ინტერნეტკონფერენცია
ვერ მოიძებნა
კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
11:30 / 11-02-2016
სომხები აფხაზეთიდან აფხაზების განდევნას აპირებენ
აფხაზეთში მცხოვრებ სომხებსა და აფხაზებს შორის ვითარება უკიდურესად დაიძაბა. რამდენიმე თვის წინ "ახალმა თაობამ" გამოაქვეყნა ორგანიზაცია "აიდგილარას" წევრ აიდამირ ხიშბას წერილი იმასთან დაკავშირებით, რომ სომხებს აფხაზეთის ხელში ჩაგდება სურთ.

ამ საკითხზე აფხაზეთში სერიოზული ამბები ტრიალებს. გამოცემა "კავკაზტაიმსის" ცნობით, ბაგრამიანის სახელობის ბატალიონის წევრები აფხაზეთში სომხების ჩასახლებას გეგმავენ. როგორც წერილის ავტორი, ვასილი გერაშენკო იუწყება, ამის ინიციატორი გალუსტ ტრაპიზონიანია. ვისაც აფხაზეთის ომთან შეხება აქვს, ამ კაცის სახელი და გვარი ყველას ემახსოვრება. ის ბაგრამიანის სახელობის ბატალიონის ერთ-ერთი თავკაცი იყო და ქართველების მიმართ განსაკუთრებული სიძულვილით გამოირჩეოდა. მის "საგმირო" საქმეებს ვასილი გერაშენკოც იხსენებს და ტრაპიზონიანის გამდიდრების საიდუმლოსაც ხდის ფარდას.

ტრაპიზონიანი აფხაზეთში ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ადამიანად ითვლება. "მშვიდობიანი ქართული მოსახლეობის განდევნაში შეტანილი წვლილისთვის ჯალათი ტრაპიზონიანი აფხაზებმა დააფასეს და ეროვნული გმირის წოდება მიანიჭეს. ომის დროს ის მარადიორობდა და ქართველების ქონებას დაეპატრონა. ამის წყალობით გახდა ის სეპარატისტულ აფხაზეთში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი", - აღნიშნავს გერაშენკო.

მისი ინფორმაციით, დღეს ეს მოროდიორი სხვა ქონებასთან ერთად, გაგრაში მდებარე საკურორტო კომპლექს "გაგრიპშის" მფლობელიცაა. ტრაპიზონიანი აფხაზეთის სომეხთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილეა და, როგორც გერაშენკო ამბობს, აქტიურად ლობირებს თავის ტომის ხალხს. "დღეს გაგრაში ყველაფერი სომხების ხელშია. იქ მყოფ აფხაზებს ისინი შირმად იყენებენ, რომლებიც ფინანსურად მთლიანად მათზე არიან დამოკიდებული" - აღნიშნავს გერაშენკო.

როგორც ირკვევა, სომხური ლობი აფხაზეთში ანგარიშგასაწევი ძალა ყოფილა. გერაშენკოს მტკიცებით, სწორედ სომხური ლობი ცდილობს იმ კანონის მიღებას, რომელიც უცხოელებს აფხაზეთში უძრავი ქონების შეძენის უფლებას მისცემს. ამ კანონის გარშემო აფხაზეთში არაერთხელ ატყდა ვნებათაღელვა, მაგრამ არცერთი ხელისუფალი ამას არ დათანხმდა. კანონის მიღებას მოსახლეობაც ეწინააღმდეგება. მოსახლეობა შიშობს, რომ მათთან ყველაფერს რუსები იყიდიან. არადა საქმე ისე ყოფილა, რომ სომხები აფხაზეთში მცხოვრებ რუსებსაც უქმნიან პრობლემებს.

- ტყუილად ფიქრობს ვინმე, რომ აფხაზეთში არსებული მთელი უძრავი ქონება
You must have Flash Player installed in order to see this player.
რუსების ხელში აღმოჩნდება. სომხურ-აფხაზური მაფია ისე ოსტატურად მოქმედებს, რომ აქ მცხოვრებ რუსებს ბინებსა და სახლებს ართმევენ. სომხური ტექნოლოგიებით მარტივად შეიძლება მათი მშრალზე დატოვება, - წუხს გერაშენკო.

