კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
19:07 / 12-11-2016
ბედნიერი ქორწინების სიმბოლო და თურქული ფახლავას რეცეპტი თურქი მზარეულისგან
თურქული სამზარეულო ერთ-ერთი ცნობილი და მრავალფეროვანია მსოფლიოში. თურქი მზარეულები სანელებლებსა და მწვანილს ნაკლებად იყენებენ. მთავარია, კერძში ინგრედიენტების გემო იგრძნობოდეს. ყველაზე პოპულარული ლიმონი გახლავთ. მის წვენს იყენებენ როგორც სალათების, ასევე ხორციანი კერძებისა და წვნიანების დამზადების დროს. ამჟამად საქართველოში ბევრი თურქული რესტორანია, სადაც შეგიძლიათ თურქი მზარეულების მომზადებული, ტრადიციული კერძები დააგემოვნოთ. ჩემი რესპონდენტი ერთ-ერთი რესტორნის მფლობელი, იგარ ბაირამოვი გახლავთ.

იგარ ბაირამოვი:
- თურქული სამზარეულო მართლაც მრავალფეროვანი და გემრიელია. დიდი ყურადღება ექცევა დილის საუზმეს. საუზმეზე მიირთმევენ ყველს, კვერცხს, თაფლს, სუჯუკს (ძეხვის სახეობა), სალათს, ბურეკს (ეს აჭარული აჩმისმაგვარია) ან ოსპის წვნიანს. თურქულ სამზარეულოში ძალიან ბევრ კერძს ემატება ლიმონის არომატი.

- ბოსტნეულისგან მრავალფეროვან კერძს ამზადებთ...
- თურქები ბოსტნეულისგან უპირატესობას ბადრიჯანს ანიჭებენ. უყვართ ლობიო, ისპანახი, ყვავილოვანი კომბოსტო, ბულგარული წიწაკა... მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ბადრიჯანი ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებებს იწოვს, ჯანმრთელობისთვის კარგია. თურქებს უყვართ ბატკნის ხორცი, რომლისგანაც ამზადებენ ხაშლამას, მწვადს, ქაბაბს, ჩანახს... ჩანახი ბადრიჯნისგან, გატარებული ან წვრილად დაჭრილი ბატკნის ან ხბოს ხორცისგან ქოთანში მზადდება. ხანში შესული თურქები უპირატესობას ბოსტნეულის კერძებს ანიჭებენ. ახალგაზრდებში კი "დონერი" უფრო პოპულარულია. ეს ის არის, რასაც საქართველოში შაურმას ეძახიან ("დონერ" თურქულად ტრიალას ნიშნავს, რაზეც შესაწვავ ხორცს ამაგრებენ). "დონერს" თურქეთში რამდენიმენაირად ამზადებენ. ზოგიერთი ბრინჯთან ერთად მიირთმევს. ერთ-ერთ სახეობას "ის-კენდერი" ჰქვია.

- როგორ მზადდება?
- ერბოში შემწვარი პური იდება თეფშზე, ზემოდან უნდა დააყაროთ შემწვარი ხორცი, შემდეგ მაწონი, პომიდვრის სოუსი და ბოლოს შეიძლება ერბოც მოასხათ. მართალია, ნოყიერია და ადამიანს ასუქებს, მაგრამ ძალიან გემრიელია. თურქეთში თონეში შემწვარი ბატკნით სტუმრის გამასპინძლება დიდ პატივისცემად მიიჩნევა. მწვადისა და ქაბაბის არაერთი სახეობა არსებობს. ცხვრის შემწვარ ნეკნებს "კამურდას" ეძახიან.

- თურქული ეროვნული კერძია ჯაჯიკი (ზოგი ძაძიკსაც ეძახის). გვასწავლეთ, როგორ მზადდება?

- ჯაჯიკი მაწვნისგან მზადდება, მაგრამ აუცილებელია მაწონი სოფლის რძისგან იყოს შედედებული. მას ვამატებთ
You must have Flash Player installed in order to see this player.
ცოტა წყალს, გახეხილ კიტრს, მარილს, ცოტა პიტნას და თავზე ზეითუნის ზეთს მოვასხამთ. ცივად მივირთმევთ, ძალიან უხდება მოხარშულ მწვანე ლობიოს.

- რძის პუდინგი როგორ მზადდება?

- სოფლის რძეში ცოტა მოხარშული ბრინჯი უნდა აურიოთ, დაამატოთ ვანილი. რძე ქოთანში ისე უნდა ადუღდეს, რომ თავზე ცხიმის აპკი (ნაღები) გაიკეთოს. მერე ამ ქოთანს ვდგამთ ღუმელში. ცხიმის აპკი ოქროსფრად იბრაწება, მერე მოხალულ და გატარებულ თხილს ან ნიგოზს ვუმატებთ, ვაცივებთ და ისე მივირთმევთ. ძალიან გემრიელია, მით უმეტეს - ზაფხულში.

- როგორც ვიცი, თურქულ სამზარეულოში გოგრაც ძალიან პოპულარულია.

- მართალია. გოგრას შუაზე ვჭრით, კარგად ვასუფთავებთ, შემდეგ ოდნავ ვხარშავთ. შაქარს ვაყრით და შესაწვავად ღუმელში ვდებთ. შაქარს იწოვს. შეწვის შემდეგ გატარებულ ნიგოზს ვაყრით, გაცივდება და მივირთმევთ. ეს კუჭისთვისაც უებარი წამალია. ვისაც კუჭზე პრობლემები აქვს, გოგრაზე უარი არ უნდა თქვას. ... წაიკითხეთ სრულად
19:26 / 12-11-2016
მწვადი, ხინკალი , ოსტრი, ხაჭაპური. მხოლოდ ეს არჩევანია რესტორნებში, ამ ზაფხულს მოვკვდი ლამის, უბრალო ბოსტნეულიღა მენატრებოდა.თურქული , უბრალო სასადილო თუ არ მერჩივნოს. მრავალფეროვანი კერძებია და თანაც ბოსტნეულიც ბლომადაა, ჯერ მარტო ჩორბა რად ღირს.
nana
17:46 / 19-08-2016
ეს ყველაფერი კარგი მაგრამ სად არის ფახლავას კონსპექტიიიიიი
marinaa
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
20:25 / 07-12-2016  Image 535 ათასი ადამიანი საყოველთაო დაზღვევით ვეღარ ისარგებლებს - ვის შეეხება ცვლილება
"ჯერ საყოველთაომ აგინაზღაუროს და რაც დარჩება, აგინაზღაურებ მეო"
21:04 / 08-12-2016  Image რატომ დაშორდნენ თეკლა ჯავახაძე და გიორგი მარშანია - "მომწონს, რომ რაღაც ახალი იწყება"
"განსხვავებული ტრადიცია არ გვაქვს, მაგრამ ჩვენ სხვადასხვა ქალაქებში ვცხოვრობთ"
21:55 / 08-12-2016  Image როგორ დავზოგოთ ბენზინი - ეს ხერხები ბევრმა მძღოლმა არ იცის!
ავტოგასამართ სადგურზე თითოეული შესვლა მძღოლის საფულეზე საკმაოდ მწვავედ აისახება
14:32 / 08-12-2016  Image "ჯაშუში" ქართველები რუსეთის ციხეებში
ოქსანა სევასტიდი ერთადერთი არაა, ვინც "საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობის" ბრალდებით დააკავეს
11:55 / 08-12-2016  Image დაბრუნდებიან თუ არა ცოტნე და ბახვა "ჩემი ცოლის დაქალებში": "პირობას გაძლევთ, მაყურებელს თავს არ მოვანატრებთ..."
"პაუზა მგონი, კარგიც არის, მაყურებელი ჩვენს გამოჩენას მეტი ინტერესით დაელოდება..."
კვირის ყველაზე კითხვადი
დღის ვიდეო
PALITRATV.GE
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინტერნეტკონფერენცია
2016-05-31 08:36:57
ყველა მშობელს აინტერესებს, რა სიმაღლის...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49