ბედნიერი ქორწინების სიმბოლო და თურქული ფახლავას რეცეპტი თურქი მზარეულისგან

ბედნიერი ქორწინების სიმბოლო და თურქული ფახლავას რეცეპტი თურქი მზარეულისგან

თურქული სამზარეულო ერთ-ერთი ცნობილი და მრავალფეროვანია მსოფლიოში. თურქი მზარეულები სანელებლებსა და მწვანილს ნაკლებად იყენებენ. მთავარია, კერძში ინგრედიენტების გემო იგრძნობოდეს. ყველაზე პოპულარული ლიმონი გახლავთ. მის წვენს იყენებენ როგორც სალათების, ასევე ხორციანი კერძებისა და წვნიანების დამზადების დროს. ამჟამად საქართველოში ბევრი თურქული რესტორანია, სადაც შეგიძლიათ თურქი მზარეულების მომზადებული, ტრადიციული კერძები დააგემოვნოთ. ჩემი რესპონდენტი ერთ-ერთი რესტორნის მფლობელი, იგარ ბაირამოვი გახლავთ.

იგარ ბაირამოვი:

- თურქული სამზარეულო მართლაც მრავალფეროვანი და გემრიელია. დიდი ყურადღება ექცევა დილის საუზმეს. საუზმეზე მიირთმევენ ყველს, კვერცხს, თაფლს, სუჯუკს (ძეხვის სახეობა), სალათს, ბურეკს (ეს აჭარული აჩმისმაგვარია) ან ოსპის წვნიანს. თურქულ სამზარეულოში ძალიან ბევრ კერძს ემატება ლიმონის არომატი.

- ბოსტნეულისგან მრავალფეროვან კერძს ამზადებთ...

- თურქები ბოსტნეულისგან უპირატესობას ბადრიჯანს ანიჭებენ. უყვართ ლობიო, ისპანახი, ყვავილოვანი კომბოსტო, ბულგარული წიწაკა... მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ბადრიჯანი ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებებს იწოვს, ჯანმრთელობისთვის კარგია. თურქებს უყვართ ბატკნის ხორცი, რომლისგანაც ამზადებენ ხაშლამას, მწვადს, ქაბაბს, ჩანახს... ჩანახი ბადრიჯნისგან, გატარებული ან წვრილად დაჭრილი ბატკნის ან ხბოს ხორცისგან ქოთანში მზადდება. ხანში შესული თურქები უპირატესობას ბოსტნეულის კერძებს ანიჭებენ. ახალგაზრდებში კი "დონერი" უფრო პოპულარულია. ეს ის არის, რასაც საქართველოში შაურმას ეძახიან ("დონერ" თურქულად ტრიალას ნიშნავს, რაზეც შესაწვავ ხორცს ამაგრებენ). "დონერს" თურქეთში რამდენიმენაირად ამზადებენ. ზოგიერთი ბრინჯთან ერთად მიირთმევს. ერთ-ერთ სახეობას "ის-კენდერი" ჰქვია.

- როგორ მზადდება?

- ერბოში შემწვარი პური იდება თეფშზე, ზემოდან უნდა დააყაროთ შემწვარი ხორცი, შემდეგ მაწონი, პომიდვრის სოუსი და ბოლოს შეიძლება ერბოც მოასხათ. მართალია, ნოყიერია და ადამიანს ასუქებს, მაგრამ ძალიან გემრიელია. თურქეთში თონეში შემწვარი ბატკნით სტუმრის გამასპინძლება დიდ პატივისცემად მიიჩნევა. მწვადისა და ქაბაბის არაერთი სახეობა არსებობს. ცხვრის შემწვარ ნეკნებს "კამურდას" ეძახიან.

- თურქული ეროვნული კერძია ჯაჯიკი (ზოგი ძაძიკსაც ეძახის). გვასწავლეთ, როგორ მზადდება?

- ჯაჯიკი მაწვნისგან მზადდება, მაგრამ აუცილებელია მაწონი სოფლის რძისგან იყოს შედედებული. მას ვამატებთ ცოტა წყალს, გახეხილ კიტრს, მარილს, ცოტა პიტნას და თავზე ზეითუნის ზეთს მოვასხამთ. ცივად მივირთმევთ, ძალიან უხდება მოხარშულ მწვანე ლობიოს.

- რძის პუდინგი როგორ მზადდება?

- სოფლის რძეში ცოტა მოხარშული ბრინჯი უნდა აურიოთ, დაამატოთ ვანილი. რძე ქოთანში ისე უნდა ადუღდეს, რომ თავზე ცხიმის აპკი (ნაღები) გაიკეთოს. მერე ამ ქოთანს ვდგამთ ღუმელში. ცხიმის აპკი ოქროსფრად იბრაწება, მერე მოხალულ და გატარებულ თხილს ან ნიგოზს ვუმატებთ, ვაცივებთ და ისე მივირთმევთ. ძალიან გემრიელია, მით უმეტეს - ზაფხულში.

- როგორც ვიცი, თურქულ სამზარეულოში გოგრაც ძალიან პოპულარულია.

- მართალია. გოგრას შუაზე ვჭრით, კარგად ვასუფთავებთ, შემდეგ ოდნავ ვხარშავთ. შაქარს ვაყრით და შესაწვავად ღუმელში ვდებთ. შაქარს იწოვს. შეწვის შემდეგ გატარებულ ნიგოზს ვაყრით, გაცივდება და მივირთმევთ. ეს კუჭისთვისაც უებარი წამალია. ვისაც კუჭზე პრობლემები აქვს, გოგრაზე უარი არ უნდა თქვას. ... წაიკითხეთ სრულად

ამირან გამყრელიძე მესტიაში, სვანური ქუდით - რას ამბობს მთავარი ეპიდემიოლოგი ადგილზე არსებულ სიტუაციაზე

რა ქონებას ფლობს საჯარო მოხელე, რომლის ანაზღაურება პრეზიდენტისა და პრემიერის ერთად აღებულ ხელფასზე მაღალია

ბათუმში ავარიის შედეგად დაშავებული 7 წლის ბავშვი გარდაიცვალა