საკმარისია თუ არა საქართველოს უნივერსიტეტებში მიღებული განათლება დასაქმებისთვის

საკმარისია თუ არა საქართველოს უნივერსიტეტებში მიღებული განათლება დასაქმებისთვის

განათლების სისტემის უარყოფით მხარეებზე საქართველოში ხშირად საუბრობენ. ერთ-ერთი პრობლემური საკითხი უმაღლესი განათლების პროგრამების დასაქმების ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობაა. საინტერესოა, აძლევენ თუ არა უნივერსიტეტები ახალგაზრდებს იმ ცოდნას, რაც მათ დასაქმებაში დაეხმარება.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის კურსდამთავრებული თამარ ოღაძე ALLNEWS-თან საუბრისას აღნიშნავს, რომ მას თავისი პროფესიით არასდროს უმუშავია:

"ამჟამად ვმუშაობ მაღაზიის მენეჯერად, რაც ჩემს პროფესიასთან არანაირ კავშირშია. უნივერსიტეტი, ვფიქრობ თეორიულ განათლებას უფრო გაძლევს და მცირე დოზით პრაქტიკას. როცა მუშაობას იწყებ, პირიქით - პრაქტიკა მეტად გჭირდება, ვიდრე თეორია. სწორედ ამიტომ, ორგანიზაციების მოთხოვნაა აიყვანონ მხოლოდ გამოცდილი კადრი. თუ გამოცდილება არ გაქვს, რთულია, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ საკუთარი პროფესიით დასაქმდე. ამიტომ, იძულებული ვარ ვაკეთო ის საქმე, რაც არც ჩემი პროფესიაა და არც ინტერესის სფერო”, - ამბობს თამარ ოღაძე.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია