ტი­ცი­ან ტა­ბი­ძის სა­ბე­დის­წე­რო ღა­მე და მი­სი ქა­ლიშ­ვი­ლის და­ბა­დე­ბის მოწ­მე­ე­ბი

ტი­ცი­ან ტა­ბი­ძის სა­ბე­დის­წე­რო ღა­მე და მი­სი ქა­ლიშ­ვი­ლის და­ბა­დე­ბის მოწ­მე­ე­ბი

2006 წლის თე­ბერ­ვალ­ში 100 წე­ლი სრულ­დე­ბა ქარ­თ­ველ სიმ­ბო­ლისტ პო­ეტ­თა და პრო­ზა­ი­კოს­თა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი გა­ერ­თი­ა­ნე­ბის და­ბა­დე­ბი­დან. ახალ­გაზ­რ­და მწერ­ლე­ბი 1916 წელს, ქუ­თა­ის­ში შე­იკ­რიბ­ნენ და მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე წე­ლი მო­ას­წ­რეს არ­სე­ბო­ბა, რად­გან საბ­ჭო­თა წყო­ბი­ლე­ბამ მათ სას­ტი­კი დევ­ნა და გა­ნად­გუ­რე­ბა და­უწყო...

სა­უ­კუ­ნის შემ­დეგ, "ცის­ფერ­ყან­წელ­თა" პო­ე­ზია კვლავ აქ­ტუ­ა­ლუ­რია. 29 იან­ვარს, მწერ­ლის სახ­ლ­ში, ტი­ცი­ან ტა­ბი­ძის ხსოვ­ნი­სად­მი მიძღ­ვ­ნი­ლი სა­ღა­მო გა­ი­მარ­თა. სა­ღა­მოს ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი გახ­ლ­დათ ლი­ტე­რა­ტუ­რათ­მ­ცოდ­ნე ქალ­ბა­ტო­ნი ნი­ნო ჩხიკ­ვიშ­ვი­ლი და მის მი­ერ და­არ­სე­ბუ­ლი ფონ­დი "ცის­ფერ­ყან­წელ­თა ხსოვ­ნი­სათ­ვის". პრო­ექ­ტის მი­ზა­ნია, პა­ტი­ვი მი­ა­გოს იმ ორ­დე­ნის წარ­მო­მად­გენ­ლებს და კი­დევ ერ­თხელ გა­ვიხ­სე­ნოთ მა­თი ცხოვ­რე­ბა-შე­მოქ­მე­დე­ბა. კო­ლაუ ნა­დი­რა­ძის შემ­დეგ, ტი­ცი­ა­ნი მე­ო­რე პო­ე­ტია, რო­მე­ლიც მი­სი შე­მოქ­მე­დე­ბის თაყ­ვა­ნის­მ­ცემ­ლებ­მა გა­იხ­სე­ნეს.

სა­ღა­მოს პირ­ველ ნა­წილ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო ტი­ცი­ან ტა­ბი­ძის ცხოვ­რე­ბი­სა და შე­მოქ­მე­დე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო და ვი­დე­ო­კო­ლა­ჟე­ბი. გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო ტი­ცი­ა­ნის შვი­ლის, ქალ­ბა­ტო­ნი ნი­ტას მო­გო­ნე­ბე­ბი იყო, რო­მე­ლიც 1937 წლის ღა­მის დე­ტა­ლებს იხ­სე­ნებ­და, რო­დე­საც მათ სახლს მან­ქა­ნა მი­ად­გა მა­მას წა­საყ­ვა­ნად და მა­ლე ტი­ცი­ა­ნიც შე­უ­ერ­თ­და იმ ადა­მი­ა­ნე­ბის რიგს, რომ­ლე­ბიც არ­სე­ბულ­მა რე­ჟიმ­მა იმ­ს­ხ­ვერ­პ­ლა. ერთ ღა­მე­ში გა­უ­თეთ­რ­და თმა პო­ე­ტის მე­უღ­ლეს, ნი­ნო მა­ყაშ­ვილს, 16 წლის ნი­ტას კი მას შემ­დეგ მა­მა აღარ უნა­ხავს. რო­დე­საც ტი­ცი­ა­ნი სახ­ლი­დან გაჰ­ყავ­დათ, ატი­რე­ბულ ქა­ლიშ­ვილ­სა და მე­უღ­ლეს და­უ­ბა­რა: "ი­ცო­დეთ ერ­თი რამ, რომ ჩე­მი სა­ხე­ლის ხსე­ნე­ბი­სა და ხალ­ხი­სათ­ვის თვა­ლებ­ში შე­ხედ­ვის არა­სო­დეს შეგ­რ­ცხ­ვე­ბათ".

სა­ღა­მო მა­მა გუ­რამ ოთხო­ზო­რი­ამ გახ­ს­ნა, რო­მელ­მაც ტი­ცი­ა­ნის შე­მოქ­მე­დე­ბა­ზე და მის ოჯახ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე ისა­უბ­რა. დარ­ბაზ­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ ტი­ცი­ან ტა­ბი­ძის შთა­მო­მავ­ლე­ბი, მათ შო­რის, პო­ე­ტის შვი­ლიშ­ვი­ლი გი­ვი ან­დ­რი­ა­ძე, რო­მე­ლიც ახ­ლა პო­ე­ტის სახ­ლ­ში ცხოვ­რობს და აქ­ტი­უ­რად არის ჩარ­თუ­ლი ბა­ბუ­ას სა­ხელ­თან და­კავ­ში­რე­ბულ ყვე­ლა ღო­ნის­ძი­ე­ბა­სა და პრო­ექ­ტ­ში... განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია