ჯანდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის უფროსისა და ბავშვთა სახლის ყოფილი აღსაზრდელის საუბრის ფარული ჩანაწერი

ჯანდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის უფროსისა და ბავშვთა სახლის ყოფილი აღსაზრდელის საუბრის ფარული ჩანაწერი

"კვირის პალიტრას" აუდიოჩანაწერი მოაწოდეს, რომელიც 22 იანვარს არის ჩაწერილი. ჯანდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის უფროსი კახა ძიმ­ი­სტარიშვილი ბავშვთა სახლის ყოფილ აღსაზრდ­ელს, ვალერი ჩიტაიას ესაუბრება. ჩიტაიამ ჯანდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი ფარულად ჩაწერა, აუდიოჩანაწერი კი რედაქციაში მოიტანა. ამ ჩანაწერით ჩვენ არაფრის დამტკიცებას არ ვცდილობთ. მხოლოდ ფრაგმენტებს შემოგთავაზებთ, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს საკითხები საზოგადოებისთვის საინტერესოა.

გარდაცვლილი ბენეფიციარების საქმე

საქმე ეხება ნუცუბიძის ჩვილ ბავშვთა სახლსა­ და მარტყოფის შშმ პირთა­ პანსიონ­ატში გარდაც­ვ­­ლილ ბენეფიციარებს ("კვირის პალიტრა" ორივე შემთხვევაზე წერდა). მომხდარის შემ­დეგ თანამდებ­ობა დაატ­ო­ვებინეს ჩვილ ბავშვთა სახლის დირექ­ტორ დავით პავლიაშვი­ლს, ხოლო მარტყოფის შშმ პირთა პანსიონატის დირექტორი ლელა კიკნაძე კვლავ ამ თანამდებობაზე მუშაობს. ჩიტაია ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც "კვირის პალიტრაში" მარტყოფის პანსიონატის ტრაგედიაზე სტატია დაიბეჭდა (ინფორმაცია ნუცუბიძის ბავშვთა სახლსა და მარტყოფის პანსიონატში გარდაცვლილი ბენეფიციარების შესახებ ჩიტაიამ მოგვაწოდა, თუმცა მან მაშინ ვინაობის გამხელა არ ისურვა), მას ლელა კიკნაძე დაემუქრა და შემოუთვალა, ციხისთვის მოემზადეო...

ჩიტაიამ ისიც გვითხრა, რომ ერთი წლის წინაც შეხვდა ძიმისტარიშვილს, ამ დაწესებულებებში არსებული­ სავალალო მდგომარეობის შესახებ მასალები გადასცა­ და სთხოვა ფაქტების შესწავლა, თუმცა ამას რეაგირება არ მოჰყოლია. მას შემდეგ, რაც ნუცუბიძის ბავშვთა სახლსა და მარტყოფის პანსიონატში ტრაგედია დატრიალდა­ (ერთ-ერთი ვერსიით, ორი ბენეფიციარი პერსონალის უყურად­ღებობის გამო გარდაიცვალა), ჩიტაიამ კვლავ მიმართა ძიმისტარიშვილს და დარღვევების შესახებ კიდევ ერთხელ მოახსენა. რატომ გახდა ჯანდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნის ფარულად ჩაწერა აუცილებელი, ამ კითხვას ჩიტაია ასე პასუხობს: "ეს იმიტომ გავაკეთე, რომ სამართალი ვერ ვნახე... ამ დაწესებულებებში არსებ­ულ­ დარღვევებზე ერთი წლის წინ რომ ამოეღოთ ხმა, ტრაგედია­ არ დატრიალდებოდა...".

აუდიოჩანაწერით ისიც ირკვევა, რომ ტრეფიკინგთან ბრძოლის სახელმწიფო ფონდის შიდა ინსპექტირების­ უფროსს, მევლუდ (ზვიად) კუხიანიძეს გათავისუფლება ემუქრება... საქმე­ იმაშია, რომ მევლუდ კუხიანიძემ გასული წლის მოხსენებით ბარათში დაწვრილებით აღწერა ამ დაწესებულებებში არს­ებული მდგომარეობა, მათ შორის ორი ბენეფიციარის გარდაცვალების შემთხვევებიც და ტრეფიკინგთან ბრძოლის სახელმწიფო ფონდის ხელმძღვანელს, სახალხო დამცველსა და ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს გადაუგზავნა. აუდიოჩანაწერში ძიმისტარიშვილი ამბობს, რომ ამით კუხიანიძემ შინაგანაწესი დაარღვია.

ვალერი ჩიტაია ამტკიცებს, რომ მევლუდ კუხიანიძე ერთადერთი ადამიანი იყო, ვისაც ბენეფიციარებზე გული შესტკიოდა და საჭიროების შემთხვევაში ცდილობდა, დროული და ადეკვატური რეაგირება მოეხდინა...

გაგრძელება

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია