როგორ უნდა შევქმნათ თბილისში "ფილტვები"

როგორ უნდა შევქმნათ თბილისში "ფილტვები"

თბილისში ბოლო წლებში გაზრდილმა განაშენიანებამ, მწვანე საფარის რიცხვი საგრძნობლად შეამცირა. მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა ქალაქის ცენტრალურ უბნებში. მწვანე საფარის ხელყოფა ჯერ კიდევ 80-იან წლებში, თვითნებური მშენებლობებისა და დასახლებების შიდა ლოკალური სივრცეების ათვისებასთან ერთად დაიწყო.

დღეს, თბილისში შევიწროებული შიდა ეზოებისა და გაუქმებული სკვერების ხარჯზე ცოტას თუ უფიქრია, სიმწვანის სიმცირით გამოწვეულ პრობლემებზე. მწვანე საფარის განადგურება არ არის ლოკალური პრობლემა ერთი ქუჩისთვის, ერთი უბნისთვის. ის გლობალურია. მწვანე საფარის განადგურება იწვევს ემისიებისა და თბური ნაკადის გაზრდას. ამის შედაგად იცვლება კლიმატი.

მჭიდრო განაშენიანების ფონზე რთულია, საერთო სურათის გამოსწორება, თუმცა არსებობს ლანდშაფტური და ურბანულ-გეგმარებითი გადაწყვეტები, რომლებიც შეიძლება დაეხმაროს უკვე განვითარებულ და განაშენიანებულ ქალაქს მწვანე საფარის აღდგენაში. პრობლემაზე, მისი მოგვარების გზებსა და საერთაშორისო პრაქტიკაზე, AMBEBI.GE-ს ლანდშაფტის არქიტექტორი გვანცა ხელაძე ესაუბრა:

"ერთ-ერთ გადაწყვეტად შეიძლება მოვიაზროთ მწვანე გადახურვები ან ვერტიკალური გამწვანებები. მწვანე გადახურვის იდეა მდგომარეობს იმაში, რომ რეალურად ის მწვანე ფართობი, რომელიც შენობის ფუნდამენტს ხმარდება, შეიძლება ატანილი იყოს სახურავზე. ამით არათუ შემცირდება, არამედ გაიზრდება გამწვანების კოეფიციენტი. ასევე შესაძლებელია უკვე არსებულ ქუჩებზე მოეწყოს ე.წ. მწვანე კუნძულები.

განვითარებული ქვეყნების აგლომერაციებში უკვე მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ მწვანე კუნძულები წარმოადგენენ "ქალაქის ფილტვებს". შესაბამისად ხდება ქუჩების რეკონსტრუქცია მწვანე საფარის გაზდის მიზნით. ეწყობა ე.წ. "მწვანე ჯიბეები", რომლებიც ემსახურებიან არამარტო გამწვანების კოეფიციენტის გაზრდას, არამედ სხვა რიგ ურბანულ საკითხებსაც, როგორიც არის სანიაღვრე სისტემები, წყლის მენეჯმენტი და ესთეტიურობა, თავისთავად.

ასევე მნიშვნელოვანი როლი უკავია სახურავის ბაღებს, მწვანე გადახურვას. ნიუ-იორკის მაგალითზე შესაძლებელია ითქვას, რომ მწვანე სახურავების ფართობის ზრდამ ხელი შეუწყო ქალაქში ბუნებრივი გარემოს დაბრუნებას.

ინგლისში ვერტიკალური გამწვანება და მწვანე სახურავები გამოიყენება არამარტო მწვანე საფარის კოეფიციენტის გაზრდის მიზნით, არამედ სხვა ეკოლოგიური პრობლემების გადასაწყვეტადაც. დიდი ქალაქები, რომლებიც უკვე განაშენიანებულია, ცდილობენ მიტოვებული ადგილების რეკონსტრუქცით გაზარდონ ქალაქის რეკრეაციული ზონები.

საქართველოში არსებობენ გარკვეული სამშენებლო კომპანიები, რომლებიც მწვანე საფარის მაქსიმალურ შენარჩუნებას ცდილობენ. თუმცა, ასეთები ცოტაა, უმეტეს შემთხვევაში მწვანე საფარი ფინანსურ და მარკეტინგულ ინტერესებს ეწირება", - ამბობს ლანდშაფტის არქიტექტორი ჩვენთან საუბარში.

რა მდგომარეობაა ამ მხრივ ჩვენს დედაქალაქში? თბილისელი მშობლებისთვის სულ უფრო პრიორიტეტული ხდება მათი შვილებისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნა სათამაშო და გასართობ მოედნებზე. კორპუსები ეზოების და გამწვანების გარეშე, ამის საშუალებას ნაკლებად იძლევა, თუმცა ალტერნატივაც არსებობს, მაგალითად სამშენებლო კომპანია "მაქრო ქონსთრაქშენი", რომელიც ახალ მობინადრეებს სწორედ ასეთ გამწვანებულ გარემოს სთავაზობს.

"საცხორებელი კომპლექსის "მწვანე ბუდაპეშტის" დაგეგმარებისას გამწვანიანება ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი გახდა. ლანდშაფტის დიზაინერების მიერ შექმნილი გამწვანება, მშვიდ და ბუნებრივ გარემოს ქმნის, რაც აუცილებლად დადებითად იმოქმედებს კომპლექსის ბინადარის ყოველდღიურ განწყობაზე. სუფთა ჰაერი, მწვანე გაზონები, სპორტული მოედნები - მოკლედ, ყველაფერი კომფორტული და მშვიდი გარემოს შესაქმნელად", - აცხადებენ კომპანიის წარმომადგენლები.

"მწვანე ბუდაპეშტი" იმედს იძლევა, რომ სხვა სამშენებლო კომპანიებიც მიბაძავენ მის მაგალითს. საჭიროა, კომპანიების არქიტექტორებმა კონსულტაციები გაიარონ დენდროლოგებთან და ფოტოპათოლოგებთან. მათთან შეთანხმებით უნდა მოხდეს ტერიტორიაზე დენდროლოგიური დასკვნის გაკეთება და ამის მიხედვით გადაწყდეს შემდგომი დაგეგმარება. უცხოეთში სამშენებლო კომპანია თუ კერძო პირი, ვერ დაიწყებს მშენებლობას K3 კოეფიციენტის სრული დაცვის გარეშე. ეს კოეფიციენტი ყველა უბნისთვის ინდივიდუალურია და განსაზღვრავს მიწის ნაკვეთზე გამწვანების ფართს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია