"შე დედა მოტ...ლო, პრეზიდენტად ამირჩიე?" - რას პასუხობს მიშა მესხი კრიტიკოსებს

"შე დედა მოტ...ლო, პრეზიდენტად ამირჩიე?" - რას პასუხობს მიშა მესხი კრიტიკოსებს

როგორია ხელისუფლების ნარკოპოლიტიკა და როგორი უნდა იყოს ის, ამ თემას დაეთმო, "ნანუკას შოუს"  10 თებერვლის გადაცემა.

გადაცემის პირველ ნაწილში ნარკოდამოკიდებულების პრობლემასა და საზოგადოების რეაქციებზე მიშა მესხმა ისაუბრა.

მსახიობი თვლის, რომ ნარკომანია დაავადებაა და მთავრობამ ნარკოდამოკიდებულ ხალხს უნდა მიხედოს.

მესხი რამდენიმე დღის წინ გავრცელებული  ვიდეოს გამო მაყურებელს ბოდიშს უხდის და ურჩევს, ჯანმრთელი ცხოვრებით იცხოვრონ. როგორც მსახიობი იხსენებს ვიდეოს გავრცელების შემდეგ ყველაზე მეტად ოჯახის წევრების და იმ ადამიანების შერცხვა, ვინც მას როგორც მსახიობს გულშემატკივრობენ.

"ვიდეოს ნახვის შემდეგ ძალიან დავითრგუნე. ტელეფონი გამოვრთე. ყველაზე მეტად ოჯახის წევრების და იმ მოზარდების შემრცხვა, რომლებსაც ძალიან ვუყვარვარ და მბაძავენ. მე მათ ბოდიშს მოვუხდი. ვურჩევდი, ჯანმრთელი ცხოვრებით იცხოვრონ. მეც ჯანმრთელი ცხოვრებით ვცხოვრობდი, შემდეგ... რაღაც პრობლემებია ცხოვრებაში... ცხოვრებაში რამდენიმე პრინციპია, რომელიც არასოდეს არ დამირღვევია. ვეცდები ესეც იმ პრინციპებში შევიყვანო, რაც არასოდეს დამირღვევია. აქამდეც ბევრჯერ მიცდია თავის დანებება... თუმცა ძალიან ცუდია სააფთიაქო ნარკომანია. 2 მანეთად რომ რაღაცას იშოვი და ესაა პრობლემა, თორემ წამალთან დამოკიდებულება აღარ მაქვს. ტაბლეტებთან დამოკიდებულებაში მაქვს პრობლემა", - აცხადებს მსახიობი.

მესხი იმ ადამიანებსაც მიმართავს ვინც მას აკრიტიკებდნენ. როგორც მსახიობი ამბობს, მას ისეთი არაფერი გაუკეთებია, რომ ქვეყანა შეერცხვინა.

"მორფინისტი ავადმყოფია. ამის აღიარება არავის უნდა, მაგრამ ავადმყოფები ვართ. არავიზე ნაკლები ბიჭი არ ვარ არც მე და არც ასი ათასობით ბიჭი, მაგრამ ჩვენ ვართ მისახედები მთავრობის მხრიდან... ვიღაცეებმა დაწერეს ჩემზე, რომ ქვეყანას არცხვენსო... შე დედა მოტ...ლო პრეზიდენტად ამირჩიე, თუ ელჩად? უკრაინაში რაღაც მომივიდა, ქვეყანას რატომ ვარცხვენ? ჩემი ტრ..ით გამიკეთებია რაც გამიკეთებია...", - ამბობს მესხი და ახალ თაობას მიმართვას უგზავნის:

"მივმართავ ახალ თაობას, მოზარდებს, მე ძალიან ვწვალობ მთელი ცხოვრება. გირჩევთ ჩემსავით არ იწვალოთ".

რას პასუხობს მსახიობი კრიტიკოსებს და რა შეიცვალა მის ცხოვრებაში გახმაურებული სკანდალური ვიდეოს გავრცელების შემდეგ. მოისმინეთ მსახიობის კიდევ ერთი გულახდილი ინტერვიუ.

რამდენიმე დღის წინ, უკრაინულმა საიტებმა გაავრცელეს ვიდეო,  რომელზეც ასახულია, როგორ იპოვეს ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მყოფი მსახიობი მიშა მესხი და მისი მეგობარი კიევში, აეროპორტისკენ მიმავალ ტაქსიში. როგორც პოლიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქართველოს ორმა მოქალაქემ ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების შედეგად გონება დაკარგა ტაქსში, რომლითაც ისინი "ბორისპოლის" აეროპორტში მიემგზავრებოდნენ. მძღოლმა სამართალდამცველები გამოიძახა და მათი გადარჩენა დროულად მოხერხდა.

იხილეთ მიშა მესხის პირველი კომენტარი სკანდალურ ვიდეოზე

"ამ ამბის შემდეგ მიშა მონასტერში იყო..." - მიშა მესხის დის პირველი კომენტარი გავრცელებულ ვიდეოზე

"მე დღეს მიშა მესხი ვარ!!!" - რას წერენ "ფეისბუქზე" ცნობილი სახეები მსახიობზე გავრცელებული ვიდეოს შესახებ

Normal 0 false false false EN-US X-NONE X-NONE MicrosoftInternetExplorer4

მსახიობი თვლის, რომ ნარკომანია დაავადებაა და მთავრობამ ნარკოდამოკიდებულ ხალხს უნდა მიხედოს.

მესხი რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ სკანდალურ ვიდეოსაც ეხმაურება და მაყურებელს ბოდიშს უხდის. როგორც მსახიობი იხსენებს ყველაზე მეტად ოჯახის წევრების და იმ ადამიანების შერცხვა, ვინც მას როგორც მსახიობს გულშემატკივრობენ.

"ვიდეოს ნახვის შემდეგ ძალიან დავითრგუნე. ტელეფონი გამოვრთე. ყველაზე მეტად ოჯახის წევრების და იმ მოზარდების შემრცხვა, რომლებსაც ძალიან ვუყვარვარ და მბაძავენ. მე მათ ბოდიშს მოვუხდი. ვურჩევდი, ჯანმრთელი ცხოვრებით იცხოვრონ. მეც ჯანმრთელი ცხოვრებით ვცხოვრობდი, შემდეგ... რაღაც პრობლემებია ცხოვრებაში... ცხოვრებაში რამდენიმე პრინციპია, რომელიც არასოდეს არ დამირღვევია. ვეცდები ესეც იმ პრინციპებში შევიყვანო, რაც არასოდეს დამირღვევია. აქამდეც ბევრჯერ მიცდია თავის დანებება... თუმცა ძალიან ცუდია სააფთიაქო ნარკომანია. 2 მანეთად რომ რაღაცას იშოვი და ესაა პრობლემა, თორემ წამალთან დამოკიდებულება აღარ მაქვს. ტაბლეტებთან დამოკიდებულებაში მაქვს პრობლემა", - აცხადებს მსახიობი.

მესხი იმ ადამიანებსაც მიმართავს ვინც მას აკრიტიკებდნენ. როგორც მსახიობი ამბობს, მას ისეთი არაფერი გაუკეთებია, რომ ქვეყანა შეერცხვინა.

"მორფინისტი ავადმყოფია. ამის აღიარება არავის უნდა, მაგრამ ავადმყოფები ვართ. არავიზე ნაკლები ბიჭი არ ვარ არც მე და არც ასი ათასობით ბიჭი, მაგრამ ჩვენ ვართ მისახედები მთავრობის მხრიდან... ვიღაცეებმა დაწერეს ჩემზე, რომ ქვეყანას არცხვენსო... შე დედა მოტყ...ლო პრეზიდენტად ამირჩიე, თუ ელჩად? უკრაინაში რაღაც მომივიდა, ქვეყანას რატომ ვარცხვენ? ჩემი ტრ..ით გამიკეთებია რაც გამიკეთებია... ბოლოს, მივმართავ ახალ თაობას, მოზარდებს, მე ძალიან ვწვალობ მთელი ცხოვრება. გირჩევთ ჩემსავით არ იწვალოთ. ", - აცხადებს მესხი.

მიშა მესხი სარეაბილიტაციო ცენტრში მკურნალობის კურსს გადის, რომელსაც დაახლოებით 10 დღის განმავლობაში დაასრულებს. ამის შემდეგ მსახიობი აპირებს, რომ კამპანიაში ჩაერთოს, რომელიც სააფთიაქო ნარკომანიის წინააღმდეგ იქნება მიმართული.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია