ცენტრალური ფოსტის ყოფილ შენობაში 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო აშენდება

 ცენტრალური ფოსტის ყოფილ შენობაში 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო აშენდება

თბილისში, ცენტრალური ფოსტის ყოფილ შენობაში, კომპანია "სილქ როუდ ჯგუფი" ახალი სასტუმროს მშენებლობას გეგმავს.

როგორც "ბიზნესპრესნიუსს" კომპანია "სილქ როუდ ჯგუფში" განუცხადეს, სასტუმრო Radisson Blu Telegraph-ის მოწყობითი სამუშაოები დაახლოებით, 2016 წლის ზაფხულში დაიწყება და, სავარაუდოდ, 12 თვეში დასრულდება. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 30-35 მილიონ დოლარამდეა.

"ისევე როგორც "რედისონ ბლუ ივერია", "რედისონ ბლუ ტელეგრაფიც" კომპანია Carlson Rezidor Group-ის მმართველობის ქვეშ იქნება. დაგეგმილია შენობის სრული რეკონსტრუქცია, რის შედეგადაც 170-180 ნომრიან 5-ვარსკვლავიან სასტუმროს მივიღებთ", - აცხადებენ კომპანიაში.

სასტუმრო Radisson Blu Telegraph-ში საკონფერენციო და საბანკეტო დარბაზები, სპორტული დარბაზი, სტანდარტული, ბიზნეს და უმაღლესი კლასის ოთახები, ასევე, საპრეზიდენტო სიუტი და პენტ ჰაუზი იქნება. სასტუმროს პირველ სართულზე კი ჯაზ-კლუბი განთავსდება.

სტატია იხილეთ bpn.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია