უბნები თბილისში, სადაც ხვალ დენი შეიზღუდება

უბნები თბილისში, სადაც ხვალ დენი შეიზღუდება

დედაქალაქის რამდენიმე უბანს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" "თელასიდან" აცნობეს, კრწანისის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალას დასახლების და სოფელ ფონიჭალას მცხოვრებლებს (76 აბონენტი).

გლდანის რაიონში ავარიის პრევენციის მიზნით 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სარაჯიშვილის და ილორის ქუჩების მცხოვრებლებს (365 აბონენტი).

ჩუღურეთის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩეჩელაშვილის, მნათობის და დავითაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს (244 აბონენტი).

საბურთალოს რაიონში კაბელების გადატანის გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, კუტუზოვის, მიცკევიჩის და გამრეკელის (ნაწილობრივ) ქუჩების მცხოვრებლებს (155 აბონენტი).

ტრანსფორმატორის შეცვლის გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საირმის გორის, შმიდტის, საირმის, ცაგარელის და გოძიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს (439 აბონენტი).

12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის მცხოვრებლებს (493 აბონენტი).

10:00 საათიდან 11:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ყაზბეგის გამზირის და ჭილაძის ქუჩის მცხოვრებლებს (338 აბონენტი).

ნაძალადევის რაიონში 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დადიანის, ალილუევას, ჩოხატაურის და მახალდიანის ქუჩების მცხოვრებლებს (520 აბონენტი). დიდგორის რაიონში 12:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა ტაბახმელას მცხოვრებლებს (654 აბონენტი).

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია