ინტერნეტკონფერენცია
ვერ მოიძებნა
კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
22:07 / 11-02-2016
„მკვლელ სიძეს ჩავეხუტე...“ – 17 წლის მარიამის მკვლელობის დღემდე უცნობი დეტალები
2012 წლის 15 სექტემბერს თერჯოლის რაიონში მეუღლემ სანადირო თოფით 17 წლის მარიამს თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. მაშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ახალგაზრდა მამაკაცს იარაღი შემთხვევით გაუვარდა, თუმცა ამ ვერსიის გარდაცვლილის ოჯახს არ სჯერა. ისინი ამბობენ, რომ მკვლელობა განზრახ, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მას შემდეგ რაც მამაკაცმა მეუღლე დაჭრა, თავად წაიყვანა ის საავადმყოფოში, სადაც გოგონას გადარჩენა ვერ მოხერხდა. ამის შემდეგ მამაკაცი პოლიციას ჩაბარდა, თუმცა სასჯელი არ მოუხდია. საპატიმრო ზუსტად ორ თვეში დატოვა.
რა მოხდა სინამდვილეში - მომხდარის დეტალებზე გადაცემა "პროფილში" მარიამის დედამ ისაუბრა.

"მარიამი 15 წლის გათხოვდა და 17 წლის გარდამეცვალა... რაც შეეხება იმ დღეს, ინტერნეტის საშუალებით გავიგე, რომ სოფელში უბედური შემთხვევა მოხდა. არც მიფიქრია, რომ ეს ჩემს შვილს შეემთხვა. დავიწყე მასთან დარეკვა, მაგრამ არავინ მიპასუხა. ამ დროს მარიამი უკვე გარდაცვლილი ყოფილა. ღამის 4-ის 15 წუთზე მივედი მათთან სახლში და მარიამი უკვე მოსული იყო. დროს იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ სწორედ აქედან დაიწყო ფაქტების გაყალბება. როდესაც ჩავედი ხალხი მეუბნეოდა, რომ იარაღი ჩემს სიძეს შემთხვევით გაუვარდა. ეს იარაღი მათ დიდი ხნის განმავლობაში სახლში ჰქონდათ... მე ვიცი ამ თოფის შესახებ ბევრი რამ... ვეუბნეოდი ჩემს შვილს რომ გადაეფორმებინათ ის. მარიამი ამბობდა, რომ ეს იარაღი რაჭიდან იყო წამოღებული, რაღაც საეჭვო იყო ამ იარაღით მომხდარი და მას ვერ გაიფორმებდნენ", - ამბობს გარდაცვლილის დედა.

მისი ინფორმაციით, მეუღლემ მის შვილს იარაღი შეგნებულად დაუმიზნა და ამას ექსპერტიზაც მოწმობს. როგორც მარიამის დედა ამბობს, გარდაცვლილს ტყვია მიბჯენით აქვს ნასროლი.

"მარიამი იყო ძალიან ეჭვიანი ბავშვი. მეუღლე აძლევდა საბაბს თუ არა ეჭვიანობის არ ვიცი. ხშირად ხდებოდა, რომ მარიამი ტელეფონებს ამტვრევდა. ვფიქრობ ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა კონფლიქტი, რასაც ეს შემთხვევა მოჰყვა. მინდა გავიხსენო ერთი ფაქტი,
You must have Flash Player installed in order to see this player.
როდესაც ჩემი სიძე ციხიდან გამოვიდა შევხვდი და ვკითხე, თუ რა მოხდა. მან მითხრა, რომ რაიონში იყო წასული მანქანით და სახლში მისულს მარიამმა ეზოს კარი არ გაუღო. ეს შესულა და უთქვამს, დედოფალი ხარ გარეთ რომ არ გამოდიხარო? ამის შემდეგ მათ შორის კონფლიქტი მოხდა.. სავარაუდოდ ამას მოჰყვა მკვლელობა. ეს ვერსია არსებობს. ერთი რამ მინდა კიდევ ვთქვა, როდესაც ეს მოხდა და მათთან მივედი, სიძე მოვიკითხე, მან გამიშალა ხელები და მითხრა, მე მოვკალი მარიამიო. იმ გაშლილ ხელებში ჩავეხუტე" - განაცხადა გარდაცვლილის დედამ.

როგორც ის ამბობს, მისმა სიძემ ბრალი აღიარა. მარიამის დედის ინფორმაციით, მას შემდეგ რაც მარიამის მეუღლე ციხიდან გამოუშვეს, მან გადაწყვეტილება რამდენჯერმე გაასაჩივრა, თუმცა უშედეგოდ.

გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგონას დედა ასევე აღნიშნავს, რომ მას სიძის ოჯახი შვილიშვილის ნახვას უკრძალავს. მიზეზად სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩიბვრებას ასახელებს, რომლის მიხედვითაც სასამარლომ მისი შვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მეუღლე გაათავისუფლა.

იხილეთ ვიდეო
13:11 / 12-02-2016
რა დროს 15 წლის გოგოს გათხოვება იყო! ეს ფაქტი რატომღაც არავის უკვირს, ჩვეულებრივ ამბად თვლიან.
@
12:55 / 12-02-2016
სიმართლე თქვა თენგიზ გოგოტიშვილმა,მკვლელ და მოძალადე შვილებს ისევ ქალი-დედები ზრდიანო! მსგავსი დედამთილების გაზრდილი შვილები რა გასაკვირია არაკაცები რომ არიან? რას ერჩის აბა 33 წლის მუტრუკი 19 წლის უცოდველ ბავშვს? ხალხიც ბევრს ცოდავს,კაცი,რომელიც ცოლზე ძალადობს,ან სხვანაირად შეურაცხყოფს,ისეთ კაცს გამარჯობასაც არ უნდა ეუბნებოდეს არავინ,არათუ სადმე ეპატიჟებოდნენ და ტკბილ სიტყვებს ეუბნებოდნენ,როგორც ეს ჩვენს ირგვლივ ხდება!მართლა უნდა გაირიყოს ასეთი ადამიანი ყველასგან და ერთი რომ გაირიყება,მეორეს მერე იქნებ შეეშინდეს და აღარ მოიქცეს იმ პირველისნაირად....
ნინა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
15:58 / 25-08-2016  Image ჯარისკაცის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულ ქალს გორის სასამართლომ 10 წელი მიუსაჯა
მან ბედიანაშვილს სასმელში საძილე აბები ჩაუყარა, დააძინა, სახლში ბენზინი მოასხა და ცეცხლი წაუკიდა
17:15 / 25-08-2016  Image როგორ გამოიყურება "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიის განახლებული ოცეული
სიის მეორე ნომერი სანდრა რულოვსია
16:32 / 25-08-2016  Image თბილისში ახალი სავაჭრო ცენტრი "თბილისის ზღვის პლაზა" გაიხსნება
უდიდესი სავაჭრო პლაზა 2016 წლის დეკემბრისთვის გაიხსნება
17:01 / 25-08-2016  Image "ყოველთვის ვიგინებოდი და გავაგრძელებ გინებას, მაგრამ მე "პარტიზანი მებაღე" ვარ, ის - მერი" - ნატა ფერაძე
ფერაძემ სოციალურ ქსელში დღეს გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით გააკეთა განმარტება
09:33 / 25-08-2016  Image დრამატული კადრები იტალიიდან: 10 წლის გოგონა, რომელმაც ნანგრევებში 17 საათი გაატარა, მაშველებმა გადაარჩინეს
სულ მცირე 240 ადამიანია დაღუპული იტალიაში
კვირის ყველაზე კითხვადი
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49