სიკვდილმისჯილი ბავშვები - როგორ ებრძოდნენ არასრულწლოვანთა დანაშაულს სტალინის ეპოქაში

სიკვდილმისჯილი ბავშვები - როგორ ებრძოდნენ არასრულწლოვანთა დანაშაულს სტალინის ეპოქაში

1935 წლის 7 აპრილს სსრკ-ს აღმასრულებელმა კომიტეტმა უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო - არასრულწლოვნებში რომ დანაშაულის დონე შეემცირებინა, 12 წლიდან უკვე დასაშვები გახდა ბავშვებისთვის სასჯელის ყველა ზომა, მათ შორის - დახვრეტაც.

ბავშვის დახვრეტა შესაძლებელი იყო ქურდობისთვის, სხეულის დაზიანებისთვის, მკვლელობის ან მკვლელობის მცდელობისთვის.

ამ სასტიკი მეთოდით სტალინის მთავრობა ბავშვთა დანაშაულისა და მაწანწალობის სამარცხვინო სტატისტიკას ებრძოდა. ეს მაჩვენებელი გაუკუღმართებული საშინაო პოლიტიკის ბუნებრივი შედეგი იყო. იძულებითმა კოლექტივიზაციამ, შიმშილობამ და მასობრივმა რეპრესიებმა უამრავი ბავშვი დატოვა უმშობლოდ, უპატრონოდ და უსახლკაროდ, რაც თავის მხრივ მოზარდთა დანაშაულის სტატისტიკას ზრდიდა.

მაშინდელ საბჭოთა კავშირში 12 წლის მოზარდები ბავშვებად არ აღიქმებოდნენ. ამ ასაკში ისინი ჩვეულებრივ მიეკუთვნებოდნენ შრომით რეზერვებს და ფიზიკური შრომაც ევალებოდათ. ვინაიდან ბავშვები აღარ ერქვათ, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც სრულწლოვანების მსგავსად მოეთხოვებოდათ. გარდა ამისა, არასრულწლოვნებს დამნაშავეთა სამყაროც იყენებდა მათ თავისი ბნელი ზრახვებისთვის, რადგან 1935 წლამდე ისინი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას არ იზიარებდნენ.

ეს დადგენილება მრავალი წელია რუსეთში დავის საგანია. ეს დავა განსაკუთრებით მას შემდეგ გამძფრდა, რაც რუსმა ჟურნალისტმა მატვეი განაპოლსკიმ "ეხო მოსკვის" ეთერში განაცხადა, რომ სტალინმა 12 წლის ბავშვების დახვრეტის ბრძანებას მოაწერა ხელი.

სხვათა შორის, სტალინის შვილიშვილმა ევგენი ჯუღაშვილმა ცილისწამებისთვის განაპოლსკის უჩივლა და ამ ინფორმაციის სიცრუედ გამოცხადება მოითხოვა. სასამართლომ კი მისი საჩივარი არ დააკმაყოფილა, რაც ბევრმა ამ საშინელი ინფორმაციის ნამდვილობის ირიბ მტკიცებულებად მიიღო.

არაერთმა რუსმა თუ უცხოელმა მკვლევარმა მიაგნო სასამართლო წარმოების დოკუმენტებს, სადაც არასრულწლოვნების მიმართ დახვრეტის განაჩენი განიხილებოდა, თუმცა კონკრეტული ფაქტები, ვინ დასაჯეს სიკვდილით 12-14 წლის ასაკში, დღემდე არ გახმაურებულა. ჯუღაშვილის მოპასუხე მხარემ მხოლოდ 4 ფაქტის წარმოდგენა შეძლო, სადაც 16 და 17 წლის ახალგაზრდების დახვრეტა იყო დაფიქსირებული. "ეხო მოსკვის" წარმომადგენლის სერგეი ბუნტმანის განცხადებით, ეს ფაქტები მხოლოდ აისბერგის წვერია. "ეს ოთხი ახალგაზრდა რეაბილიტირებული იყო და ამიტომაც მათ შესახებ მონაცემები სახელმწიფო არქივში ინახებოდა. მაგრამ არსებობს უამრავი არარეაბილიტირებული და გაუხმაურებელი შემთხვევა, რომელიც შსს-ს არქივებში ინახება და მათი მოპოვება თითქმის შეუძლებელია", - ასე ხსნიდა ბუნტმანი კონკრეტული ფაქტების არარსებობას. მართალია, ვერავინ ამტკიცებს, რომ არასრულწლოვნების სიკვდილით დასჯას მასობრივი ხასიათი ჰქონდა, თუმცა ამის იურიდიულად დაკანონებული შესაძლებლობა უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს.

ერთადერთი საბჭოთა მოზარდი, რომელიც სიკვდილით დასაჯეს

1964 წელს ლენინგრადში განსაკუთრებული სისტაკით მოკლეს 37 წლის ქალი ლარისა კუპრეევა და მისი 3 წლის ვაჟი. დამნაშავემ ისინი ნაჯახით აკუწა, გაიტაცა ფული და ფოტოაპარატი. შემდეგ სახლს ცეცხლი წაუკიდა და ასე სცადა კვალის დაფარვა. მკვლელი 3 დღეში დაიჭირეს. ის 15 წლის ლენინგრადელი არკადი ნეილანდი აღმოჩნდა. ბიჭი ინტერნატში გაიზარდა,

განაგრძეთ კითხვა

"ეს არის სოლიდარობის გამოხატვა, რომ საკუთარ ვაქცინას ვუთმობთ ექიმებს" - ეკატერინე ტიკარაძე

"მოლოდინი, რომ 100%-ით ავად არავინ გახდება, არ უნდა გვქონდეს" - თენგიზ ცერცვაძე ვაქცინაზე

რატომ უნდა ავირჩიოთ სამეცნიერო კარიერა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში