ნაკვეთები 3 ქალაქში, წილები 26 კომპანიაში, სახლები და საბანკო ანგარიშები - რა ქონებას ფლობს გოგი თოფაძე

ნაკვეთები 3 ქალაქში, წილები 26 კომპანიაში, სახლები და საბანკო ანგარიშები - რა ქონებას ფლობს გოგი თოფაძე

დეპუტატმა გოგი თოფაძემ ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2016 წლის 5 იანვარს შეავსო. საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული დეკლარაციის მიხედვით, უმრავლესობის წევრის პირად საკუთრებაშია, დაახლოებით, 18 ათასი კვადრატული მეტრის საერთო ფართობის მიწის ნაკვეთები თბილისში, მცხეთასა და წყნეთში. დეპუტატი 26 კომპანიის წილის მფლობელია და ასევე მის საკუთრებაშია ს.ს "ყაზბეგის" აქციები.

დეკლარაციის მიხედვით, დეპუტატი ასევე ფლობს 2010 წელს გამოშვებულ ავტომობილს MERCEDES-BENZ E350, ლადო გუდიაშვილის ფერწერულ ტილოსა და ავეჯს.

გოგი თოფაძის მიერ შევსებული დეკლარაციით ირკვევა, რომ უმრავლესობის წევრის მფლობელობაშია: 10 000 კვადრატული მეტრი მიწის ფართობი მცხეთაში; 2 642 კვადრატული მეტრი მიწის ფართობი ჭავჭავაძის გამზირზე; 17 კვადრატული მეტრი მიწის ფართობი უნივერსიტეტის ქუჩაზე; 1366 კვადრატული მეტრი მიწის ფართობი წყნეთში; 1117 კვადრატული მეტრი არასაცხოვრებელი ფართი ილია ჭავჭავაძის გამზირზე; 912 კვადრატული მეტრი ავტოფარეხი; 712 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი სახლი ჭავჭავაძის გამზირზე; 517 კვადრატული მეტრის საცხოვრებელი სახლი წყნეთში.

დეკლარაციის მიხედვით ირკვევა, რომ დეპუტატი ფლობს ს.ს "ყაზბეგის" აქციების 584608 ღირებულების ფასიან ქაღალდს.

რაც შეეხება გოგი თოფაძის თანამდებობრივ სარგოს, დეკლარაციის მიხედვით, ერთი წლის განმავლობაში მან საქართველოს პარლამენტში მუშაობის პერიოდში 63435.90 ლარი აიღო.

დეკლარაციის შევსების მომენტში უმრავლესობის წევრს ნაღდი ფულადი თანხის სახით 6000.00 ლარი აქვს. ასევე მის სახელზე ფიქსირდება რამდენიმე საბანკო ანგარიში ბანკ "ქართუსა" და "ვი თი ბი" ბანკში. მათგან ერთ-ერთ ანგარიშზე 4551 ლარი,  მეორეზე კი 1683 დოლარია.

დეპუტატს 2019 წლამდე სასესხო ხელშეკრულება აქვს გაფორმებული "ვი თი ბი" ბანკში. როგორც ირკვევა, 120 ათასი დოლარი ბანკისგან მან 2014 წელს ისესხა.

ქრისტინე გამთენაძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია