"...მაპატიოს მართლაც საზოგადოებამ - მამათმავლობა, უსაფრთხო სექსი?!" - სანიკიძემ არასამთავრობოების კრიტიკა დაიმსახურა

"...მაპატიოს მართლაც საზოგადოებამ - მამათმავლობა, უსაფრთხო სექსი?!" - სანიკიძემ არასამთავრობოების კრიტიკა დაიმსახურა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ GDS-ის პირდაპირ ეთერში, გადაცემა "2030"-ში იმ პეტიციის ავტორებს უპასუხა, რომლებიც ითხოვენ, არ შეიტანონ სკოლებში ახალი საგნის "მე და საზოგადოება" და "ჩემი საქართველოს" ახალი ვერსია. წერილ-პეტიციას სახელწოდებით "განგაშის ზარები", ხელს აწერენ საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, მათ შორის: ელდარ შენგელაია, ლევან ვასაძე, მამუკა ჩარკვიანი, ნონა გაფრინდაშვილი, ზურაბ ყიფშიძე, ლაშა თაბუკაშვილი და სხვები. დაახლოებით 50-მდე ხელმომწერი.

წერილს დიდი გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოებაში. პეტიციის ავტორების ბრალდებებს განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ უპასუხა, თუმცა მისი კომენტარით საზოგადოების ლიბერალურად განწყობილი ნაწილი გააღიზიანა. "2030"-ში მიწვეულმა მინისტრმა განაცხადა, რომ ახალი საგნის სტანდარტის შემუშავებაზე კონსულტაციებს საპატრიარქოსთან გადიან და საგნის არცერთი ვერსია არ გულისხმობს სარწმუნოებრივ-ეროვნული ცნობიერების გადაგვარებასა და აღრევას.

"ამ ეტაპზე საგნის სტანდარტი თითქმის მომზადებული და დასრულებულია. საბოლოო კონსულტაციებს გავდივართ საპატრიარქოსთან. სწორედ იმ საკითხების გამო, რომელიც შეეხება რელიგიისა და ოჯახის თემას. უფრო მეტიც, რელიგიის თემა იყო ის ნაწილი, რომელზეც მსჯელობა კვლავ გრძელდება და ბოლომდე ვერ გადავწყვიტეთ ამ ასაკობრივ ჭრილში, ის საკითხები, რასაც გვთავზობს საპარტიარქო იქნება თუ არა მისაღები, რაც ნიშნავს, რომ შეიძლება საერთოდ ვერ მოხვდეს ამ ახალ საგანში და ის დარჩეს როგორც საზოგადოებრივი მეცნიერებების საფუძვლები.

იხილეთ ვიდეო

ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ თუ ასეთი ინტენსიური მუშაობა მიდიოდა, თუ საპატრიარქო, განათლების სამინისტრო სიტყვასიტყვით გადის ამ სტანდარტს, რატომ ვერ აღმოაჩინა ამ სტანდარტში ისეთი სიტყვები, მაპატიოს მართლაც საზოგადოებამ - "მამათმავლობა","უსაფრთხო სექსი", "იდენტობა" და ა.შ. უფრო მეტიც, როდესაც აკეთებენ განცხადებას, რომ პირველად ვერსიაში იყო გარკვეული საკითხები, რომელიც ეჭვს ბადებდა და ასახელებენ ისევ და ისევ ამ თემებს, ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ყველა ვერსია მაქვს და არცერთ ვერსიაში მსგავსი არაფერი არ წერია", - აღნიშნა მინისტრმა საუბრისას.

სწორედ მინისტრის ამ კომენტარს მოჰყვა ინტერნეტსივრცეში კრიტიკის ქარცეცხლი: "როგორი არ უნდა იყოს განათლების მინისტრი" - წერს "ფეისბუქზე" სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (სიდა) აღმასრულებელი დირექტორი ზვიად დევდარიანი.

"სამართლიანი არჩევნების" ყოფილი დირექტორი ნინო ლომჯარია ასე აფასებს მინისტრის კომენტარს: "მართლა ძალიან საგანგაშოა, საქართველოს ჰყავს განათლების მინისტრი, რომელიც მზადაა ხელი მოაწეროს პეტიციას, რაც ამბობს, რომ "ევროკავშირი ჩვენ შვილებზე მასირებული შეტევის განხორციელებას აპირებს, ახალი სავალდებულო საგნების "მე და საზოგადოება" და "ჩემი საქართველოა" მიზანი იქნება დაწყებით კლასებში, 7-13 წლამდე ბავშვების, ერთის მხრივ, ბილწი და უსაშინლესი ცნობიერებით მოწამვლა, გარყვნა და, მეორე მხრივ, მათი სარწმუნოებრივ-ეროვნული ცნობიერების გადაგვარება და აღრევა".

ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე კიდევ უფრო მწვავედ ეხმაურება მინისტრის განცხადებას: "აი ეს რომ განათლების მინისტრად გვყავს, არც ჯაჭვლიანია პარლამენტში გასაკვირი, არც რეგვენი თოფაძის რეპლიკები, არც ახალი კანონპროექტი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაზე და ზოგადად არც ის, რომ ქაქში ვართ!" - წერს კაკაბაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია