კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
16:20 / 11-02-2016
ნაკვეთები 3 ქალაქში, წილები 26 კომპანიაში, სახლები და საბანკო ანგარიშები - რა ქონებას ფლობს გოგი თოფაძე
დეპუტატმა გოგი თოფაძემ ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2016 წლის 5 იანვარს შეავსო. საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული დეკლარაციის მიხედვით, უმრავლესობის წევრის პირად საკუთრებაშია, დაახლოებით, 18 ათასი კვადრატული მეტრის საერთო ფართობის მიწის ნაკვეთები თბილისში, მცხეთასა და წყნეთში. დეპუტატი 26 კომპანიის წილის მფლობელია და ასევე მის საკუთრებაშია ს.ს "ყაზბეგის" აქციები.

დეკლარაციის მიხედვით, დეპუტატი ასევე ფლობს 2010 წელს გამოშვებულ ავტომობილს MERCEDES-BENZ E350, ლადო გუდიაშვილის ფერწერულ ტილოსა და ავეჯს.

გოგი თოფაძის მიერ შევსებული დეკლარაციით ირკვევა, რომ უმრავლესობის წევრის მფლობელობაშია: 10 000 კვადრატული მეტრი მიწის ფართობი მცხეთაში; 2 642 კვადრატული მეტრი მიწის ფართობი ჭავჭავაძის გამზირზე; 17 კვადრატული მეტრი მიწის ფართობი უნივერსიტეტის ქუჩაზე; 1366 კვადრატული მეტრი მიწის ფართობი წყნეთში; 1117 კვადრატული მეტრი არასაცხოვრებელი ფართი ილია ჭავჭავაძის გამზირზე; 912 კვადრატული მეტრი ავტოფარეხი; 712 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი სახლი ჭავჭავაძის გამზირზე; 517 კვადრატული მეტრის საცხოვრებელი სახლი წყნეთში.

დეკლარაციის მიხედვით ირკვევა, რომ დეპუტატი ფლობს ს.ს "ყაზბეგის" აქციების 584608 ღირებულების ფასიან ქაღალდს.
რაც შეეხება გოგი თოფაძის თანამდებობრივ სარგოს, დეკლარაციის მიხედვით, ერთი
You must have Flash Player installed in order to see this player.
წლის განმავლობაში მან საქართველოს პარლამენტში მუშაობის პერიოდში 63435.90 ლარი აიღო.

დეკლარაციის შევსების მომენტში უმრავლესობის წევრს ნაღდი ფულადი თანხის სახით 6000.00 ლარი აქვს. ასევე მის სახელზე ფიქსირდება რამდენიმე საბანკო ანგარიში ბანკ "ქართუსა" და "ვი თი ბი" ბანკში. მათგან ერთ-ერთ ანგარიშზე 4551 ლარი,  მეორეზე კი 1683 დოლარია.

დეპუტატს 2019 წლამდე სასესხო ხელშეკრულება აქვს გაფორმებული "ვი თი ბი" ბანკში. როგორც ირკვევა, 120 ათასი დოლარი ბანკისგან მან 2014 წელს ისესხა.

ქრისტინე გამთენაძე
AMBEBI.GE
22:48 / 16-02-2016
ღმერთმა გვიმრავლოს მილიონრები,მაგრამ საინტერესო ის არის,ხალხისთვის ვის და რამდენი სიკეთე მოაქვს
გია
02:24 / 13-02-2016
არ მგონია ვინმეს ეხარბებოდეს მისი ფული ტუ აქვს ღმერთმა მოახმაროს, მტავარია კაცმა ფულისთვის სამშობლო არ გაყიდოს.
kaci
მსგავსი სიახლეები
+VIDEO| ქონებრივ დეკლარაციას საქართველოში 2 800-ზე მეტი თანამდებობის პირი ავსებს
გასულ წელს ენერგეტიკის მინისტრმა 20 000 ევროდ შეიძინა მოტოციკლი HARLEY DAVIDSON-ი
რა უნდა გაითვალისწინონ მეუღლეებმა, რომ მოტყუებული არც ერთი დარჩეს
მე-9 მოწვევის პარლამენტში ყველაზე ახალგაზრდა ოთხი დეპუტატია, რომელთა ასაკი 32-33 წელია
ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარედ 2016 წლის ნოემბერში დაამტკიცეს
საქართველოში იპოთეკით დაზარალებულთა რიცხვი საკმაოდ დიდია
+VIDEO "როცა დამირეკეს, ვუთხარი, რომ აქ მესაზღვრეებთან მაქვს რაღაც სალაპარაკო-მეთქი"
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილედ ალექსი ბარბაქაძე დაინიშნა
ალექსანდრე ჯეჯელავას წლიურმა შემოსავალმა გასულ წელს 215 740 ლარზე მეტი შეადგინა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
18:43 / 20-02-2017  Image პატრიარქის პირველი კომენტარი საქართველოში დაბრუნების შემდეგ
+VIDEO "დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი მშვიდობით და კარგად დამთავრდება"
20:13 / 20-02-2017  Image "მე გადავრჩი, დედა კი მოკვდა... და ძალიან დიდხანს მრცხვენოდა ამის გამო..."
"მე რომ დავიბადე ეს მის ცხოვრებაში უბედნიერესი დღე იყო"
21:32 / 20-02-2017  Image ვიტალი ჩურკინი გარდაიცვალა
ვიტალი ჩურკინი გაერო-ში რუსეთის წარმომადგენლად 2006 წლის აპრილიდან მუშაობდა
23:19 / 20-02-2017  Image მსახიობ ლევან ჯიბღაშვილს ცოლი მოჰყავს
მსახიობი რამდენჯერმე მოხვდა ყველაზე სასურველი სასიძოების რიცხვში
11:28 / 20-02-2017  Image ლიკა ევგენიძე საქართველოში დაბრუნდა: "ასეთ გადაწყვეტილებას ერთი ვერ მიიღებს... ყველაფერს ერთად ვწყვეტთ"
"უკეთესი იქნება ეს ბავშვებისთვის და ჩემთვისაც"
ფოტოგალერეა
კვირის ყველაზე კითხვადი
დღის ვიდეო
PALITRATV.GE
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინტერნეტკონფერენცია
2016-05-31 08:36:57
ყველა მშობელს აინტერესებს, რა სიმაღლის...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49