"დღეის მდგომარეობით, აფხაზეთში სომხები უფრო მრავლად ცხოვრობენ, ვიდრე ეთნიკური აფხაზები. ამ კანონის ამოქმედების შემდეგ კი მათი რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. ეს იმას ნიშნავს, რომ აფხაზები აბსოლუტურ უმცირესობაში აღმოჩნდებიან", - ვარაუდობს ვასილი გერაშენკო. მისი ინფორმაციით, დღეს აფხაზეთში 69 999 ეთნიკური აფხაზი ცხოვრობს, სომხების რაოდენობა კი დაახლოებით 80 000-ია. გერაშენკო ვარაუდობს, რომ მათი რაოდენობა სულ მინიმუმ 300 000-მდე გაიზრდება.

შორენა მარსაგიშვილი
გაზეთი "ახალი თაობა"
15:04 / 05-03-2016
N
0
Aმინ!
19:07 / 20-02-2016
რასაც დასტეს იმას მოიმკი
0
აფხაზეთიც, სამაჩაბლოც, ტაო- კლარჯეთიც, ლორეც, საინგილო ანუ ჰერეთი და სოჩაც დაუბრუნდება თავის ძირძველ პატრონს, იმიტომ რომ ღმერთმა იცის რომ ეს მიწები ჩვენია და არც შერჩებათ. მაშინ ხო კაი ეგონათ დამპალ აფსუებს სომხები როცა ჩვენ მიწა წყალს გავრთმევდნენ? ხოდა მართლაც დაუხოციათ ერთმანეთი.
მსგავსი სიახლეები
გოგონას დედის თქმით, ჯოპუამ, მას შემდეგ რაც გოგონაზე ძალა იხმარა, არასრულწლოვანი სახლში დააბრუნა
"უნდა იპოვნონ და ჩვენ, ხალხს უნდა მოგვცენ მისი ქვებით ჩაქოლვის უფლება..."
პირების დაკავება ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში მოხდა
"ჩვენმა დიასპორამ სპექტაკლის ყურება ცრემლების გარეშე ვერ შეძლო..."
კუბის რევოლუციის ლიდერი პირველად ეწვია საბჭოთა კავშირს და ეს ვიზიტი 40 დღეს გაგრძელდა
აფხაზების სუსტი პროტესტის ფონზე სოხუმში გაერთიანებული ორგანოების ცენტრი იქმნება
ავტობუსში მსხდომ შეიარაღებულ რუს სამხედროებს აფხაზი კრიმინალები გაეკიდნენ
საქართველოს კონფლიქტურ რეგიონში 600-მდე რუსი სამხედროსთვის ბინების მშენებლობა იგეგმება
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
22:21 / 23-06-2017  Image რუსთაველის გამზირზე ავტომობილი ამობრუნდა
შემთხვევის შედეგად ავტომობილის მძღოლი დაშავდა
21:14 / 23-06-2017  Image შსს ადასტურებს, რომ დათო როსტომაშვილის დაყაჩაღებაში ბრალდებული ბადრაგირების დროს გაიქცა
პოლიციის 3 თანამშრომელის მიმართ პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
09:50 / 24-06-2017  Image ვინ იყვნენ გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის პირ­ვე­ლი ქარ­თ­ვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სი ქა­ლე­ბი - მათ შესახებ ბევრს არ სმენია
პო­ლი­ტი­კა­ში აქ­ტი­უ­რად ჩარ­თულ კი­დევ ორ ქალს წარმო­გიდ­გენთ, რომ­ლე­ბიც XX სა­უ­კუ­ნის და­საწყის­ში ქვეყ­ნის ბედ­ზე ზრუ­ნავ­დ­ნენ
13:42 / 23-06-2017  Image "კანიბალების საქმის" ბრალდებულებს პატიმრობა მიესაჯათ: ბექა შენგელიას უვადო, მარიამ ყოჩიაშვილს - 20 წელი
ადვოკატის თქმით, განაჩენს აუცილებლად გაასაჩივრებს, მათ შორის სტრასბურგში
20:01 / 23-06-2017  Image სკანდალი "X ფაქტორის" ირგვლივ - სოფო საჟონიანის გამო ლელა წურწუმიამ და სტეფანემ იჩხუბეს?
"მე და ლელა, მართლა წამოვედით ადრე"
პოპულარული კომენტარები
დღის ვიდეო
PALITRATV.GE
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49