ეკა მიშველაძე "საზოგადოებრივი მაუწყებლიდან" გაუშვეს

ეკა მიშველაძე "საზოგადოებრივი მაუწყებლიდან" გაუშვეს

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველმა არხმა ჟურნალისტ ეკა მიშველაძეს ხელშეკრულება გაუწყვიტა, - ინფორმაციას ამის შესახებ თავად ტელეწამყვანი ავრცელებს სოციალურ ქსელში.

მისივე ინფორმაციით, დღეს, რამდენიმე საათის წინ ტელეკომპანიის ხელმძღვანელობისგან მიიღო წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ ხელშეკრულება გაუწყვიტეს.

"მაშ ასე წერილის შინაარსი: თქვენი ხელშეკრულება შეწყვეტილიაო! ტყუილებიც ბევრი წერია!", - წერს მიშველაძე სოციალურ ქსელში თავის გვერდზე და წერილსაც აქვეყნებს, რომელიც გენერალური დირექტორის გიორგი ბარათაშვილის მიერაა ხელმოწერილი.

ეკა მიშველაძემ გუშინ, "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში" ისაუბრა იმაზე, რომ მისი გადაცემის "პირველი სტუდიის" აღდგენა საზ.მაუს ეთერში უკვე რამდენიმე თვეა აღარ ხერხდება: "მათ არ უნდათ ალბათ ჩემი სამსახურიდან გაშვება, მაგრამ აღარც ეთერში მიშვებენ. სავარაუდოდ, საზოგადოებრივი აზრის ეშინიათ, რადგან ბევრი რამ დაემთხვა ერთმანეთს, გრიგოლიას გადაცემა, ჩემი გადაცემა, "რუსთავი 2", ახლა "მაესტრო", ერთი უგუნური გეგმის ნაწილია", - აღნიშნა ტელეწამყვანმა "არჩევანში".

მიშველაძის თქმით, ტელეკომპანიის ხელმძღვანელობასთან - სერგი გვარჯალაძესა და გიორგი გვიმრაძესთან მოლაპარაკების შემდეგ შეთანხმდნენ გადაცემის ფორმატზე, რომელიც არ გულისხმობდა პოლიტიკოსების ეთერში მოწვევას, თუმცა ტელეწამყვანი ამაზეც თანახმა იყო. მისი თქმით, ახალი გადაცემა იანვრის ბოლოს უნდა გასულიყო ეთერში, თუმცა თებერვალიც დაიწყო და მას ტელევიზიიდან არავინ შეხმიანებია. მიშველაძის თქმით, ამ დროის განმავლობაში ჩვეულებრივად იღებდა ხელფასს, თუმცა გადაცემის განახლების უფლებას არ აძლევდნენ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია