აღმაშენებლის გამზირის მონაკვეთი ჭოროხის ქუჩიდან ზაარბრიუკენის მოედნამდე დაიკეტა

აღმაშენებლის გამზირის მონაკვეთი ჭოროხის ქუჩიდან ზაარბრიუკენის მოედნამდე დაიკეტა

"თბილისის განვითარების ფონდის" მიერ ჩასატარებელი სამუშაოების გათვალისწინებით, აღმაშენებლის გამზირის მონაკვეთი ჭოროხის ქუჩიდან ზაარბრიუკენის მოედნამდე დაიკეტა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის სატრანსპორტო კომპანიიდან აცნობეს, ავტობუსები, რომლებიც მოცემულ მონაკვეთს გადიან, შემდეგი სქემით იმოძრავებენ, კერძოდ, ავტობუსი №20 ჭოროხის ქუჩიდან გაივლის დიმიტრი უზნაძის ქუჩას და ზაარბრიუკენის მოედანს. უკუ მიმართულებით: ზაარბრიუკენის მოედანი - მოსე გოგიბერიძის ქ. - არნოლდ ჩიქობავას ქ. - გიორგი მაზნიაშვილის ქ. - კიევის ქ. - დავით აღმაშენებლის გამზირი.

ავტობუსი №23 იმოძრავებს შემდეგი მიმართულებით: გიორგი მაზნიაშვილის ქ. - ივანე ჯავახიშვილის ქ. - მოსე გოგიბერიძის ქ. - ზაარბრიუკენის მოედანი.

ავტობუსი №59 და №91 ხეთაგუროვის ქუჩიდან გაივლიან შემდეგი მიმართულებით: მოსე გოგიბერიძის ქ. - ზაარბრიუკენის მოედანი - მოსე გოგიბერიძის ქ. - არნოლდ ჩიქობავას ქ. გიორგი მაზნიაშვილის ქ. - კიევის ქ. - დავით აღმაშენებლის გამზირი. უკუ მიმართულებით: ჭოროხის ქ. - დიმიტრი უზნაძის ქ. (ან მარცხენა სანაპირო) - ზაარბრიუკენის მოედანი.

ავტობუსი № 95 იმოძრავებს შემდეგი მიმართულებით: ჭოროხის ქ. - დიმიტრი უზნაძის ქ. (ან მარცხენა სანაპირო) - ზაარბრიუკენის მოედანი.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია მოქალაქეებს შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია