უბნები თბილისში, სადაც ხვალ დენი შეიზღუდება

უბნები თბილისში, სადაც ხვალ დენი შეიზღუდება

დედაქალაქის რამდენიმე უბანს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" "თელასიდან" აცნობეს, კრწანისის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოტე აფხაზის, თუმანიანის, ბეთლემის, გორგასლის, ორპირის, სამღებროს, საადის და აჯიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს (219 აბონენტი).

ავარიის პრევენციის მიზნით 14:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორთაჭალის, წინანაურის, მელქაძის და ნადიკვარის ქუჩების მცხოვრებლებს (299 აბონენტი).

ჩუღურეთის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კაპანაძის, ნორიოს, მამარდაშვილის, მიჩურინის, ფარავნის და ართვინის ქუჩების მცხოვრებლებს (300 აბონენტი).

საბურთალოს რაიონში ავარიის პრევენციის მიზნით 12:00 საათიდან 19:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის, ასათიანის და ზემო დელისის ქუჩების მცხოვრებლებს (362 აბონენტი).

სამგორის რაიონში 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 IV მიკრორაიონის მცხოვრებლებს (564 აბონენტი).

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია