"14 წლის ვიყავი, როდესაც დედაჩემის ნათესავმა გამაუპატიურა... მამამ კი ბავშვი გამიშვილა"

"14 წლის ვიყავი, როდესაც დედაჩემის ნათესავმა გამაუპატიურა... მამამ კი ბავშვი გამიშვილა"

რამდენიმე წლის წინ ახალგაზრდა გოგონა საკუთარმა ბიძამ გააუპატიურა - ეს საზარელი შემთხვევა საქართველოში მოხდა. გოგონა, რომელიც ვინაობას არ ამხელს, საკუთარ ისტორიას "პროფილში" ჰყვება. როგორც ირკვევა ყველაფერი იმ დროს დაიწყო, როდესაც 3 წლის ასაკში ის და მისი ძმა დედამ მიატოვა. ამის შემდეგ ისინი პანსიონატში ცხოვრობდნენ.

გარკვეული პერიოდის შემდეგ მის სანახავად დედამისის ძმა მივიდა და გადაწყვიტა გოგონაც და მისი ძმაც ნათესავებისთვის გაეცნო.

"წაგვიყვანა დედაჩემის ბიძაშვილთან. გადავწყვიტეთ, რიყეზე კონცერტზე წავსულიყავით. არ ვიცი იქ რა მოხდა, მაგრამ ამ დღის შემდეგ დედაჩემის ბიძაშვილი ხშირად მაკითხავდა, თუმცა მაფრთხილებდა, რომ ამის შესახებ არავისთვის არ მეთქვა. ეს დაახლოებით 2 თვე გრძელდებოდა. 14 წლის ვიყავი როდესაც ჩემზე იძალადა, გამაუპატიურა. ამ შემთხვევის შემდეგ დავორსულდი. ეს ყველაფერი მამაჩემმა გაიგო. გადაწყვიტა, ჩემი შვილი გაეშვილებინა. მე ამის წინააღმდეგ ვიყავი, თუმცა მამაჩემმა ეს მაინც გააკეთა. როდესაც ბავშვი გავაჩინე, მამამ ის ვიღაც ქალს გადასცა. დღემდე არ ვიცი ეს რატომ გამიკეთა. ჩემი შვილი ეხლა უკვე 10 წლის უნდა იყოს", - ამბობს ახალგაზრდა გოგონა.

მისი ინფორმაციით, მძიმე ცხოვრება ამ ისტორიით არ დასრულებულა. როგორც გოგონა ჰყვება, გარკვეული პერიოდის შემდეგ გათხოვდა, ორი შვილი შეეძინა, თუმცა ბავშვების ნახვის უფლებას მას მეუღლე არ აძლევს.

"17 წლის ვხდებოდი, ერთი მამაკაც გავიცანი, ის 36 წლის იყო. ტელეფონით ვკონტაქტობდით. რამდენიმე თვის შემდეგ შემომთავაზა, რომ მასთან მეცხოვრა. მეც დავთანხმდი. პირველი ბავშვი რომ გვეყოლა ურთიერთობა აგვერია. მეუბნეოდა, რომ მას უნდა დავმორჩილებოდი. გარკვეული პერიოდის შემდეგ ოჯახთან ურთიერთობა ამიკრძალა. ფიზიკურადაც იძალადა ჩემზე. პირველად, რომ მცემა მისგან წამოვედი. ამ ყველაფერს უყურებდნენ ჩემი დედამთილი და მამამთილი, მაგრამ არაფერს აკეთებდნენ. ამის შემდეგ ცალკე გადავედით, ქირით. თითქოს დაგვილაგდა ურთიერთობა, თუმცა სიტუაცია მალევე შეიცვალა. მეორე ბიჭი, რომ მეყოლა ბავშვს ჯანმრთელობის კუთხით ცოტა პრობლემები ჰქონდა. ჩემი ქმარმა მითხრა, რომ არ აინტერესებდა ბავშვის მდგომარეობა. ერთ დღეს ჩემზე მოქნეული ხელი სწორედ ჩემს ბიჭს მოხვდა. მსგავს დაძაბულ ვითარებაში 4 წელი ვიცხოვრე. ზაფხულში მისგან წამოვედი, მაგრამ ბავშვების ნახვის უფლებას არ მაძლევს. მეუბნევა, რომ ამის უფლება არ მაქვს", - ამბობს ახლაგაზრდა ქალბატონი.

იგი იმედოვნებს, რომ იურისტების დახმარებით შეძლებს დაამტკიცოს, რომ ბავშვების ნახვის უფლება აქვს.

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია