ბანკებმა მთელი ბიზნესი გირაოში მოაქციეს

ბანკებმა მთელი ბიზნესი გირაოში მოაქციეს

ბანკები არაპროფილური ბიზნესის მართვას ისევ თამამად აგრძელებენ, უფრო მეტიც, სპეციალისტების განცხადებით, მათ მთელი ქართული ბიზნესი გირაოში აქვთ ჩადებული, ხოლო ეროვნული ბანკი მათი "ოფიციალური აგენტია". როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ამგვარ მდგომარეობაში, რომელსაც არაჯანსაღი კონკურენციაც ემატება, ეკონომიკის განვითარების პერსპექტივა საკმაოდ ბუნდოვანია.

მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი როსტომაშვილი ადასტურებს, რომ ბანკები არაპროფილურ ბიზნესს ძველებურად აკონტროლებენ და ამ მიმართულებით, ფაქტობრივად, არაფერი შეცვლილა. აქედან გამომდინარე, საქართველოში კონკურენცია მკვდარია და ეკონომიკა ამიტომაც ვერ ვითარდება.

"რაღაც ფორმა შეცვალეს, მაგრამ იგივე სქემით მოქმედებენ. მე ვიცი, რომ სამშენებლო კომპანია "მ2" "საქართველოს ბანკის" კუთვნილი კომპანიაა. ბანკის ფუნქციაა, რომ მან ფული სხვა ბიზნესის ხელის შეწყობით იშოვოს. წარმოიდგინეთ, რომ ყველაზე მსხვილი ბანკი საქართველოში, რომელიც სამშენებლო კომპანიას ფლობს, ის სხვა კომპანიებს კონკურენტად აღიქვამს. კონკურენტს როგორც მინიმუმ ხელს თუ არ შეუშლის, არც დაეხმარება," - ამბობს ირაკლი როსტომაშვილი და დასძენს, რომ ეს მარტო სამშენებლო სექტორს არ ეხება. ბანკები ფლობენ სამედიცინო, ტურისტულ, საგანმანათლებლო, ღვინის წარმოებისა თუ საკალმახე მეურნეობებს.

"ყველგან აქვთ ბიზნესები. თქვენ წარმოიდგინეთ, პატარა ორგანიზაცია, რომელსაც აქვს საკალმახე. მისთვის როგორია ბანკის ქოლგის ქვეშ მყოფ კომპანიასთან კონკურენცია. ამიტომ არ ვითარდება საქართველოში ბიზნესი. ბანკი არის ორგანიზაციისთვის სისხლის მიმოქცევის სისტემა, რომელიც არ მუშაობს და ეს ორგანიზმი კვდება", - ამბობს ირაკლი როსტომაშვილი განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია