბავშვები - ვინ არიან მილიონერების მემკვიდრეები
უცნაურია, მაგრამ საქართველოს ბევრი მილიონერი ჰყავს. "ambebi.ge" იმ ბავშვებს გაგაცნობთ, რომლებიც ქართველი მილიონერების ყველაზე პატარა მემკვიდრეები არიან.

ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი ყველაზე მდიდარი ქართველი ოლიგარქია, შესაბამისად, მისი შვილები ყველაზე მდიდარი მემკვიდრეები არიან. ბიძინა ივანიშვილის უმცროსი ვაჟი, ცოტნე ყველაზე მდიდარი პატარა მემკვიდრეა. ჯერჯერობით ადრეა იმაზე საუბარი, ქონების რა ნაწილს მისცემს უმცროს ვაჟს 8 მილიარდის მფლობელი მამა. ცოტნე ივანიშვილი 10 წლის არის. მისი ფავორიტი საკუთარი ძმა, რეპერი ბერა ივანიშვილია. ცოტნეს უყვარს ხატვა, ასევე ხშირად ვარჯიშობს და ფილმებს უყურებს ბერასთან ერთად.

კობა ნაყოფია
ნიკოლოზ ნაყოფია კობა ნაყოფიას შვილიშვილი და მისი ქონების ერთადერთი მემკვიდრეა. პატარა ნიკოლოზის დედა "მის საქართველო" ხათუნა სხირტლაძეა. არაოფიციალური მონაცემებით, ნაყოფიას ქონება დაახლოებით 800 მილიონ დოლარად არის შეფასებული. ქართველი პარლამენტარი სხვადასხვა ბიზნესის პარალელურად, "მადნეულის" მფლობელიც არის.

კოტე გოგელია

კოტე გოგელიას და მაკა ასათიანის ქონება გავრცელებული ინფორმაციით, 50 000 000 დოლარს შეადგენს. კოტე გოგელია რუსეთში ნავთობის და გაზის ბიზნესში არის ჩართული. მისი ქონების მთავარი მემკვიდრე პატარა კონსტანტინე გოგელიაა, რომელიც 7 წლის არის.

კახი
You must have Flash Player installed in order to see this player.
კალაძე

კახი კალაძე სამი ბიჭის მამაა, მისი მემკვიდრეებიც პატარა ლევანიკო, კახი და ვაჩე კალაძეები არიან. ენერგეტიკის მინისტრმა და ქვეყნის ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ 2007 წელს ჰოლდინგი "კალა კაპიტალი" დააფუძნა და ინვესტირება სამი მიმართულებით - საბანკო, ენერგეტიკისა და უძრავი ქონების სექტორში განახორციელა. ჰოლდინგს ასევე ეკუთვნოდა 45 პროცენტიანი წილი სს "საქჰიდრომშენში", რომელიც 2012 წლის ოქტომბერში ჰოლდინგ "GMC ჯგუფზე" გასხვისდა. დღეისათვის კახა კალაძე საქველმოქმედო ფონდ "კალა ფონდისა" და "კალა კაპიტალის" დამფუძნებელია.

პაატა კურტანიძე

"ავერსის" დამფუძნებელს პაატა კურტანიძეს 6 შვილი ჰყავს. სხვა ბიზნესმენებისგან განსხვავებით, ის ოჯახის წერვების გამოჩენას არ ერიდება. კურტანიძე 50 უმდიდრეს ქართველ შორის 26-ე ადგილზეა, მისი მთავარი მემკვიდრეები კი ბიჭები - გაგა და გიორგი არიან. პაატა კურტანიძის ქონება 100 000 000 დოლარს შეადგენს.

თამარ ბოჭორიშვილი
AMBEBI.GE
14:26 / 25-04-2016
აუ რამდენი მათხოვარია საქართველოში. დამჯდარან კომპთან და ფულს ითხოვენ, იმან დახარჯოსო. იმას კი არ ამბობენ მე მაშოვიაო.
ბიძინამ საწარმოს გახსნა რომ დააპიროს, ერთ ამბავს ატეხენ. იმიტომ მოვიდა ფული რომ იშოვოსო. ქველმოქმედებით აძლევს, ახლა იმიას უკუჟინებენ, ამომრჩეველს ყიდულობსო.
თქვენ მართლა სიცხე ხომ არ გაქვთ? თქვენ თვითონ ჯერ რაც გაქვთ ის დაარიგეთ, აი რომ დაგინახავთ ცარიელი ნიფხვით, მერე დაგიჯერებთ. ზუსტად თქვენსავით მათხოვრულად ლაპარაკობდნენ დასაწყისში ბოლშევიკები და მხედრიონელები.
kvaxa
13:11 / 25-04-2016
ძინება, ომის ვეტერანების ოჯახისთვი პენსია 1000ლარი დანიშვნა,იაფი კრედიტი თქვენ თუ. მუშაობა.არ გინდათ.მაშინ ამ კაცმა რა ქნას ჯერ ერთი სიმშვიდეა არავის არ ატერორებენ არავის არაფერს ართმევენ ადრე წინა მთავრობის ხელში ნახევარი საქართველო ციხეში იყო მარტო ნაციონალები იყო კარგად მაგენს უნდა ეხლაც აირიოს ყველაფერი ჭკვიანად იყავით და დაინახეთ. რაღაცა.
პატრიოტი
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
15:16 / 22-01-2017  Image ქალთა სოლიდარობის აქციები ამერიკისა და მსოფლიოს სხვა ქალაქებში - რას ითხოვს ასი ათასობით დემონსტრანტი
+VIDEO| აშშ-ის დედაქალაქში საპროტესტო აქცია, "ქალების მსვლელობა ვაშინტონში" გაიმართა
18:38 / 22-01-2017  Image სოფო გორელაშვილი ქორწილის დღეს იხსენებს - "თავიდან, როცა მან ცოლობა მთხოვა..."
"სანამ არ დამწერეს ჯვარი და თბილისში არ ჩამოვედი, ვერ გავიაზრე, რომ ეს ნაბიჯი გადავდგი"
21:16 / 22-01-2017  Image 170 ათასი მაყურებელი ალა პუგაჩოვას წინააღმდეგ - მომღერალი მათ "მოლაპარაკე ჩუსტებით" პასუხობს
+VIDEO| როგორც აღმოჩნდა, რუს მაყურებელს ადგილობრივი შოუბიზნესის დედოფლის, ალა პუგაჩოვას
11:18 / 21-01-2017  Image ტრამპის ვაჟის ემოცია მამის ინაუგურაციის დღეს
+VIDEO: ტრამპი აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგა
16:09 / 01-03-2016  Image რა არ უნდა გააკეთოთ სექსამდე არასდროს
ახალბედებმა ეს წესები აუცილებლად უნდა გაითავისონ იმისთვის, რომ წარუმატებლობის მსხვერპლი
ფოტოგალერეა
კვირის ყველაზე კითხვადი
ინტერნეტკონფერენცია
2017-01-06 14:16:35
თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49